„არახამიას საუბარს ვერ ავუკრძალავთ“ – ლევან იოსელიანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვის უახლოესი წევრის, ქართველი წარმომავლობის დავით არახამიას განცხადებებთან დაკავშირებით პოზიციას აფიქსირებს. როგორც დეპუტატი განმარტავს, მას საუბარს ვერავინ აუკრძალავს, თუმცა, რასაც ამბობს, სწორი არ არის.

„მიუხედავად იმისა, რომ არახამიას ქართული გვარი აქვს, საქართველოს მოქალაქე არ არის, ამიტომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში სხვა ქვეყნის მოქალაქის ჩარევა სწორი არ არის. შეიძლება, მას თავისი მოსაზრება ჰქონდეს, მაგრამ ასეთი ფორმით სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა სცდება იმ ურთიერთობებს, რაც უკრაინასა და საქართველოს შორის წლების განმავლობაში არსებობდა. რაც ნამდვილად ვიცი, არის ის, რომ ასეთი სახის ჩარევა შიდა პოლიტიკაში და ყველას კრიტიკა, ვინც მათ პოლიტიკურ ხაზს არ ეთანხმება, სწორი არ არის. საქართველოდან არახამიას საუბარს ვერ ავუკრძალავთ, , მაგრამ ეს არ არის ის, რაც საქართველო-უკრაინის ურთიერთობა იმსახურებს“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა პარლამენტში.

შეგახსენებთ, რომ დავით არახამია საქართველოს ქვეყანაში ჩამოსვლას და ევროპელ ლიდერებთან დაახლოებას დაპირდა.

„მზად ვარ, პირადად ჩამოვიდე თქვენი პოლიტიკოსები ევროპის ლიდერებთან დავაკავშირო“ – დავით არახამია საქართველოს

მსგავსი თემები