,,ვინმე თუ ფიქრობს, ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესებით შეაშინებს და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობს, არავის არაფერი გამოუვა”- კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვინმე თუ ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესებით შეაშინებს და პოლიტიკაში დააბრუნებს, არაფერი გამოუვათ. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ქვეყნისა და ხელისუფლების წინააღმდეგ ვერავინ განაწყობს. „რამდენიმე დღის წინ ვისაუბრე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, მის შინაარსზე და რა თქმა უნდა, სამარცხვინოა თითოეული ტექსტის თითოეული სიტყვა, რომ გვეუბნებიან, თითქოს ადამიანი, რომელიც უამრავ საქველმოქმედო საქმეს აკეთებს, უამრავ კეთილ საქმეს აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, ეკლესიების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, ნატო-ს სტანდარტის ბაზების მშენებლობა, უამრავი ადამიანის დახმარება, ხელშეწყობა, ცენტრალური პარკის მშენებლობა, არ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო, უნივერსიტეტის მშენებლობა და ის დამოკიდებულება, რაც…

მეტი...

,,ორბიტის შეცვლის უფლებას არ მოგცემთ ქართველი ხალხი”- რომან გოცირიძე

ღარიბაშვილის განცხადება, რომ ფარდას ახდის რაღაცას, არის შანტაჟი და მუქარა, რომ ქვეყანას წაიყვანენ რუსეთის მიმართულებით,”- ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. გოცირიძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები მუქარის შემცვლელია და შანტაჟის ენით საუბარი ევროპასთან, ამერიკასთან და ქართველ ხალხთან არ შეიძლება. ,,აგონიაში არიან, მთელი ძალისხმევა ბიძინა ივანიშვილის დასაცავად არის მიმართული, მათი ყველა განცხადება ანტისახელმწიფოებრივია, ღარიბაშვილის განცხადება, რომ ფარდას ახდის რაღაცას, არის შანტაჟი, ეს არის მუქარა, რომ ქვეყანას წაიყვანენ რუსეთის მიმართულებით, ნურას უკაცრავად, ორბიტის შეცვლის უფლებას არ მოგცემთ ქართველი ხალხი. ამ შანტაჟის ენით ეს ჭია- ღუები სხვანაირად ვერ ვიტყვი, ეს პაიკები…

მეტი...

„ოპონენტებისგან კარგს არაფერს ველოდებით, ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველომ სტატუსი არ მიიღოს”- კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით,  ევროკავშირის გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ქვეყანა ევროინტეგრაციის გზიდან არ გადაუხვევს. „ოპონენტებისგან კარგს არაფერს ველოდებით. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ ეს სტატუსი არ მიიღოს. მოლოდინებს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ საქართველომ, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში, ყველაფერი გააკეთა, იმისთვის, რომ ეს სტატუსი მიიღოს. თუ სტატუსს არ მოგვცემენ, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ევროინტეგრაციისკენ გზას, რათა მოვხვდეთ იმ დიდ ოჯახში, რომელსაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. მგონია, რომ გადაწყვეტილება დადებითი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ. კახა კალაძის შეფასებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია შეურაცხყოფას აყენებს ქართველს ხალხს. „როდესაც ისმის შეურაცხმყოფელი განცხადებები,…

მეტი...

,,რამდენად დიდი საფასურის გადახდისთვის არიან უკრაინელები მზად მშვიდობისთვის”- იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია, თუმცა საკითხავია, რამდენად დიდი საფასურის გადახდისთვის არიან მზად უკრაინელები მშვიდობისთვის. მისი შეფასებით, უკრაინელებისთვის მიუღებელია მშვიდობა ნებისმიერ ფასად. „მშვიდობა შესაძლებელია, მაგრამ ისმის კითხვა, როგორი მშვიდობა? თუ უკრაინა გაიყვანს საკუთარ ჯარებს და შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ უკრაინა შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი და სუვრენული სახელმწიფო ევროპაში. თუ პრეზიდენტი პუტინი შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ ჩვენ გვექნება მშვიდობა. ანუ, დილემა შემდეგია – მშვიდობა ყოველთვის შესაძლებელია, დანებებას შეუძლია მშვიდობის მოტანა, თუმცა როგორც უკვე ვიხილეთ, უკრაინელებისთვის მიუღებელია მშვიდობა ნებისმიერ ფასად. მათ უკვე გადაიხადეს დიდი საფასური დამუკიდებლობისთვის. ჩემი შესაფასებელი არ არის,…

მეტი...

,,ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდში აგორებული საქმე და ძალიან ცუდი შედეგების მომტანი”- ივერი მელაშვილი

6-თვიანი პაუზის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მსჯელობა განახლდა. ბრალდებული ივერი მელაშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია პროკურატურა ვის გამოკითხავს და როდის დასრულდება აღნიშნული პროცესი. „რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მოწმეების დაკითხვები მიმდინარეობს. ვის დაიბარებენ, ვის დაკითხავენ, ჩვენთვის წინასწარ უცნობია. რატომ ჭიანურდება პროცესები, ეს კითხვა მეც მაქვს, შეიძლება რაღაცას ვფიქრობდე, მაგრამ არ მინდა წინ გავუსწრო რაღაც მოვლენებს. ფაქტი ისაა, რომ ჭიანურდება ძალიან. მოწმეების რაოდენობა ბევრია, როდის მორჩება ეს დაკითხვები, არ ვიცი. საკითხის ანალიზი იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ საერთოდ ამ საქმის წამოწყება იყო თუ არა გამართლებული. ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდში აგორებული საქმე…

მეტი...

,,მალე ექნება დასასრული, რადგან მას ვადა გაუვა”- გურამ მაჭარაშვილი ნინო ლომჯარიაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ოპოზიციის დამცველად გადაიქცა. მისი თქმით,  სახალხო დამცველმა თავისი აპარატი, პოლიტიკურ ორგანიზაციად გადააქცია. „სახალხო დამცველს ისტორიასთან დაკავშირებითაც სხვა შეხედულება გააჩნია. როგორც ჩანს, რადგან ისტორია ყველაფერს იმახსოვრებს, მაგრამ ამას შემდეგ საზოგადოება აფასებს, საზოგადოების მხრიდან კი მისი ფუნქციონირება საკმაოდ ნეგატიურად არის შეფასებული, არც მისი არჩევის დროს იყო პოზიტიური დამოკიდებულება, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ადამიანისთვის, ვისაც არასამთავრობო სექტორში ჰქონდა გამოცდილება, მიგვეცა შანსი, ეს გამოეყენებინა ხალხის უფლებების დასაცავად. თუმცა, სამწუხაროდ, მან ხალხი გაყო ორად, მისთვის სახალხო დამცველი ნიშნავს რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების უფლებების დამცველს. დანარჩენ საზოგადოებას…

მეტი...

,,ღარიბაშვილის განცხადებები ითარგმნება ყველა ევროპულ ენაზე და ყველა გამადიდებელი შუშით უყურებს”- გიორგი ვაშაძე

,,გუშინწინ რა მდგომარეობაც იყო, ისიც კი დაგვიმძიმა „ქართულმა ოცნებამ“. ღარიბაშვილის განცხადებები მყისიერად ითარგმნება ყველა ევროპულ ენაზე და ყველა გამადიდებელი შუშით უყურებს, რას ამბობს საქართველოს მთავრობა,” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებ, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს. „ამის საპასუხოდ ჩვენ მეილს მეილზე ვაგზავნით – ვწერთ, რომ „არ მოუსმინოთ, არ წაიკითხოთ, ღარიბაშვილი არაფერს ნიშნავს, ქართველ ხალხს უნდა“. ეს არის რეალობა, შესაბამისად, მოლოდინები რთულად პროგნოზირებადია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შანსი არ დავკარგოთ“, – აღნიშნა ვაშაძემ.

მეტი...

უკრაინელმა სამხედროებმა სევეროდონეცკში უკან დაიხიეს

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, არტილერიაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მნიშვნელოვანი უპირატესობის გამო, უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ სევეროდონეცკში უკან დაიხიეს. ,,სევეროდონეცკის მიმართულებით მტერმა, არტილერიის მხარდაჭერით, ჩაატარა თავდასხმის ოპერაციები, მიაღწია ნაწილობრივ წარმატებას, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები განდევნა ქალაქის ცენტრიდან, ბრძოლა გრძელდება”, – აცხადებენ  გენშტაბში. ამასთან, გენშტაბის ინფორმაციით, დონეცკის მიმართულებით, რუსული ჯარები ცდილობენ ალყა შემოარტყან სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში განლაგდებულ უკრაინულ ძალებს.

მეტი...

ლიეტუვა აცხადებს, რომ ამ ომში რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს

რუსეთ-უკრაინის ომი სხვა, მეზობელი თუ პარტნიორი ქვეყნებისთვისაც სერიოზულ საფრთხედ რჩება. როგორც ლიეტუველი დიპლომატი აცხადებს, უკრაინამ ტერიტორიები არ უნდა დაკარგოს. ლიეტუვის საგარეო მინისტრის, გაბრიელიუს ლანდბერგისის  შეფასებით, თუ რუსეთი არ წააგებს ომს, ეს ყველასათვის შემაშფოთებელი სცენარი იქნება. „ინფორმაცია, რომელსაც ვაწყდებით, საკმაოდ იმედგამაცრუებელია. რუსები პროგრესს აღწევენ. დიდია შესაძლებლობა იმისა, რომ რუსეთი არ დამარცხდება. თუ ისინი დიდხანს შეძლებენ ასე შენარჩუნებას, მაშინ ჩვენ გეოპოლიტიკური რეალობის ძალიან სახიფათო ეტაპზე ვიქნებით,” – აცხადებს დიპლომატი.  

მეტი...

მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც სამშენებლო კონსტრუქცია დაეცა, მძიმეა

ახალგაზრდა მამაკაცია ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნილი ხის მორი დაეცა, მძიმეა. 20 წლის მამაკაცი კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. შემთხვევა ბათუმში, კობალიძის ქუჩაზე მოხდა, როცა მამაკაცი ქუჩაში ფეხით გადაადგილდებოდა. კორპუსიდან ხის მძიმე კონქტრუქცია ჩამოვარდა, რომელიც გამვლელს თავზე დაეცა. მშენებლობას „DS გრუპი“  ახორციელებდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს.  

მეტი...

„პარლამენტიდან დაიწყეთ და დატოვეთ ყველა კომფორტული ბუდე, სადაც ჩაბუდდით“ – დავით ჭიჭინაძე

„თუ რეალურად გინდათ შედეგი,  პარლამენტიდან, საკრებულოებიდან დაიწყეთ, დატოვეთ ყველა კომფორტული ბუდე, სადაც ჩაბუდდით“ – აცხადებს პარლამენტის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე. მისი შეფასებით, ხალხი სულელი არ არის და ყველაფერს ხვდება. „სანამ კაბინეტებში სხედხართ, სხვას რა ნამუსით თხოვთ ადამიანებს ქუჩაში გამოსვლას და რადიკალურ ბრძოლას, ხალხს თვლით სულელებად?!  ან  მერამდენედ უნდა გაწბილდნენ ადამიანები? რამდენი წელია ყველა მათი თავგანწირვა  ვიღაცეების კულუარული გარიგებით სრულდება. მოკლედ, თუ მართლა გვინდა პროტესტს შედეგი მოყვეს,  სწორედ რადიკალიზაციით უნდა დავიწყოთ.  რადგან, სანამ  პოლიტიკაში მხოლოდ საკუთარი სარგებლის ძებნა და  გარიგებები არ დასრულდება, ვერც ევროპა გვიშველის და ვერც ამერიკა. სხვა შემთხვევაში, ამით…

მეტი...

“როცა არც ევროპარლამენტარებისგან ჩემი ქვეყნისათვის საზიანო სიცრუეა მისაღები და არც პრორუსული ჯგუფების „ბოგინი“ გავჩუმდე?” – დიმიტრი ხუნდაძე

„ორი დღეა გაკეთებული განცხადების გამო ჩემი ოჯახი ბულინგის მსხვერპლია, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი ქვეყნის ღირსება და მისი უსაფრთხოება უპირატესია და უალტერნატივო ჩემთვის“ – აცხადებს მმართველი გუნდის წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე. დეპუტატის თქმით,  ასეთი დამოკიდებულებაც აზრს ვერ შეაცვლევინებს და ბულინგი მისმა ოჯახმა მაშინაც გაიარა,  როდესაც „ალტ-ინფოს“ ოფისების გახსნაზე არანაკლებ მწვავე განცხადებები გააკეთა. „დღეს ევროკავშირი და მისი წევრობის კანდიდატი ქვეყნები ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე დგანან. სწორი არჩევანი იქნება ყველასათვის სასარგებლო, არასწორი – არავისთვის! მით უმეტეს ამ დროს ურთიერთპატივისცემის და თანასწორობის პრინციპი ყველამ უნდა დაიცვას და გადაწყვეტილებაც ერთობლივად, ობიექტურად, ემოციების და…

მეტი...

ათენში სპეცოპერაციისას „კანონიერი ქურდი“ და მისი დაჯგუფება დააკავეს

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. დაკავებულია ქართველთა კრიმინალური დაჯგუფება რომელიც სახლებს ძარცვავდა. ჯგუფის ლიდერი კი ე.წ. კანონიერი ქურდი აკაკი ბილანიშვილი იყო, რომელიც ასევე დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ბილანიშვილი 12 კაციან დაჯგუფებას მართავდა, რომლებიც ძვირადღირებულ სახლებს ძარცვავდნენ. ნაძარცვ ქონებას კი ქართულ რესტორანში ყიდდნენ. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ფული, ოქრო, ძვირადღირებული სხვა ნივთები და ცეცხლსასროლი იარაღებიც კი, რომელთა ნაწილი ადგილობრივ სამართალდამცველებს ეკუთვნოდა, რადგანაც, მათ პოლიციელების სახლებიც გაძარცვეს. ე.წ. კანონიერი ქურდი ბილანიშვილი ათენში დააკავეს, დაკავებულია ქართული რესტორნის მეპატრონეც და დაჯგუფების 12-ვე წევრი, რომლებიც ქართველები არიან. ამოღებული ნაძარცვი ნივთების ღირებულება ნახევარ მილიონ ევროს აღწევს.  …

მეტი...

„ამნესთი ინთერნეიშენალი“ ადასტურებს, რომ უკრაინაში რუსეთი აკრძალულ იარაღს იყენებდა

საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალის“ კვლევით დასტურდება, რომ რუსული ძალები უკრაინის ქალაქ ხარკოვზე თავდასხმას აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალებს იყენებდნენ. „უკრაინაში შეჭრის დასაწყისში, რუსულმა ძალებმა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკოვის დაბომბვა დაიწყეს, ისინი თითქმის ყოველდღიურად ბომბავდნენ საცხოვრებელ უბნებს, რის შედეგადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ბევრი თავდასხმა ფართოდ აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით განხორციელდა,“ – აცხადებენ ორგანიზაციაში. მათივე ანგარიშით, რუსული ძალების მიერ 9N210 და 9N235 კასეტური ბომბების გამოყენების მტკიცებულება არსებობს. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის დაბომბვა უმართავი რაკეტების, „გრადისა“ და „ურაგანის“ გამოყენებით ხდებოდა.

მეტი...

უკრაინის განცხადებით, დასავლეთის დახმარების გარეშე, რუსეთი ლვოვამდეც მიაღწევდა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, დასავლეთის გვერდით დგომა და დახმარება რომ არა,  საომარი მოქმედებები ლვოვშიც გაჩაღდებოდა. „დასავლეთის დახმარების გარეშე, რუსეთი დასავლეთ უკრაინამდე მიაღწევდა და უკრაინას ახლა ლვოვის დაცვა მოუწევდა“ – აცხადებს არესტოვიჩი. მისი თქმით, დასავლეთი უკრაინას გვერდით უდგა და ეს დღემდე იგრძნობა. „ახლა რომ არ დაგვეხმარონ ან აქამდე არ დაგვხმარებოდნენ, ეჭვი მაქვს, რომ ლვოვის დაცვაზე ვილაპარაკებდით. ყოველ შემთხვევაში, ზუსტად უკრაინის მარჯვენა სანაპიროზე. იმიტომ კი არა, რომ მშიშრები ვართ, უბრალოდ არაფერი გვექნებოდა თავის დასაცავად. ჩვენ ახლა ფრონტის ხაზი გვიჭირავს დასავლეთის დახმარების წყალობით“ – აცხადებს არესტოვიჩი.

მეტი...

სტუდენტები ისევ რექტორის კაბინეტს იკავებენ და მინისტრის მოსვლამდე გამოსვლას არ აპირებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტი გრძელდება. უკვე ხუთი დღეა, სტუდენტები რექტორის კაბინეტში იმყოფებიან და მის დატოვებას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ. სტუდენტები განათლების მინისტრთან შეხვედრას, რექტორის გადადგომას და ფინალური გამოცდების ელექტრონული ფორმით ჩატარებას ითხოვენ. ასევე, დიდ ქალაქებში საგამოცდო ცენტრების დამატებას, რადგანაც მათ თბილისში ბინის ქირაობის შესაძლებლობა არ აქვსთ. „რექტორის კაბინეტში მანამ ვიქნებით, სანამ განათლების მინისტრ არ მოვა აქ და არ შეგვხვდება. მან  ჩვენთა ერთად უნდა დაიწყოს  განხილვა სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობასთან დაკავშირებით. ასევე, უნივერსიტეტის პირდაპირი ბიუჯეტურ დაფინანსებასა და რექტორის არჩევის  წესში ცვლილებაზე” – აცხადებენ პროტესტში მონაწილე სტუდენტები.

მეტი...

მმართველი გუნდისთვის გაუგებარია, რა უნდა პრეზიდენტს

მმართველი გუნდისთვის დღემდე გაუგებარია, რა უნდა პრეზიდენტ ზურაბიშვილს. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს. მან არ იცის რა უნდა პრეზიდენტს. კობახიძე პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიასაც იხსენებს და ამბობს, რომ მაშინაც გაუგებარი იყო მისი ქმედებები. „ნამდვილად არ ვიცი, რა უნდა პრეზიდენტს. დაახლოებით 45 დღე გრძელდებოდა საარჩევნო პროცესი.  ამ 45 დღის განმავლობაში რა უნდოდა, როდის, რას, რატომ ამბობდა, სამწუხაროდ, ვერ გავიგეთ. თუმცა, მაინც მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. ძალიან მძიმე განცხადება მოვისმინეთ. მორალური თვალსაზრისითაც მძიმე მოსასმენი იყო განცხადება, რომელიც მან გააკეთა. აბსოლუტურად გაუგონარი რამეა, სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი დააყენა…

მეტი...

რუსეთის მორიგი იერიშის შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი ბახმუტი დაბომბეს. ავიაიერიშის შედეგად ქალაქი მთლიანად ცეცხლშია გახვეული. რამდენიმე ეპიცენტრი ერთდროულად დაბომბა, რასაც მსხვერპლიც მოყვა. დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის – პაველ კირილენკოს ინფორმაციით, სლავიანსკისა და ბახმუტის მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. რუსულმა ძალებმა ქალაქ სვეტლოდარსკში, უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის ტერიტორიასაც დაარტყეს. ლისიჩანსკში კი  ექვსი წლის ბავშვი დაიღუპა, სევეროდონეცკში  ხიდებიც კი დაანგრიეს.  

მეტი...