,,ეროვნული ნიშნით ადამიანის განსხვავება და თავდასხმების მოწოდება სიბნელეა და ქსენოფობია”- მამუკა მდინარაძე

ფრაქცია ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ  სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქსენოფობიურ კამპანიას ამართელს და  პრაქტიკულად მასში არის ჩართული. მისივე თქმით, ეროვნული ეთნიკური ნიშნით ადამიანის განსხვავება და თავდასხმების მოწოდება სიბნელე  და ქსენოფობია.

„სამწუხაროა, რომ ქვეყნის, საქართველოს სახალხო დამცველი ქსენოფობიურ კამპანიას ამართლებს, მასში ერთვება. წარმოიდგინეთ, სახალხო დამცველი ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში. ვერ გავიგე საიდან მოიტანა სიტყვა „სიყვარული“? ალბათ, სპეკულაციისთვის სჭირდებოდა. ან სიყვარული ვინ სთხოვა, ან სიყვარულის დადასტურება ვინ თხოვა, რა სიგიჟეა? საუბარია იმაზე, რომ რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, რასაც არ უნდა აკეთებდეს მისი ქვეყანა და ხელისუფლება ეროვნული ეთნიკური ნიშნით ადამიანის განსხვავება და თავდასხმების მოწოდება სიბნელეა და ქსენოფობია.

ამასთან, როდესაც ვიღაც პროვოკატორი, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის წარმომადგენელია პროვოკაციაზე მიდის კონკრეტულ კვების ობიექტს დაბალ ქულას უწერს, უნდა მივხვდეთ რომ ის პროვოკატორია. ნაციონალიზმს და ეროვნულობას კი არ აქვს მნიშვნელობა, ვიღაც პროვოკატორია, რომელიც მედლის მეორე მხარეა“,- განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები