„მივხვდი, რომ ჩვენ ვერაფერს მივაღწევთ“ – დმიტრო კულება  

უკრაინის საგარეო მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის საგარეო მინისტრთან შეხვედრა შედეგის მომტანი არ და ვერ იქნება, რადგან ის არ არის გადაწყვეტილების მიმღები.

კულებას თქმით, ეს მანამდეც იცოდა, სანამ თურქეთში რუს კოლეგას შეხვდებოდა, თუმცა, ლავროვის ქმედებამ ეს ადგილზეც დაადასტურა.

„მევლუდ ჩავუშოღლუს ვუთხარი, რომ მზად ვიყავი ლავროვთან შესახვედრად,  მთავარია, ის მოსულიყო გამოსავლის საძიებლად და არა რუსული პროპაგანდის ნარატივზე სასაუბროდ. უკრაინულ მხარეს ამ შეხვედრისგან დიდი მოლოდინი არ გვქონია. თურქულ მხარეს ისიც ვთხოვე, რომ პროტოკოლში ხელის ჩამორთმევა და მოკითხვა არ ყოფილიყო გათვალისწინებული. შეხვედრაზე როცა ლავროვს ვუთხარი, ახლავე დაერეკა რუსეთში მარიუპოლის ჰუმანიტარული დერეფნების საკითხის მოსაგვარებლდ და ვუთხარი რომ ამას მე მისი თანდასწრებით გავაკეთებდი, მისგან უარი მივიღე, მითხრა რომ ვერ გააკეთებდა ამას. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენ ვერაფერს მივაღწევდით“  – აცხადებს კულება და ლავროვთან მორიგი შეხვედრის აზრს ვერ ხედავს.

 

მსგავსი თემები