,,სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიხილავენ პოლიტიკოსები, ექიმებს საერთოდ არ ეძლევათ აზრის გამოხატვის საშუალება”- დავით სერგეენკო

პარლამენტის ვიცე-სპიკერის  დავით სერგეენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიხილავენ პოლიტიკოსები, იყოს თუ არა სააკაშვილი პოლიტიკაში – ადვოკატები, ექიმებს კი საერთოდ არ ეძლევათ თავის აზრის გამოხატვის საშუალება.

„ამ საკითხზე ყოველთვის მაკვირვებდა და ახლაც მაკვირვებს პროფესიული აქტივობების აღრევა. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიხილავენ პოლიტიკოსები, პოლიტიკურ საკითხებს, იყოს თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში, განიხილავენ ადვოკატები და ექიმებს საერთოდ არ ეძლევათ თავის აზრის გამოხატვის საშუალება. ვიდრე ეს პარიტეტი გაგრძელდება, ამ საკითხში უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა იქნება“, – განცხადა დავუთ სერგეენკომ.

მსგავსი თემები