საქართველოში ვაქცინაციის მეოთხე დოზის გაკეთება იწყება  

დღეიდან, საქართველოში ვაქცინაციის მეოთხე დოზა დასაშვებია. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, მეოთხე დოზა მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას შეეხება.

ბრძანების თანახმად, კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე ბუსტერდოზით აცრა ჩაუტარდება:

50 წლის და უფროსი ასაკის ყველა მსურველს, განსაკუთრებული რეკომენდაცია იმუნოკომპრომეტირებული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, ხანგრძლივი მოვლის თავშესაფარში მცხოვრებ პირებს.

 

მსგავსი თემები