„როგორ აჟრიალებთ ვიღაცებს რუსულ ენაზე“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდმარე ირაკლი კობახიძის განცხადებით „რუსოფობია“ რაც დღეს ქვეყანაშ ხდება ორმაგი სტანდარტია და უკვირს არახამიას რუსულზე რატომ არ „გააჟრიალა“ ზოგიერთებს.

„რუსოფობია არის ქსენოფობიის ერთ-ერთი მიმართულება. დღეს, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დამისვა კითხვა რუსულ ენასთან დაკავშირებით. როგორ აჟრიალებთ ვიღაცებს რუსულ ენაზე. შეგახსენებთ, რომ 20 ათასი კაცი იყო შეკრებილი პარლამენტის წინ, როდესაც მათ დავით არახამიამ მიმართა რუსულ ენაზე და არავის გააჟრიალა. რატომ არ გააჟრიალა არავის? ეს არის ორმაგი სტანდარტი. ხელოვნურად ხდება პრობლემების წარმოქმნის მცდელობა. ქსენოფობია და შოვინიზმი თითიდან გამოწოვილია“,- აღნიშნა კობახიძემ მედიასთან.

მსგავსი თემები