,,ევროკავშირმა მეტი უნდა დახარჯოს თავდაცვაზე”- ჯოზეფ ბორელი

,,ჩვენ გვჭირდება უფრო მეტად დისლოცირებადი და თავსებადი ძალები, რომლებიც მზად არიან მოაგვარონ საფრთხეებისა და რისკების სრული სპექტრი. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მეტი უნდა დახარჯონ თავდაცვაზე,”- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა ევროკომისარმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპა ახლა უფრო მეტი იარაღს უნდა იძენდეს.

„ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ საერთო ჯამში დაახლოებით 200 მილიარდი ევროთი, მისასალმებელია. თუმცა, თუ არ გაიზრდება წილი, რომელიც ერთობლივ შემუშავებასა და შესყიდვაზე იხარჯება, არსებობს რისკი, რომ ამ დამატებითი ინვესტიციების დიდი ნაწილი დაიკარგება“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მსგავსი თემები