„როდესაც მესმის, რომ აშშ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, ეს არის 100 რუსული დეზინფორმაცია“ კელი დეგნანი

ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკა საქართველოს ერთგული მხარდამჭერია და განცხადებები, თითქოს, ცდილობს, ჩაითრიოს ომში, მხოლოდ რუსული პროპაგანდაა.

„ჩვენ მხარს ვუჭერდით საქართველოს კანდიდატურას ევროკავშირში, რადგან გვსურს, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს მის ევროპულ მისწრაფებებში. როდესაც მესმის, რომ ხალხი ამბობს, აშშ მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ ან ცდილობს ჩაითრიოს ომში, მეორე ფრონტის გახსნით, ეს არის 100 პროცენტით რუსული დეზინფორმაცია. ეს აბსოლუტურად არ არის სიმართლე. აშშ აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია ამ ომის შესაჩერებლად, ამ ბრძოლის შესაჩერებლად“ – განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან.

მისი შეფასებით, შტატებს არანაირად სურს, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში იყოს ჩათრეული.

„საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდეც აშშ იყო ქვეყანა, რომელიც დაუღალავად მუშაობდა, რომ არ დაეშვა ეს ომი. ჩვენ აბსოლუტურად არ გვსურს, ვიხილოთ საქართველოს ამ ომში ჩათრევა. ჩვენი აზრით, ის, რასაც ევროკავშირი და ნატო იცავს, არის მშვიდობა და სტაბილურობა, კეთილდღეობა, თქვენ ამის ხილვა შეგიძლიათ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. სტაბილურობა, კეთილდღეობა და მშვიდობა ევროატლანტიკური სივრცის ნაწილად ყოფნას მოყვება. ჩვენ გვსურს ეს საქართველოსთვის. ასევე ვიცით, რა სურს ქართველ ხალხს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

მსგავსი თემები