„მზად ვარ, პირადად ჩამოვიდე თქვენი პოლიტიკოსები ევროპის ლიდერებთან დავაკავშირო“ – დავით არახამია საქართველოს

უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვის უახლოესი წევრი, „ხალხის მსახურის” ლიდერი დავით არახამია საქართველოს ხელისუფლებას გზავნილს უთვლის. როგორც არახამია აცხადებს, მზად არის, ჩამოვიდეს საქართველოში და ქართველი პოლიტიკოსები ევროპელ ლიდერებთან დააკავშიროს.

“სამწუხაროდ, ვერ ვგრძნობ, რომ საქართველოში ასეთი პოლიტიკური ნება არსებობს. ადამიანი აბსოლუტური ძალაუფლებით ევროინტეგრაციასთან ერთად თავის ბერკეტებს დაკარგავს. მერე კი იქნება უფრო დაცული, მაგრამ ეს ჯერ საკუთარ თავში უნდა გადახარშოს. თქვენი ხელისუფლება ამ ტრაფსფორმაციისთვის მზად არ არის, მაგრამ რადგან მოსახლეობის უმრავლესობას ევროპა უნდა, ისინიც ვალდებულები არიან ამ იდეის გარშემო იცეკვონ და თავი მოაჩვენონ, თითქოს ამაზე მუშაობენ“ – აცხადებს არახამია.

ის საქართველოს დახმარებას ჰპირდება, თუმცა საკუთარ პირობასაც აყოლებს.

„ჩვენ დაგეხმარებით.  მზად ვარ, პირადად ჩამოვიდე თქვენი პოლიტიკოსები ევროპის ლიდერებთან დავაკავშირო. თუმცა, ერთი პირობით – ჩემთვის სულერთია რა ერქმევა პარტიას, სულერთია პოლიტიკოსის გვარი, მთავარია პრორუსი არ იყოს”, – ასეთია მისი გზავნილი.

 

მსგავსი თემები