უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტზე შეთანხმება შედგა

რუსეთმა, უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ უკრანული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.

შეთანხმება მილიონობით ტონა უკრაინულ მარცვლეულს ეხება, რომელიც რუსეთის გამო შავი ზღვის ნავსადგურებშია ჩარჩენილი და რუსეთი გატანის უფლებას არ იძლევა.

როგორც თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ოთხმხრივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების შედეგად, მარშრუტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე შეთანხმება მოხდა.

ნავსადგურის კონტროლში კი ოთხივე მხარე მიიღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში რუსეთი და უკრაინა ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია. უკრაინაში ომის გამო კი მსოფლიოში მარცვლეულზე დეფიციტი შეიქმნა და შიმშილის საფრთხეც კი დადგა.

მსგავსი თემები