საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ყველა რეიტინგისა და შესრულებული ვალდებულებების მიხედვით საქართველო მოწინავე პოზიციებს იკავებს და იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას. მისი შეფასებით, თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ევროკავშირი ზურგს შეაქცევს ქვეყანას და ქართველ ხალხს.
,,ყველა რეიტინგისა და შესრულებული ვალდებულებების მიხედვით საქართველო ამ კონკურენციაში პირველ ადგილზეა – როცა ამ მოცემულობაში საქართველო ფანჯრის მიღმა შეიძლება დატოვო, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირმა საქართველოს მოსახლეობას ზურგი აქცია, ზურგი აქცია ჩვენს ქვეყანას და რუსეთის მუქარას დაჰყვა,”- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ზარქუას განმარტებით, ჩასაფრებული ადამიანებს მიზანი არის არეულობა, ქაოსი და მიზანმიმართული ქმედებები სახელმწიფოს წინააღმდეგ.
„ხელმოცარული, ჩასაფრებული ადამიანებს მიზანი არის არეულობა, ქაოსი და მიზანმიმართული ქმედებები სახელმწიფოს წინააღმდეგ. ერთი ფრონტი გახსნილი აქვთ კუბილიუსებთან, რისა-რაისას ჯგუფებთან, რომლებიც წლებია „ნაციონალური მოძრაობის“ ფასიანი ლობისტები არიან. მათი ინტერესია, რამენაირად საქართველო ცუდად წამოაჩინონ.
ერთი დაასახელონ, ევროკავშირის წევრობის რომელ პრეტენდენტ კანდიდატს აქვს ჩვენზე უკეთესი შეფასება, მათ შორის ევროპული სტრუქტურებიდან და რეიტინგებიდან?! – არცერთს! საქართველო ამ პოზიციებში არის მოწინავე. ამიტომ მაქვს პოზიტიური მოლოდინები – დიახ, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, რადგან ამას იმსახურებს! ამას იმსახურებს საქართველოს მოსახლეობა, ამისთვის ჩვენ ძალიან ბევრი ომი გადავიტანეთ.
პარლამენტში ხელმოცარული დიპლომატი რომ ვუწოდე, აი ესენი დადიან კარდაკარ კუბილიუსებთან, თავიანთ რასებთან, ქალბატონ გრეგოროვასთან თუ მარკარეტასთან – როცა დადიხარ და შენს ქვეყანას ამუნათებ. აქვთ ერთი ამოსავალი, როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, რასაც ვერ ეღირსებიან“,- განაცხდა ირაკლი ზარქუამ.