სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით რეგიონული ენერგეტიკული კონფერენცია გაიმართება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით 14 -15 ივნისს, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ რეგიონული ენერგეტიკული კონფერენცია – „ინვესტიციები და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზები ენერგეტიკაში“ გაიმართება.

კონფერენციას გახსნიან სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოში ევროკავშირის
წარმომადგენლობისა და ენერგეტიკული თანამეგობრობის (Energy Community) წარმომადგენლები.

კონფერენციაზე წარდგენილი იქნება რეგიონში ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან, საინვესტიციო პოლიტიკასთან, განახლებადი ენერგიების ეფექტიან რეგულირებასთან, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციასა და ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ ენერგეტიკის სექტორში დავებისა და მედიაციის პროცესის სტრატეგიული მენეჯმენტის საუკეთესო გამოცდილების შესახებ.

მსგავსი თემები