აშშ-ის გაგზავნილი იარაღით უკრაინამ რუსეთის 50-მდე იარაღის საწყობი გაანადგურა

უკრაინული მხარის ინფორმაციით, როცა მათ აქვთ კარგი შეიარაღება შედეგიც სახეზეა. როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, აშშ-ის მიერ მიწოდებული „ჰაიმარსის“ სარაკეტო სისტემების წყალობით, ოკუპანტის საბრძოლო მასალის 50 საწყობი გაანადგურეს.

„ეს წყვეტს მათი მომარაგების ქსელს და ართმევს შესაძლებლობას, განახორციელონ აქტიური საომარი მოქმედებები და დაბომბონ ჩვენი შეიარაღებული ძალები საარტილერიო ცეცხლით,“ – აცხადებს  რეზნიკოვი.

მისივე ინფორმაციით, უკრაინამ „გეპარდის“ პარტიაც მიიღო.

„დღეს შემოვიდა პირველი სამი „გეპარდი“. ეს არის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რისთვისაც რამდენიმე ათეული ათასი ვაზნა გადმოგვეცა“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.

 

მსგავსი თემები