მიხაილო პოდოლიაკი განმარტავს, რა იარაღი სჭირდება უკრაინას ომის დასასრულებლად

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი განმარტავს რა იარაღი სჭირდებათ ომის დასასრულებლად და რუსეთის გასაძევებლად უკრაინიდან. პოდოლიაკი საჭირო იარაღის ჩამონათვალს  Twitter-ზე აქვეყნებს.

,,ვიქნები პირდაპირი – ომის დასასრულებლად და უკრაინიდან რუსეთის გასაძევებლად ჩვენ გვჭირდება მძიმე იარაღის პარიტეტი:

  • 1000 ჰაუბიცა (155 მმ კალიბრის);
  • 300 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა;
  • 500 ტანკი;
  • 2000 ჯავშანმანქანა;
  • 1 000 დრონი.

15 ივნისს ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა იმართება. ველოდებით გადაწყვეტილებას”,- წერს პოდოლიაკი.

მსგავსი თემები