საგურამოში მდინარე ადიდდა და საკარმიდამო ნაკვეთებს მიუახლოვდა

საგურამოში მოსული უხვი ნალექის გამო, მდინარე ბიწმენდი ადიდდა. მდინარე საკარმიდამო ნაკვეთებს მიუახლოვდა და თან მიაქვს ხე-მასალა და ნაგავი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან მოსულმა ძლიერმა ნალექმა საგურამო სერიოზულად დააზიანა.

დაგროვილმა წყალმა დატბორა გზები, მანქანები,  კერძო დასახლებების გალავნები გაანგრია და სახლებში შევარდა.

მსგავსი თემები