ლიეტუვა აცხადებს, რომ ამ ომში რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს

რუსეთ-უკრაინის ომი სხვა, მეზობელი თუ პარტნიორი ქვეყნებისთვისაც სერიოზულ საფრთხედ რჩება. როგორც ლიეტუველი დიპლომატი აცხადებს, უკრაინამ ტერიტორიები არ უნდა დაკარგოს.

ლიეტუვის საგარეო მინისტრის, გაბრიელიუს ლანდბერგისის  შეფასებით, თუ რუსეთი არ წააგებს ომს, ეს ყველასათვის შემაშფოთებელი სცენარი იქნება.

„ინფორმაცია, რომელსაც ვაწყდებით, საკმაოდ იმედგამაცრუებელია. რუსები პროგრესს აღწევენ. დიდია შესაძლებლობა იმისა, რომ რუსეთი არ დამარცხდება. თუ ისინი დიდხანს შეძლებენ ასე შენარჩუნებას, მაშინ ჩვენ გეოპოლიტიკური რეალობის ძალიან სახიფათო ეტაპზე ვიქნებით,” – აცხადებს დიპლომატი.

 

მსგავსი თემები