,,უკრაინას სჭირდება იარაღი, ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა გავათავისუფლოთ ადამიანები“- მიხაილო პოდოლიაკი

,,უკრაინას სჭირდება იარაღი, ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა გავათავისუფლოთ ადამიანები“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, საოკუპაციო ძალები უკრაინის სამხრელ ნაწილში დარჩენილ მოსახლეობას, ტოტალურად აკონტორებს და აწამებს.

„როგორ გამოიყურება უკრაინის სამხრეთი ნაწილის რუსული ოკუპაცია? საფილტრაციო ბანაკები, მასობრივი დაკავებები და წამება, საკვების შეზღუდული გაცემა, ტოტალური კონტროლი, არავითარი უფლებები და თავისუფლებები. ომის გაყინვა ნიშნავს ახალი კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მიღებას მილიონობით მძევლით. უკრაინას სჭირდება იარაღი, ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა გავათავისუფლოთ ადამიანები“, – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.

მსგავსი თემები