სროლა კლინიკაში – ექიმმა ექიმი დაჭრა

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში ცეცხლსასროლი იარაღით დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ექიმი, რომელიც ამავე კლინიკის ექიმმა დაჭრა. დაჭრილ ექიმს ოპერაციას უტარებენ.

დაჭრილი ექიმი კლინიკის ხელმძღვანელი გიორგი გალდავაა. დაპირისპირების მიზეზი კი შელაპარაკება გახდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდიანრეობს,  რაც მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები