მიკროავტობუსებში გასაშლელი სკამები და მგზავრების ფეხზე დგომა აიკრძალოს – პეტიცია ქალაქის მერიას  

ქალაქ რუსთავის მცხოვრებლები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებით უკმაყოფილონი არიან და ქალაქის მერიას მთელ რიგ მოთხოვნებს უყენებენ. მათ შორის, მოითხოვენ მიკროავტობუსებში მოხსნან გასაშლელი სკამები, აიკრძალოს მგზავრების ფეხზე დგომით გადაყვანა და ყველაზე მოთხოვნად მარშრუტებზე დამატებითი მიკროავტობუსები დაინიშნოს. ასევე, რუსთავი – თბილისის მარშრუტზე აიკრძალოს იმ სამარშრუტო ტაქსების მუშაობა, რომლებიც არ არიან აღჭურვილი კონდიცირების სისტემით. რუსთავის მცხოვრებლები უკმაყოფილონი არიან მიკროავტობუსების მძღოლების მომსახურებითაც და აცხადებენ, რომ შპს “ინტერ ტრანსის” მფლობელობაში არსებული ტრანსპორტით სარგებლობისას მგზავრები ყოველდღიურად უპასუხისმგებლობასა და არაპროფესიონალიზმს აწყდებიან. მძღოლები მგზავრებს, ძალიან ხშირად უხეშად და უზრდელად მიმართავენ. ​მოქალაქეები მოითხოვენ აღიკვეთოს მძღოლების მიერ სიჩქარის გადაჭარბების და ავტოსაგზაო…

მეტი...

რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე ქუჩის ძაღლების გამოსაკვები აპარატები განთავსება 

​ ცხოველთა უფლებების დამცველი თეიმურაზ წიქორიძე რუსთავის ავტობაზრობის შემთხვევას სოციალური ქსელით ეხმიანება და ბაზრობის დირექტორთან სატელეფონო საუბრის დეტალებს ასაჯაროვებს. როგორც ცხოველთა დამცველი წერს, რუსთავის ავობაზრობის ადმინისტრაციას ძალიან აწუხებს უპატრონო ძალების პრობლემა. ზოგჯერ არის ადამიანების დაკბენის ფაქტებიც. პრობლემის მოსაგვარებლად ბაზრის ადმინისტრაციამ მიმართა ქალაქის მერიას, მაგრამ მათგან მიიღეს პასუხი, რომ ეს კერძო ტერიტორიაა და თვითონ უნდა მოაგვარონ იგი. ​რუსთავის ავტობაზრობის დირექტორის გადაწყვეტილებით, ბაზრობაზე გამოიყოფა ტერიტორია, სადაც დაიდგმება ძაღლებისთვის სახლები და ძაღლების საკვების აპარატები. ასევე, განთავსდება სპეციალური ბანერები ცხოველებთან ურთიერთობის და კვების წესებთან დაკავშირებით. “დღეს, 2 ივლისს, დამიკავშირდა რუსთავის ავტობაზრის გენერალური დირექტორი ევგენი უსტინოვი. საუბარი შეეხო…

მეტი...

მიუსაფარი ცხოველების გამოკვების აკრძალვასთან დაკავშირებით რუსთავის მერია ზომებს მიიღებს 

ქალაქ რუსთავში, მიუსაფარ ცხოველთა გამოკვების ამკრძალავი ნიშნის განთავსებასთან დაკავშირებით, რომელიც 50 ლარიან ჯარიმას გულისხმობს, ქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ვითარებას ადგილზე გაეცნობიან. მედიაცენტრ “მთავარს” რუსთავის მერიაში განუცხადეს, რომ აბრა თვითნებურად არის განთავსებული და მერია საქმის კურსში არავის ჩაუყენებია. გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტის შესახებ არასამუშაო დღეს შეიტყვეს, ხვალ, ორშაბათს, მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მივლენ რუსთავის ავტობაზრობაზე და ვითარებას ადგილზე შეისწავლიან. როგორც “მთავარმა” გაარკვია, ბაზრობის ადმინისტრაციას მსგავსი ჯარიმის დაწესების უფლებას არანაირი საკანონმდებლო ბაზა არ აძლევს, შესაბამისად, აღნიშნულ აბრას  მოქალაქეებზე ზემოქმედების დანიშნულება აქვს. ბაზრობის ადმინისტრაცია პირველ ჯერზე სიტყვიერ გაფრთხილებას მიიღებს, ფაქტის განმეორების შემთხვევაში კი შესაძლოა ფულადი…

მეტი...

მიუსაფარ ცხოველთა გამოკვება დასჯადია?! – ფოტო რუსთავის ავტობაზრობიდან 

ქალაქ რუსთავში, კერძოდ ავტობაზრობის ტერიტორიაზე უჩვეული გამაფრთხილებელი წარწერა გამოჩნდა, რომელიც მიუსაფარი ცხოველების გამოკვებას კრძალავს. ადამიანი, რომელიც ამ გაფრთხილებას არ დაემორჩილება 50 ლარით დაჯარიმდება. ფაქტის ამსახველ ფოტოს და შესაბამის სტატუსს ​სოციალურ ქსელში, ინტერნეტმომხმარებელი, ნანუკა ძირკბილაშვილი აქვეყნებს, სადაც მიუთითებს, რომ მსგავი ჯარიმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არ არსებობს. “არ გეჩვენებათ! რასაც ხედავთ გაფრთხილებაა: თუ მიუსაფარ დამშეულ და მწყურვალ ცხოველს საკვებს მიაწვდით, თქვენ დაჯარიმდებით 50 ლარით! ანუ, არც მეტი, არც ნაკლები, სიკეთე ჯარიმას ექვემდებარება. თუმცა, მსგავს ჯარიმას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ იცნობს! ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მოხდეს მუშაობა, რაც მიუსაფრებისადმი მეტ ემპათიას…

მეტი...

გარდაბნის მერიაში ხელფასისა და პრემია-დანამატების აღებაში რეკორდი მოხსნეს

გარდაბნის მერმა და მისმა  მოადგილეებმა ერთ თვეში ხელფასი სამჯერ აიღეს და არსებულ რეკორდს გადააჭარბეს. მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა და მისმა სამმა მოადგილემ ხელფასი, პრემია და დანამატი ერთდროულად აიღეს. მერის ერთი თვის საბიუჯეტო შემოსავალმა კი 7950 ლარი შეადგინა. მერის მსგავსად, ხელფასი, პრემია და დანამატი მიიღო მერის პირველმა მოადგილე დავით ჭანტურიამ და ამ თანხამ 6 600 ლარი შეადგინა. ანალოგიურად, 3 ხელფასი მიიღო მერის მოადგილე დუნიამალი გაჯიევმა – 6 000 ლარი; მერის მეოთხე მოადგილე რევაზ ეგაძემაც – 6 000 ლარი. ჯამში, ერთ თვეში მერისა და მისი მოადგილეების შენახვა, ბიუჯეტს 25 900 ლარი დაუჯდა.

მეტი...