რუსი ოპოზიცონერის სიკვდილის შესახებ ინფორმაციისთვის 100 000 ევროიან ჯილდოს აწესებენ

 

ნავალნის თანამებრძოლები რუსი ოპოზიცონერის სიკვდილის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად 100 000 ევროს ოდენობით ჯილდოს აწესებენ. ინფორმაციას გარდაცვლილი ოპოზიციონერის თანაპარტიელი ივან ჟდანოვი “ტელეგრამ” არხზე ავრცელებს.

შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში16 თებერვალს, ციმბირის ციხეში დაიღუპა. რუსული პროპაგანდისტული მედია სიკვდილის მიზეზად თრომბს ასახელებს, მსოფლიო ლიერები კი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობას პირადად ვლადიმერ პუტინს აკისრებენ.

მსგავსი თემები