,,საქართველოზე მთავარი ფოკუსი კვლავ რეფორმებზეა, რათა დავეხმაროთ ნატო-ს წევრობისკენ სვლაში”- იენს სტოლტენბერგი

როგორც, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ  საქართველოზე მთავარი ფოკუსი კვლავ რეფორმებზეა, რათა დაეხმარონ მათ ნატო-ს წევრობისკენ სვლაში.

მისივე თქმით,  ახალ წევრთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება მოითხოვს ნატო-ს ყველა წევრის თანხმობას.

,,არის სამი ქვეყანა, რომელიც ნატო-ს წევრობისკენ ისწრაფვის, ესაა უკრაინა, საქართველო და ბოსნია-ჰერცოგოვინა. საქართველოზე მთავარი ფოკუსი კვლავ რეფორმებზეა, რათა დავეხმაროთ ნატო-ს წევრობისკენ სვლაში. ჩვენს შესახებ იცით, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ახალ წევრთან დაკავშირებით მოითხოვს ერთიან მხარდაჭერას. ყველა წევრის თანხმობაა საჭირო და ჩვენ არ გვაქვს შეთანხმება ნატო-ში, რომ ახლა გადავდგათ მომდევნო ნაბიჯი და გვქონდეს სამოქმედო გეგმა. ფოკუსირება განახორციელეთ რეფორმებზე და იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც ჩვენ შევძლებთ ერთი ნაბიჯით წინ წასვლას”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები