მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც სამშენებლო კონსტრუქცია დაეცა, მძიმეა

ახალგაზრდა მამაკაცია ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნილი ხის მორი დაეცა, მძიმეა. 20 წლის მამაკაცი კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შემთხვევა ბათუმში, კობალიძის ქუჩაზე მოხდა, როცა მამაკაცი ქუჩაში ფეხით გადაადგილდებოდა. კორპუსიდან ხის მძიმე კონქტრუქცია ჩამოვარდა, რომელიც გამვლელს თავზე დაეცა.

მშენებლობას „DS გრუპი“  ახორციელებდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

მსგავსი თემები