,,სავიზო რეჟიმის შემოღების მოთხოვნის უკან საქართველოს ომში ჩართვის მიზანი დგას”- ირაკლი კობახიძე

,,ვიზების შემოღების მოთხოვნის უკან დგას ერთადერთი მიზანი, ეს მიზანი არის რამენაირად ჩართონ საქართველო სამხედრო კონფლიქტში,”- ამის შესახებ ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძის თქმით, საქართველოში , რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ქსენოფობიური კამპანია მიმდინარეობს. ,,ვიზების შემოღების მოთხოვნის უკან დგას ერთადერთი მიზანი, ეს მიზანი არის რამენაირად ჩართონ საქართველო სამხედრო კონფლიქტში, ქსენოფობიური კამპანია მთლიანად ამ მიზანს ემსახურება, პირდაპირ გზით მათ ვერ მოახერხეს ამის უზრუნველყოფა, ახლა ცდილობენ ირიბი გზით გააღვივონ აგრესია საზოგადოებაში და საბოლოო ჯამში ამით მიიყვანონ ქვეყანა ომამდე, რასაც ჩვენ ბუნებრივია არ დავუშვებთ”,- აღნიშნავს ,,ქართული…

მეტი...

,,მოვუწოდებთ ყველას, გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკიმინაციულ კამპანიას, რომლის მიზანი საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა”- ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების მიმართ, მიმდინარეობს ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანია. მისი თქმით,  აღნიშნული კამპანია ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია. ,,თუკი რამეა ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი, ეს სწორედ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიაა, შეგახსენებთ, რომ ამ კამპანიის შედეგად მარტში მძიმე ინციდენტი დაფიქსრიდა, როდესაც საქართველოში 3 წლის წინ ჩამოსულ რუსი ეროვნების ახალგაზრდა ქალს, თბილისის ცენტრში ქვა ესროლეს. ქსენოფობიური კამპანიის ავტორებსა და გამავრცელებლებს ჭეშმარიტ ქართულ და ევროპულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვთ, ქსენოფობია და შოვინიზმი არასდროს ყოფილა და არც არასდროს იქნება ქართული კულტურის ნაწილი. მოვუწოდებთ ყველას, გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკიმინაციულ…

მეტი...

,,რუსეთი არ უქმნის საფრთხეს მსოფლიო წესრიგს, ნატო-სგან განსხვავებით”- დიმიტრი პესკოვი

,,რუსეთი არ უქმნის საფრთხეს მსოფლიო წესრიგს, ნატო-სგან განსხვავებით, რომელმაც დაგეგმა და განახორციელა 2014 წელს ხელისუფლების ცვლა უკრაინაში და მოახდინა მოსკოვის პროვოცირება საკუთარი საზღვრების რუსეთის საზღვრებთან მოახლოებით,” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის თქმით, მსოფლიო წესრიგისთვის საფრთხეს არა რუსეთი, არამედ ,,ნატო” წარმოადგენს. „ნამდვილი საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის ჩვენს კონტინენტზე, ევროპაში – ეს ალბათ, ის გადატრიალებაა, რომელიც უკრაინაში 2014 წელს მოხდა და რომელსაც რეჟისორობა ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა გაუწიეს, მიუხედავად გარანტიებისა, რომლებსაც იძლეოდნენ რიგი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. აქედან ჩნდება საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

მეტი...

სომხეთის მოქალაქე საქართველოდან საბაჟო კონტროლისაგან მალულად 871,53 გრამი ოქროს ჯართის გატანას ცდილობდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის ჯართის საბაჟო წესების დარღვევით გატანის ფაქტი გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის“-ს გავლით, შეეცადა საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში, საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადაეტანა 133 351,74 ლარის საბაჟო ღირებულების 871,53 გრამი ოქროს ჯართი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

მეტი...

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში დაახლოებით 41 650 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში დაახლოებით 41 650 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. უწყების ცნობით, რუსი ოკუპანტების სამხედრო  დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 41 650; ტანკი – 1 792; ჯავშანტექნიკა – 4 032; საარტილერიო სისტემა – 950; სარაკეტო სისტემა – 260; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 123;  თვითმფრინავები – 223; ვერტმფრენი – 191; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 742; საკრუიზო რაკეტები – 182; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 964; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 83. აღნიშნული მონაცემები  24 თებერვლიდან 5 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.

მეტი...

კალიების საწინააღმდეგოდ, აღმოსავლეთ საქართველოში 80 ათასი ჰექტარი ფართობი უკვე დამუშავებულია

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კალიების საწინააღმდეგოდ, აღმოსავლეთ საქართველოში 80 ათასი ჰექტარი ფართობი უკვე დამუშავებულია. მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში კალიებთან ბრძოლის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, იტალიური და მაროკოული კალიების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა აღინიშნება, რაც საფრთხეს უქმნის ამ ტერიტორიაზე არსებულ მრავალწლოვან და ერთწლოვან სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. „სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები, სპეციალიზებული ტექნიკითა და პრეპარატებით ინტენსიურად ამუშავებენ ფართობებს. ფერმერების განცხადებით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რაოდენობა შემცირდა, რაც ხელს უწყობს ნათესების გადარჩენას. აღმოსავლეთ საქართველოში, კალიების საწინააღმდეგოდ 80 ათასი ჰექტარი ფართობი უკვე…

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ნიკოპოლში 40 რეაქტიული ჭურვი ჩამოაგდეს

გასული  დღე-ღამის განმავლობაში რუსმა ჯარისკაცებმა იერიში მიიტანეს ავდეევკისა და ბახმუტის მიმართულებიდან.  უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები ცეცხლს უხსნიან სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში. დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ცნობით, რუსი ოკუპანტების სამიზნე ორი რაიონი იყო. ,,რუსულმა არმიამ ცეცხლი გახსნა ორი რაიონის მიმართულებით – ნიკოპოლის და კრივორიზკის. სხვადასხვა იარაღიდან ისროდნენ. მტერმა ნიკოპოლს “გრადის” ტიპის სარაკეტო სისტემიდან ორჯერ დაარტყა. ქალაქში 40 რაკეტა ჩამოვარდა. დაზიანდა 10-მდე კერძო სახლი და კომერციული შენობა, გაჩნდა ხანძარი. ადგილობრივ საწარმოში განადგურდა ავტობუსი და რამდენიმე ავტომობილი”, – განაცხადა რეზნიჩენკომ. უკრაინელი სამხედროების ცნობით, ბოლო დღე-ღამეში უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში – ავტომობილი ბებიას და შვილიშვილს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში – მსუბუქი ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ბებია და შვილიშვილი გზაზე გადადიოდნენ, რა დროსაც, მანქანა დაეჯახათ. შემთხვევის შედეგად, ბებია ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო  მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით,  მოზარდის მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში 359 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში 359 ბავშვი ემსხვერპლა, 700-ზე მეტი კი დაშავდა. პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 371, ხარკოვის ოლქში – 195, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 61, ნიკოლაევის ოლქში – 57, ხერსონის ოლქში – 54, ზაპოროჟიეს ოლქში – 40. რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 221 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 230 სრულად განადგურდა.  

მეტი...

მარიუპოლში მწვავე ნაწლავური ინფექცია ვრცელდება

მარიუპოლის მერის მრჩეველის, პეტრ ანდრიუშენკოს ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში მწვავე ნაწლავური ინფექცია გავრცელდა, დაავადებულთა ნახევარი ბავშვია. ,,გასულ კვირას გამოკვლეული 23 შემთხვევიდან  მწვავე ნაწლავური ინფექციის პირველი ოფიციალურად დადასტურებული 17 შემთხვევაა. დაავადებულთა ნახევარი ბავშვია. დამპყრობლები კი გავრცელების მიზეზად საკვების მიუთითებენ, ”  – განაცხადა მერის მრჩეველმა. ცნობისთვის, ქალაქის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აქვს.  

მეტი...

„აგრესია ჩვენს წინააღმდეგ არის არაპროვოცირებული და უბრალოდ ტერორისტული”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელესბ, სადაც  საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიშს აკრიტიკებს. ზელენსკის განცხადებით, ორგანიზაცია ტერორისტი სახელმწიფოს ამნისტირებას და პასუხისმგებლობის აგრესორის ნაცვლად, მსხვერპლზე დაკისრებას ცდილობს. „სამწუხაროდ, დღეს ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალი“ შეეცადა ტერორისტი სახელმწიფოს ამნისტირებას და პასუხისმგებლობის აგრესორის ნაცვლად, მსხვერპლზე დაკისრებას. ყველა, ვინც ცდილობს რუსეთის ამნესტირებას და ქმნის ასეთ საინფორმაციო კონტექსტს, რომ ტერორისტების ზოგიერთი დარტყმები თითქოსდა გამართლებულია ან თითქოსდა გასაგებია, არ შეიძლება, არ ხვდებოდეს, რომ ტერორისტებს ეხმარება“, – აღნიშნავს ზელენსკი. მისივე თქმით, აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და უბრალოდ ტერორისტულია. „აგრესია ჩვენს წინააღმდეგ არის არაპროვოცირებული და უბრალოდ ტერორისტული და…

მეტი...

აშშ-ში ,,მაიმუნის ყვავილის” გავრცელების გამო საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

აშშ-ში ,,მაიმუნის ყვავილის” გავრცელების გამო საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ჯანდაცვის მდივნის განცხადებით,აღნიშნული გადაწყვეტილება დაავადებასთან ბრძოლისთვის ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსების გამოყოფას შეუწყობს ხელს. ცნობისთვის, ,,მაიმუნის ყვავილის” გავრცელებს გამო საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც.

მეტი...

,,ნებისმიერი ომი მოლაპარაკებებით მთავრდება, თუმცა გზა ამ დიალოგისკენ არის გრძელი და ძალიან სისხლიანი“- ვოლოდიმირ ზელენსკი

„ჩვენ ამ ომს მოვიგებთ. ნებისმიერი ომი მოლაპარაკებებით მთავრდება. თუმცა,  უნდა გავაცნობიეროთ, რომ გზა ამ დიალოგისკენ არის გრძელი და სამწუხაროდ, ძალიან სისხლიანი“,– ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხდა. მისივე თქმით, ომის დაწყებამდე  რუსეთისგან მომავალი საფრთხის შესახებ რამდენიმე  სახელმწიფოს ლიდერს მიმართა, რათა ომის პრევენცია მომხდარიყო. „მე ბევრი რამისთვის ვიყავი მზად. მე პუტინს ვურეკავდი. დავურეკე რამდენჯერმე. რუსები მუდამ პოულობდნენ მიზეზს, რომ ეს დიალოგი არ შემდგარიყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც ისინი 24 თებერვალს ჩვენს მიწაზე მოვიდნენ ჩვენს მოსაკლავად, აწამებდნენ ადამიანებს… ამის შემდეგ რა უნდა გამეკეთებინა?! ისევ დამერეკა?!“, – განაცხადა ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ პუტინი ტერორისტია,…

მეტი...