თეთრ სახლში ჩინეთის ელჩი დაიბარეს

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო შექმნილი დაძაბულობის საპასუხოდ, ჩინეთის ელჩი  თეთრ სახლში დაიბარეს.

თეთრი სახლის ადმინისტრაციის სპიკერმა, ჯონ კირბის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება, ჩინეთის  პროვოკაციული ქმედებებისთვის დემარშის გამოცხადებას უკავშირდება.

,,გასულ ღამეს, ჩინეთის ქმედებების შედეგად, ელჩი თეთრ სახლში დავიბარეთ, რომ გამოგვეცხადებინა დემარში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პროვოკაციული ქმედებების გამო. ჩვენ ვგმობთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ქმედებებს, რომლებიც უპასუხისმგებლოა და ეწინააღმდეგება ჩვენს გრძელვადიან მიზანს – შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა ტაივანის სრუტეზე”,- განაცხადა ჯონ კირბიმ.

მსგავსი თემები