„პარლამენტიდან დაიწყეთ და დატოვეთ ყველა კომფორტული ბუდე, სადაც ჩაბუდდით“ – დავით ჭიჭინაძე

„თუ რეალურად გინდათ შედეგი,  პარლამენტიდან, საკრებულოებიდან დაიწყეთ, დატოვეთ ყველა კომფორტული ბუდე, სადაც ჩაბუდდით“ – აცხადებს პარლამენტის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე.

მისი შეფასებით, ხალხი სულელი არ არის და ყველაფერს ხვდება.

„სანამ კაბინეტებში სხედხართ, სხვას რა ნამუსით თხოვთ ადამიანებს ქუჩაში გამოსვლას და რადიკალურ ბრძოლას, ხალხს თვლით სულელებად?!  ან  მერამდენედ უნდა გაწბილდნენ ადამიანები? რამდენი წელია ყველა მათი თავგანწირვა  ვიღაცეების კულუარული გარიგებით სრულდება. მოკლედ, თუ მართლა გვინდა პროტესტს შედეგი მოყვეს,  სწორედ რადიკალიზაციით უნდა დავიწყოთ.  რადგან, სანამ  პოლიტიკაში მხოლოდ საკუთარი სარგებლის ძებნა და  გარიგებები არ დასრულდება, ვერც ევროპა გვიშველის და ვერც ამერიკა. სხვა შემთხვევაში, ამით მხოლოდ „ოცნებას“  უხანგრძლივებთ თავისი დღის წესრიგით მართვას და მეტი არაფერი“ – აცხადებს ჭიჭინაძე.

 

მსგავსი თემები