„ბაიდენი მანიაკია, რომელიც ვერ ძღება ამერიკული ჭურვებით დაღუპული ქალების, ბავშვების და მოხუცების სისხლით“ – კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სირიის დაბომბვაში ადანაშაულებს და მას ფაშისტების იარაღით მომარაგებაში ადანაშაულებს. ის უკრაინის ნგრევაში ბაიდენის როლსაც ხედავს და აცხადებს, რომ სწორედ ის იარაღი აქცევს ნანგრევებად უკრაინას და ხოცავს ადამიანებს, რომელსა ბაიდენი მას აწვდის.

„ბაიდენი საჯაროდ, ამაყად წარმოადგენს ამ მტკიცებულებებს, იხსენებს რა, თუ როგორ დაბომბეს ბელგრადი მისი პირადი ინიციატივით და გაანადგურეს სერბული კვარტლები. სწორედ მან გასცა ბრძანება საჰაერო ძალებზე, რომ დაებომბათ სირია. ასევე გვახსოვს, ჯერ კიდევ სენატორობის დროს, როგორ დაჟინებით მოითხოვდა ბაიდენი ერაყში შეჭრას. მსოფლიო არ დაივიწყებს ამერიკელების სისასტიკეს ბაღდადში. სწორედ ამერიკული იარაღი, რომლებსაც ფაშისტები იღებენ ბაიდენის ბრძანებით, აქცევენ უკრაინულ ქალაქებს ნანგრევებად და მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილს იწვევს“ – აცხადებს კადიროვი.

მისი მტკიცებით, ბაიდენი მანიაკია, როგორც მისი წინამორბედები, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით ტკბება.

„ჯო ბაიდენის ყველა ქმედება მხოლოდ აშშ-ის ეკონომიკის ინტერესებისკენ არის მიმართული. გამოგონილი მიზეზებით სხვა ქვეყნების ნგრევისას, ის, ისევე როგორც მისი წინამორბედები ტკბებიან ქაოსით სხვა რეგიონებში და ვერ ძღებიან ამერიკული ჭურვებით დაღუპული ქალების, ბავშვების და მოხუცების სისხლით. ამ მანიაკს, რომელსაც თავი მსოფლიო ჟანდარმად წარმოუდგენია, ყოფნის თავხედობა შეაფასოს ჩვენი პრეზიდენტი.

არ არსებობს უფრო ცნობილი სამხედრო და ეკონომიკური დამნაშავე, ვიდრე ჯო ბაიდენია. ტიპიური მაგალითი ავტორიტარული მმართველისა და ძალაუფლების მოყვარული დესპოტის ტიპიური მაგალითი. მთელ ცივილიზებულ სამყაროს ეს კარგად ესმის“ – აცხადებს რამზან კადიროვი.

შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენი პუტინს სუფთა ავაზაკს, მკვლელს, დიქტატორს, ნამდვილი ყაჩაღს უწოდებს, რომელიც აკრძალულ ომს აწარმოებს უკრაინელი ხალხის წინაღმდეგ.

„ჯო ბაიდენმა სიბერეში გონების ნარჩენებიც დაკარგა“ – კადიროვი ბაიდენს თავს ესხმის და დამნაშავეს უწოდებს

მსგავსი თემები