,,ქვეყანაში, სადაც 300 000-ზე მეტი დევნილია, ათასობით დაღუპული, რატომ უკვირთ პოლიტიკოსებს ნეგატიური განწყობები რუსების მიმართ” – ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველოში რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ქსენოფობიური კამპანია მიმდინარეობს.

ლომჯარიას თქმით, გასაკვირია, რატომ უკვირთს მმართველ გუნდში, რომ  ქვეყანა სადაც 300 000-ზე მეტი დევნილია, რუსეთთან ბრძოლას ათასობით ადამიანი შეეწირა, მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შეიძლება იბრძონდნე საქართველოს წინააღმდეგ.

,,ამ წუთას მე არ მაქვს ასეთი მტკიცებულებები ნამდვილად და ვერ დავადასტურებ, ჩვენ არ მოგვრიდებია არასდროს არცერთ არაპოპულარულ თემაზე მსგავსი განცხადებების გაკეთება. მე არ მაქვს ნამდვილად ინფორმაცია, რომ ქსენოფობია არის. თუმცა კიდევ ერთხელ, 8 აგვისტო მოდის, ჩემთვის გასაკვირია, რატომ უკვირთ ამ ქვეყანაში, რომ იქ სადაც 300 000-ზე მეტი დევნილია, ათასობით ადამიანი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების შედეგად ბოლო ათწლეულების განმავლობაში, და როდესაც დღეს რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა, თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს უკრაინაში, ცოტა არ იყოს და მიკვირს რატომ უკვირთ პოლიტიკოსებს, მომმართველი პარტიიდან, რომ შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შეიძლება იბრძოდნენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ, ან მომავალში, როდესაც მათ სახელმწიფო ან მათი ხელისუფლება დაუძახებთ, იბრძოლონ ამ ქვეყნის წინააღმდეგ, ამიტომ ეს ძალიან ბუნებრივია, რომ შეიძლება სიყვარული არ გამოხატონ მოქალაქეებმა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ უნდა გადაიზარდოს არცერთ შემთხვევაში უკანონო ფორმებში”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

მსგავსი თემები