ანტონიო გუტერეში თურქეთში მიღწეული ოთხმხრივი შეხვედრით კმაყოფილია

თურქეთში, უკრაინული ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებით გაეროს გენერალური მდივანი კმაყოფილია. როგორც ანტონიო გუტერეში აცხადებს, ეს არის სხივი, რომელიც ჩაბნელებულ მსოფლიოში გამოჩნდა.

„იმედის სხივი კრიზისებით ჩაბნელებულ მსოფლიოში. სტამბულში ჩვენ ვნახეთ დიდი წინგადადგმული ნაბიჯი შავი ზღვის გავლით უკრაინული სასურსათო პროდუქტის ექსპორტის უზრუნველსაყოფად. მივესალმები ყველას ერთგულებას, ვინც მუშაობს ჩვენი საერთო კაცობრიობისთვის შეთანხმების მიღწევაზე“, – აცხადებს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში შეკრებილი მხარეები შეთანხმდნენ, რომ ტონობით ხორბალს, რომელიც რუსეთს ნავსადგურებში აქვს ბლოკირებული, ნავსადგურებიდან გამოიტანენ.

უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტზე შეთანხმება შედგა

მსგავსი თემები