დაჭრილი ექიმის მდგომარეობა მძიმეა

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის გენერალური დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გიორგი გალდავას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

როგორც ექიმმა  გიორგი ნიკოლიშვილმა მედიასთან განაცხადა, მას ჭრილობე ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

„დაზიანებულია მარჯვენა მხრის ძვალი. ასევე, კიდევ ერთი შემავალი ჭრილობა იყო, არის ღვიძლის შემხები დაზიანება. პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაციული ჩარევები. განხორციელდა ასევე ტრავმატოლოგიის მიერ ქირურგიული ჩარევა. ამოღებულია ლითონის უცხო სხეული. ოპერაცია სრულყოფილად ჩატარდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური“, – განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ გალდავა საკუთარმა კოლეგამ კლინიკაში დაჭრა.

სროლა კლინიკაში – ექიმმა ექიმი დაჭრა

 

მსგავსი თემები