„ეს იყო სრულიად მოულოდნელი სიურპრიზი“ – თურქული ჟურნალი ქართველ პოეტ ქალზე წერს

ქართველი პოეტი და მთარგმნელი ეთერ სადაღაშვილი პოპულარულია თურქულ ლიტერატურულ წრეებში, მას უამრავი თარგმანი ეკუთვნის.

გუშინ თურქულმა ლიტერატურულმა გამოცემამ ეთერ სადაღაშვილზე სტატია დაწერა, პირველ შთაბეჭდილებებს პოეტი, „მედიაცენტრ მთავარს“ უზიარებს:

„კარგი ამბებით დაიწყო ეს წელი ჩემთვის. სამი სიახლე მაქვს, სიხარულის დღეები მიდგას. რომელი მეტად მნიშვნელოვანია, ვერც გამოვყოფ. სულ ბოლო და ყველაზე სასიხარულო, თურქეთის რესპუბლიკიდან სწორედ გუშინ მივიღე და პირველად თქვენთან ვიტყვი. თურქეთში გამომავალ ლიტერატურულ ჟურნალ ,,სინჯან ისტასიონში ” დავიბეჭდე. ეს იყო სრულიად მოულოდნელი სიურპრიზი, ჟურნალის გამომცემელისგან, თურქეთის ლიტერატურულ წრეებში ცნობილი და დაფასებული ადამიანის, ბატონ აბდულქადირ ბუდაქისგან.

რომელის შემოქმედებასთან შეხებამ, პანდემიის პერიოდში მომიწია. მისი ლექსები, თურქულიდან ქართულად , ვთარგმნე თურქული პოეზიის ანთოლოგიისთვის, რომელიც საუკეთესო გუნდმა შექმნა, აწ გარდაცვლილი ბატონი ალექსანდრე ელერდაშვილის ხელმძღვანელობით.“, – ამბობს სადაღაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“

თურქული ჟურნალი გაყიდვაში დღეს გამოვა, პოეტმა ჯერ მხოლოდ გარეკანი ნახა,მისთვის საამაყოა, ცნობილი თურქი მწერლების გვერდით, გამოჩენა, როგორც პოეტი ამბობს, თურქეთში გვყავს საქართველოსგან დასაფასებელი ავტორი და მთარგმნელი , ჰასან ჩელიქი, რომელიც ქართველ ავტორებს თარგმნის:

„მისი საუცხოო თარგმანებით გაიცნო თურქეთმა გალაკტიონიც. ბევრი თანამედროვე ავტორიც. სწორედ ბატონი ჰასანის მიერ თარგმნილი ჩემი ლექსები დაიბეჭდა ამ ჟურნალში. აქვე ვიტყვი, რომ დიდი სურვილი მაქვს, ქართული მხარის მხრიდან, ბატონ ჰასან ჩელიქს ღირსეულად დაუფასდეს ქართველი ერის წინაშე გაწეული ეს უდიდესი ღვაწლი, ქართველი მწერლების წარმოჩენა და ქართული ლიტერატურის თურქი მკითხველისთვის გაცნობისთვის გაწეული უდიდესი შრომა.,“ – ამბობს მთარგმნელი,

სულ ახლახანს საქართველოს მწერალთა კავშირმა , შიდა ქართლის კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის, ეთერ სადაღაშვილს, გიორგი შატბერაშვილის პრემია მიანიჭა, მესამე და ჯერ საზოგადოებისთვის უცნობი ამბავი ისაა, რომ ,,საზოგადოება საზანოელის” ფინანსური დახმარებით და ეთერ სადაღაშვილის რედაქტორობით, ლევან გორვანელის რედაქციით, გამოვიდა პოეტის საბავშვო ლექსების და მოთხრობების კრებული: ,,აჩი და მზე”.

„წიგნის პრეზენტაცია ჩემი ჯანმრთელობის გამო გადაიდო და იმედი მაქვს მარტში გაიმართება თბილისში. ასე რომ, ჯანმრთელობის პრობლემების გამო რთულად გადატანილ ზამთარში, გაზაფხულის სურნელი ასე ლამაზად და ერთბაშად შემოიჭრა ჩემთან და ნაცრისფერი დღეები გამიფერადა. რთულ დროში ვცხოვრობთ, ხელოვანისთვის განსაკუთრებით რთულია ნეგატივით გაჟღენთილ სამყაროსთან ადაპტირება. ამიტომ მარტოობას ვირჩევ და ვცხოვრობ სოფელში. სოფელშიც არა. სოფლის განაპირას მდგარ ასწლოვან სახლში, მუზეუმ- ნაკრძალ უფლისციხესთან, სადაც ვწერ, ვთარგმნი, ვხატავ, ვფიქრობ, ვდარდობ… მიხარია და მთელი ზაფხული ვიღებ სტუმრებს“ – განუცხადა პოეტმა „მედიაცენტრ მთავარს“

პოეტს გეგმები აქვს,  მისი სურვილია წელს გამოსცეს თურქული პოეზიის თარგმანები, სადაც შევა ყველა ავტორი, ვინც დღემდე თარგმნა,, დაწყებული მეცხრამეტე საუკუნის თურქი პოეტებიდან, მეოცე საუკუნის კლასიკოსები და თანამედროვე პოეტები, სადაღაშვილს იმედი აქვს, რომ  ამ პროექტს თურქული მხარე დააფინანსებს,

 

მსგავსი თემები