,,ჩვენ სახალხო დამცველი არ გვყავს, ეს არის „ნაცების“ სახალხოდ დამცველი”- მამუკა მდინარაძე

,,სამწუხაროდ, ჩვენ სახალხო დამცველი არ გვყავს, ეს არის „ნაცების“ სახალხოდ დამცველი,”- ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქსენოფობიურ კამპანიას აწარმოებს.

„ეს არის ადამიანი, რომელიც ქსენოფობიურ კამპანიას აწარმოებს. ამ ადამიანის მოწოდებები ერთია და მეორე ის, რომ ჩვენ 90 ხმა გვჭირდება, დამოუკიდებლად 80 დეპუტატი ამ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ და ბუნებრივია, კონსენსუსი გვჭირდება ოპოზიციასთან, რათა სახალხო დამცველი ავირჩიოთ. ამ არჩევას იმედია, კომპრომისის გზით, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მივაღწევთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები