უკრაინამ ევროპასა და აშშ-ს საჰაერო სივრცის გახსნის გეგმის დასადასტურებლად მიმართა

უკრაინამ ევროპისა და აშშ-ის უსაფრთხოების მარეგულირებლებს საჰაერო სივრცის გახსნის გეგმის დასადასტურებლად მიმართა, ამის შესახებ უკრაინის თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა ფორუმზე “უკრაინა 2024 წელი” განაცხადა.

კუბრაკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინა კონსულტაციებს გადის ამერიკულ და ევროპულ საჰაერო სივრცის უსაფრთხოების მარეგულირებლებთან.

“კომპლექსური პროცესია, მაგრამ უკრაინა ახლა დგამს პირველ ფორმალურ ნაბიჯებს. ამ კვირებში ჩვენ შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებს გადავცემთ რისკის შეფასების ოფიციალურ განცხადებებს… ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელმა და ევროპულმა მარეგულირებლებმა დაადასტურონ ჩვენი მოქმედებების ალგორითმი”, – განაცხადა მინისტრმა.

კონკრეტული დრო, თუ როდის იქნება შესაძლებელი უკრაინის საჰაერო სივრცის გახსნა, ისევ გაურკვეველი რჩება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ, ჯერ კიდევ, იანვარში განაცხადა, რომ კიევიდან და ლვოვიდან ფრენები განახლდებოდა.

მსგავსი თემები