გარდაბნის მერიაში ხელფასისა და პრემია-დანამატების აღებაში რეკორდი მოხსნეს

გარდაბნის მერმა და მისმა  მოადგილეებმა ერთ თვეში ხელფასი სამჯერ აიღეს და არსებულ რეკორდს გადააჭარბეს. მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა და მისმა სამმა მოადგილემ ხელფასი, პრემია და დანამატი ერთდროულად აიღეს. მერის ერთი თვის საბიუჯეტო შემოსავალმა კი 7950 ლარი შეადგინა.

მერის მსგავსად, ხელფასი, პრემია და დანამატი მიიღო მერის პირველმა მოადგილე დავით ჭანტურიამ და ამ თანხამ 6 600 ლარი შეადგინა.

ანალოგიურად, 3 ხელფასი მიიღო მერის მოადგილე დუნიამალი გაჯიევმა – 6 000 ლარი;

მერის მეოთხე მოადგილე რევაზ ეგაძემაც – 6 000 ლარი.

ჯამში, ერთ თვეში მერისა და მისი მოადგილეების შენახვა, ბიუჯეტს 25 900 ლარი დაუჯდა.

მსგავსი თემები