,,რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ცდილობს პოლიტიკოსობას”- ირაკლი კობახიძე

,,დისკრიმინაციული კამპანია, ეთნიკური შუღლი, შოვინიზმი როდესაც ღვივდება, პირველივე დღეს და პირველივე წამებზე უნდა გამოეხმაუროს ამას სახალხო დამცველი. არავითარი განცხადება ჯერჯერობით მისგან არ გვესმის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნინო ლომჯარიაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცელი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებსა და კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც მთავრობის გადადგომის მოთხოვნის წამოყენება მოხდა.

,,წინა ქსენოფობიური კამპანია როცა აგორდა „ნაცმოძრაობის“ მიერ, მაშინ 10 დღე დასჭირდა სახალხო დამცველს, ჩვენი მოწოდებების მიუხედავად, ვიდრე გააკეთებდა განცხადებას ქსენოფობიასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ეს არის სახალხო დამცველის პირდაპირი მოვალეობა. როდესაც ღვივდება დისკრიმინაციული კამპანია, ეთნიკური შუღლი, შოვინიზმი, პირველივე დღეს და პირველივე წამებზე უნდა გამოეხმაუროს ამას სახალხო დამცველი, 10 დღე დასჭირდა მაშინ, მარტში, ვიდრე გამოეხმაურებოდა ამ განცხადებას და ახლა არავითარი განცხადება ჯერჯერობით მისგან არ გვესმის.

ეს ადამიანი არის პირდაპირ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, მეტიც, როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ის იყო პირდაპირ ჩართული კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც მოხდა, მაგალითად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნის წამოყენება, ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნა. ის ცდილობს პოლიტიკოსობას, რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ცდილობს. საბოლოო ჯამში, თუ არ ვცდები, 7 დეკემბერს გასდის ვადა და საბოლოოდ შეიძენს იმ სტატუსს, რომელიც არაფორმალურად დღესაც აქვს, ცდილობს, იყოს პოლიტიკოსი. საბოლოოდ, დეკემბერში გახდება ალბათ პოლიტიკოსი“, – აღნიშნა კობახიძემ.

მსგავსი თემები