„პუტინის ომის მანქანაში ფული კვლავ მიედინება“ – ბრიტანეთის საგარეო მინისტრი

ბრიტანეთი რუსეთის მიმართ კიდევ უფრო მეტი სანქციების შემოღებას ითხოვს და აცხადებს, რომ შემოვლითი გზებით, პუტინის ომის მანქანაში ფული ისევ მიედინება. „ყველა შეძრულები ვართ ბუჩაში მომხდარით. ეს არის  სასაკლაო, სექსუალური დანაშაულის მკაფიოდ მტკიცებულება, უდანაშაულო მოქალაქეების სამიზნეში ამოღება, ძალიან ცხადია, რომ ადგილი ჰქონდა სამხედრო დანაშაულს. ჩვენ ვმუშაობთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, გამოვყოფთ სახსრებს რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ სასამართლოს წინაშე. მინდა ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ დიდ ბრიტანეთს აქვს მაქსიმალური მიდგომა სანქციებთან დაკავშირებით. პუტინი უნდა დამარცხდეს უკრაინაში. უნდა გამოვაცხადოთ მკაცრი სანქციების ახალი ტალღა. რეალობა არის ის, რომ ფული დასავლეთიდან კვლავ მიედინება პუტინის ომის მანქანაში…

მეტი...

„ვის გვერდით დგანან – ევროკავშირთან და უკრაინასთან თუ ფარულად პუტინის რეჟიმთან“ – ევროპარლამენტარი საქართველოზე

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი საქართველოსთან დაკავშირებით გზავნილს ავრცელებს და კითხულობს თუ ვის გვერდით დგას საქართველო. „ჩვენ გვჭირდება ძალიან მკაფიო განცხადება საქართველოს ხელისუფლებისგან იმის შესახებ თუ ვის გვერდით დგანან – ევროკავშირთან და უკრაინასთან თუ ფარულად პუტინის რეჟიმთან. ჯერ კიდევ იმედი მაქვს,  რომ ისინი ჩვენს გვერდით დგანან. იმედი მაქვს, სანქციების გვერდის ავლის შესახებ ბრალდება მცდარია“,- აღნიშნავს ევროპარლამენტარი. საუბარია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის. „სანქციების გვერდის ავლით, რუსეთის აგენტები…

მეტი...

„ეს კაცი სასტიკია“ – ჯო ბაიდენი პუტინზე

უკრაინის ქალაქ ბუჩაში ოკუპანტების მიერ ჩადენილ სისასტიკეს ამერიკის პრეზიდენტი ეხმიანება. როგორც ჯო ბაიდენი აცხადებს, ეს კაცი სასტიკია. „ის, რაც ბუჩაში მოხდა, არის აღმაშფოთებელი. ეს არის ომის დანაშაული. ეს კაცი სასტიკია. გამაკრიტიკეს იმის გამო, რომ პუტინს ომის დამნაშავე ვუწოდე. თქვენ ნახეთ, რაც მოხდა ბუჩაში… ის ომის დამნაშავეა. უნდა შევაგროვოთ ინფორმაცია. უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რომელიც მას ბრძოლის გასაგრძელებლად სჭირდება. მან პასუხი უნდა აგოს. მათ სჭირდებათ ბრძოლის გაგრძელება. მე გავაგრძელებ სანქციების დაწესებას. დეტალებს გაგაცნობთ“, – აცხადებს ჯო ბაიდენი.

მეტი...

ბავშვთა მიმართ ძალადობა საერთო საქმისწარმოების 34,5%-ია

„ქვეყანაში უცვლელად რჩება ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის, დროული გამოვლენის, შემთხვევაზე კოორდინირებული და ეფექტიანი რეაგირების გამოწვევები, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც ბავშვთა ძალადობას ეხება. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტები 35%-მდეა. „სახალხო დამცველის მიერ შესწავლილ საქმეებს შორის კვლავ ჭარბობდა ბავშვთა მიმართ ძალადობის საქმეები, რომელმაც საერთო საქმისწარმოების 34,5% შეადგინა. დისტანციური სწავლებისა და სააღმზრდელო დაწესებულებების პერიოდული დახურვის პირობებში, ზიანი მიადგა ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ამაზე მიუთითებს გაორმაგებული მიმართვიანობაც მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში, რომელიც 2020 წელს სულ 928 იყო, ხოლო, 2021 წელს, ჯამში, 1860- ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ 2021…

მეტი...

ევროკავშირი უკრაინას საგამოძიებო ჯგუფს უგზავნის

ომის სისასტიკის, ადამიანების წამებისა და ხოცვის ფაქტების დასადასტურებლად, ევროკავშირი უკრაინასთან საგამოძიებო ჯგუფს ქმნის. მათი მთავარი სამიზნე რუსეთის მიერ უკრაინაში  კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოიძიება და ფაქტების დადასტურება იქნება. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, ევროკავშირი მზადაა, უკრაინის პროკურატურასაც დაეხმაროს. „საგამოძიებო ჯგუფების გაგზავნით, ევროკავშირი მზადაა, უკრაინის პროკურატურის მხარდასაჭერად. Eurojust-ი და Europol-ი მზად არიან დასახმარებლად. მიმდინარეობს მოლაპარაკებები Eurojust-სა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს შორის, რომ  გააერთიანონ ძალები და სასამართლო იყოს ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ნაწილი. იუსტიციის კომისარს, დიდიე რეინდერსს დავავალე, უკრაინის გენერალურ პროკურორს დაუკავშირდეს. კომისია, ევროკავშირის ხელმძღვანელობით, ყველა საჭირო ტექნიკურ და ფინანსურ…

მეტი...

„ქალაქი სასაკლაო“ უკრაინის პრეზიდენტმა პირადად დაათვალიერა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოკუპანტებისგან გაწმენდილ ქალაქ ბუჩაში ჩავიდა. პრეზიდენტი ზელენსკი ყველა იმ წერტილზე მივიდა სადაც ოკუპანტებმა სასტიკი დანაშაული ჩაიდინეს და ადამიანები წამებით დახოცეს. პრეზიდენტი გადარჩენილ მოსახლეობასაც გაესაუბრა და პირადად მათგან მოისმინა შემზარავი ისტორიები. „უკრაინამ მშვიდობა უნდა მოიპოვოს. ჩვენ 21 საუკუნის ევროპაში ვართ. ჩვენ დიპლომატიურ და საბრძოლო ძალისხმევას განვაგრძობთ. მედიამ მსოფლიოს უნდა ანახოს ეს კადრები, რაც აქ რუსეთმა ჩაიდინა. რაც ჩაიდინეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა და რას აკეთებს მშვიდობიანი უკრაინაში რუსეთის ფედერაცია. ხალხმა უნდა ნახოს როგორ იბრძვის მშვიდობიანი მოსახლეობა. ეს არის გენოციდი. მძიმეა ილაპარაკო და აღწერო ეს ყველაფერი. “ – აღნიშნა პრეზიდენტმა…

მეტი...

5 ივლისის საქმეზე დაკავებულებს 5 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

5 ივლისს, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით, მოსამართლემ საბოლოო განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძეს, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძესა და გია გიგუაშვილს 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. საუბარია ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. მათ შორის, „ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, რის შემდეგაც, კერძოდ რამდენიმე დღის შემდეგ, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. მოსამართლე ნინო ელიეშვილმა ექვსივე ბრალდებული ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. შეგახსენებთ, რომ ძალადობა რუსთაველის გამზირზე მოხდა, რომელიც ლგბტ თემის ღონისძიებებს უკავშირდებოდა. საქმეში დაზარალებულია  47 ჟურნალისტი.  

მეტი...

ბუჩაში ადამიანების ხოცვას სერგეი ლავროვი „ფეიკთავდასხმას” უწოდებს

“ვითარება  ბუჩაში,  ეს არის ინსცენირება, რომელსაც სოციალური ქსელებით დასავლეთი და უკრაინა ავრცელებენ”, – ასე აფასებს რუსეთის საგარეო მინისტრი ადამიანთა მასიურად დახოცვის ფაქტები, რომელიც ოკუპანტებმა ბუჩაში ჩაიდინეს. ლავროვი ამ კადრების დადგმაში უკრაინას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი პროვოკაციაა. საგარეო მინისტრი გაეროს უშიშროების საბჭოსაც მიმართავს და ბუჩაში არსებულ მდგომარეობაზე სხდომის ჩანიშვნას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ, მას შემდეგ რაც უკრაინელმა სამხედროებმა ბუჩა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს, ადგილზე უმძიმესი ვითარება დახვდათ, ასობით დახოცილი ადამიანი და გაუპატიურებული ქალები. დახოცილებს ხელ-ფეხი ჰქონდათ შეკრული, დააჩოქეს და ისე ჩაცხრილეს. ქალაქი სავსეა გვამებით. ქუჩებში ათეულობით გაჭყლეტილი მანქანა იპოვეს, რომლებსაც ტანკების ადამიანებიანად…

მეტი...

რატომ შეუჩერდათ მოსწავლეებს მოსწავლის სტატუსი?!

სკოლიდან გარიცხვა, სწავლის კოლეჯში გაგრძელდება, მშობლის განცხადება, მუშაობის დაწყება – ეს ის ძირითადი მიზეზების, რის გამოც, 2021 წელს  8429 ბავშვს მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდა. როგორც სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, სულ 10-მდე მიზეზი არსებობს, რის გამოც, მოსწავლეები სკოლის გარეშე დარჩნენ. „მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემდგომი საფუძვლებია: საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად გამგზავრება; დონის დაძლევით ამორიცხვა; დაოჯახება; გარდაცვალება; ჯანმრთელობის მდგომარეობა; ზედიზედ გაცდენის ზღვრული რაოდენობა“ – აცხადებს ნინო ლომჯარია. შეგახსენებთ რომ 2021 წელს, სასწავლო პროცესს 8429 ბავშვი გაეთიშა. 2021 წელს მოსწავლის სტატუსი 8429 ბავშვს შეუჩერდა

მეტი...

2021 წელს მოსწავლის სტატუსი 8429 ბავშვს შეუჩერდა

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს, სწავლის მიტოვებისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების პროცესი ისევ აქტუალურ პრობლემად დარჩა. ომბუდსმენის სტატისტიკით, 8429 ბავშვიდან  3689 იყო  გოგო, 4740 კი ბიჭი. „საანგარიშო პერიოდში ისევ აქტუალური იყო სწავლის მიტოვებისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების მაჩვენებელი, რაც კვლავაც ყველაზე მაღალია თბილისში (2947/35%), ქვემო ქართლსა (1970/23.4%) და კახეთში (714/8.5%). ამასთანავე, გენდერულ ჭრილში, ბიჭების მხრიდან, შედარებით უფრო ხშირია სწავლის მიტოვება. კვლავ დახვეწასა და დაზუსტებას საჭიროებს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის საფუძვლების სტატისტიკა. კერძოდ, მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევების აღრიცხვისას ბუნდოვანი შინაარსის საფუძვლები, როგორიცაა „მშობლის განცხადება“ ან „გაცდენების ზღვრული რაოდენობა“,…

მეტი...

ოკუპანტებმა ეკლესია დაბომბეს, მღვდლები დაშავდნენ

ერთმორწმუნე რუსეთი უკრაინაში სისასტიკეს აგრძელებს. მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად არც სასულიერო პირებსა და ტაძრებს ინდობენ. ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნიში ცეცხლი ეკლესიას გაუხსნეს.  დაშავებულია ორი მღვდელი. ოკუპანტების ნასროლი ჭურვი ეკლესიის გუმბათს მოხვდა, გუმბათი კი ჩაინგრა, რის შედეგადაც ტაძარში მყოფი სასულიერო პირები დაშავდნენ.  

მეტი...

ფასები კატასტროფულად იზრდება – მარტში, ცხოვრება კიდევ უფრო გაძვირდა

სტატისტიკით, 2022 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 2.5%-ით გაიზარდა. ფასები ყველაფერზე მომატებულია. მატება მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მტკივნეული კვების პროდუქტებზე აღმოჩნდა. მაგალითად, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასი  27%-ითაა გაზრდილი; მინერალური და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალური წვენებზე –  24.6%; პურსა და პურპროდუქტებზე – 23.5%; შაქარსა და  ტკბილეულზე  20%; თევზეული  – 19%; ხილი – 16.8%;  რძე, ყველი და კვერცხი – 15.3%; ხორცსა და ხორცის პროდუქტზე კი – 10.5%.

მეტი...

უკრაინაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი ბოროტმოქმედების სიაში ჩაიწერება“ – ევროკავშირი

​ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ოკუპანტების მიერ მოწყობილ სასაკლაოს ევროკავშირი აფასებს. „მსხვერპლის შემზარავი სურათები, ისევე როგორც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, აჩვენებს რუსეთის მიერ უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული ბრუტალური ომის რეალურ სახეს“ – აცხადებენ ევროკავშირში. ევროკავშირი უკრაინის ტრაგედიას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს უწოდებს და ყველანაირად მზად არის, უკრაინის გენერალურ პროკურორს მტკიცებულებების შეგროვებაში დაეხმაროს. „ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი ბოროტმოქმედების სიაში ჩაიწერება. რუსეთის ხელისუფლება პასუხისმგებელია ამ სისასტიკეებზე, რომლებიც ჩადენილია მაშინ, როცა მათ ჰქონდათ ეფექტური კონტროლი ამ ტერიტორიაზე. ისინი ოკუპაციის საერთაშორისო კანონს ექვემდებარებიან. ომის დანაშაულისა და სხვა სერიოზული…

მეტი...

სახალხო დამცველის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია სჭირდება

„მიხეილ სააკაშვილს  მისთვის შესაფერისი სერვისები ამ დრომდე არ მიეწოდება“ – აცხადებს სახალხო დამცველი და იმ ხარვეზებზე მიანიშნებს, რაც პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტს მიმართა არსებობს. ნინო ლომჯარიამ 2021 წლის ანგარიში დღეს მედიას წარუდგინა. ,,მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ მუდმივად ვართ ინფორმირებულები. მივიღეთ გამოკვლევის შედეგები, რომელიც მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანის შემდგომ ჩაუტარდა, როდესაც ეს მონაცემები გავუზიარეთ ჩვენს კონსილიუმს გვითხრეს, რომ ეს შედეგები იდენტურია მათი დასკვნისა. ჩვენი შეფასება არის უცვლელი. მას  სჭირდება როგორც ფსიქოლოგიური,ისე ფიზიკურ რეაბილიტაცია, მაგრამ, ამ ეტაპისთვის, ეს სერვისები არ მიეწოდება“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ მედიასთან.

მეტი...

“ფრაზა – მე მხოლოდ ბრძანებას ვასრულებდი, ვერც ერთ დამნაშავეს გადაარჩენს“ – ალექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოკუპანტი ქვეყნის ყველა დამნაშავეს, ვინც უკრაინის ტერიტორიაზე სისასტიკის მონაწილეა, ნიურნბერგის სასამართლოს ჰპირდება. აქვე, ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ ვერავის გადაარჩენს ფრაზები, რომ ის მხოლოდ დავალებას ასრულებდა. „გმირი ქალაქი გოსტომელი. მრავალსაუკუნოვანი, დიდებული ისტორიით. მას ჰქონდა საკუთარი ნება და არჩევანის უფლება, ის, რაც რუსეთს ჯერ კიდევ არ აქვს და ის, რასაც რუსები ვერასოდეს გაიგებენ. . ის ტკივილი, რომელსაც აქ ჩვენი ხალხი განიცდის, წარმოუდგენელია.  ზუსტად ვიცი, ჩვენი საერთო ეროვნული ოცნება ახდება. ყველა, ვინც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულშია ჩართული, მათ შორის კრემლის მთავარი მოქმედი პირები, პასუხს აგებენ არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის წინაშე, არამედ…

მეტი...

ყველა ადამიანი ერთნაირი სისასტიკითაა მოკლული

„იაბლონსკის ქუჩაზე 15 ცხედარი ვნახეთ. მათ ხელები გაკოჭილი ჰქონდათ, თავში კი  ნატყვიარი“ – აცხადებს ქალაქ ბუჩას ქალაქის სარიტუალო სამსახურის ხელმძღვანელი. ამ დრომდე, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქს გვამებისგან წმენდენ. ერთ დიდ სასაფლაოდ ქცეული ქალაქი კატასტროფის წინაშეა. „ვერ ვასწრებთ გვამების ამოღებას და დასაფლავებას. მინიმუმ კიდევ  20 მისამართი უნდა შევამოწმოთ, სადაც რა სურათი დაგვხვდება არავინ იცის. ბევრი ადგილობრივი საკუთარ ბაღებსა და ეზოებშია დამარხული. 350 ადამიანი უკვე დავკრძალეთ“- აცხადებს სარიტუალო სამსახურის თანამშრომელი. ბუჩა სწორედ ის ქალაქია, რომელიც ოკუპანტებს ჰქონდათ დაკავებული. მას შემდეგ, რაც ის რუსის ჯარისგან გაიწმინდა, უკრაინელებს კატასტროფული ვითარება დახვდათ. ყველა ადამიანი ერთნაირი სისასტიკითაა მოკლული,…

მეტი...

ვირუსით 2 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 758 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 208 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 106 შემთხვევა, აჭარა – 10, იმერეთი – 16, ქვემო ქართლი – 16, შიდა ქართლი – 4, გურია – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 19, კახეთი – 14, მცხეთა-მთიანეთი -3, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.      

მეტი...

ვირუსით 217 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 5 184 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 217 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 208 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  4.01%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 649 430. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 აპრილის  მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.01%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.82% ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.23%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 685 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 628 643.  

მეტი...

ხელები შეუკრეს, კედელთან დააჩოქეს, დაასახიჩრეს და შემდეგ დახოცეს – ოკუპანტების სისასტიკე უკრაინაში

​ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ერთ დიდ სასაფლაოდაა ქცეულია, გვამები ყველგან ყრია. ოკუპანტები სამოქალაქო პირებს, მათ შორის ბავშვებსა და მოხუცებს სისასტიკით ხოცავდნენ. კედელთან დაჩოქილებს აყენებდნენ, ხელებს უკრავდნენ, ასახიჩრებდნენ და შემდეგ კლავდნენ. ეს სურათი დახვდა უკრაინულ მხარეს ბუჩას ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ, რამაც მსოფლიო მოიცვა. ქალაქი გვამებს ვერ იტევს. შენობების სარდაფები სავსეა მიცვალებულებით, ხელწერა ყველგან ერთია. ქალებს ჯერ აუპატიურებდნენ და შემდეგ ხოცავდნენ. ქუჩაში საკმაოდ ბევრია გაჭყლეტილი მანქანა, შიგნით მიცვალებულებით, ვინც კი შეხვდებოდათ, ტანკებით უვლიდნენ. საფლავებიც კი არ დაინდეს. დაანგრიეს და გაანადგურეს. ამ ეტაპისთვის, ბუჩაში 350-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი დაკრძალეს. ეს, მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც მისვლა მოხერხდა.…

მეტი...

საგარეო მინისტრის პოზიცია ილია დარჩიაშვილმა დაიკავა

პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო ცვლილება განახორციელა. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მინისტრის სავარძელს დაემშვიდობა და ამერიკაში ელჩად დაინიშნა, საგარეო მინისტრის პოზიცია კი ილია დარჩიაშვილმა დაიკავა. დარჩიაშვილი ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. დავით ზალკანიანმა მინისტრის პოზიცია დატოვა

მეტი...

დავით ზალკანიანმა მინისტრის პოზიცია დატოვა

პრემიერ მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჩაანაცვლა. ის საგარეო მინისტრის ნაცვლად, საქმიანობას აშშ-ის ელჩის პოზიციაზე გააგრძელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ამ წუთებში, ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას აკეთებს.

მეტი...

„გემუდარებით ყველას, ილოცეთ ჩემი დათიკოსთვის“ – ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

8 წლის დათუნა, რომელსაც შარტავას ქუჩაზე მანქანა მაშინ დაეჯახა, როცა სკოლის ავტობუსს ელოდებოდა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ბავშვის დედა კი ყველას დახმარებას და დათუნასთვის ლოცვას სთხოვს. „გემუდარებით ყველას, ილოცეთ ჩემი დათიკოსთვის“ – ითხოვს დედა, რომელმაც სოციალურ ქსელში შვილის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც გაჩერებასთან სკოლის ტრანსპორტს ელოდება. 8 წლის ბავშვის მდგომარეობა კი ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა. მას 5 ოპერაცია ჩაუტარდა და ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. შემთხვევა კი თბილისის ცენტრში, შარტავას ქუჩაზე მოხდა. 8 წლის ბიჭი საკუთარი სახლის წინ, გაჩერებაზე იდგა და სკოლის ავტობუსს ელოდებოდა. ამ დროს, გაჩერებაზე, ტროტუარზე სწრაფად მიმავალი ავტომანქანა შევარდა, რომელმაც ბავშვი…

მეტი...

„შეავსეთ სიჩუმე თქვენი მუსიკით“ – ზელენსკი „გრემის“ დაჯილდოებაზე

„გრემის“ 64-ე ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალზე უკრაინის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვირტუალური ჩართვისას დაჯილდოების მონაწილეებს მიმართა, მათ სიჩუმე თავიანთი შემოქმედებით უნდა შეავსონ. „უკრაინელი მუსიკოსები, „სმოკინგების“ ნაცვლად, ჯავშანჟილეტებს ატარებენ და დაჭრილებს საავადმყოფოებში უმღერიან. ეს არის ომის სისასტიკე, რომელიც ახლა ჩვენთან ხდება.  რა არის უფრო მეტად მუსიკის საპირისპირო? დანგრეული ქალაქებისა და მოკლული ადამიანების სიჩუმე. ჩვენი შვილები ხატავენ მფრინავ რაკეტებს და არა მოწყვეტილ ვარსკვლავებს. 400-ზე მეტი ბავშვი დაშავდა, 153 კი გარდაიცვალა. ჩვენ ვერასდროს ვიხილავთ მათ ნახატებს. ჩვენმა ახლობლებმა არ იციან, ისევ ერთად ვიქნებით თუ არა. რუსეთს სიკვდილის სიჩუმე მოაქვს. შეავსეთ სიჩუმე თქვენი მუსიკით. შეავსეთ…

მეტი...

„იარაღი, იარაღი და იარაღი“ – პოლონეთის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტის პარალელურად, უკრაინისთვის იარაღს მიწოდებას პოლონეთის ითხოვს. როგორც პოლონეთის პრეიზდენტი ანჯეი დუდა აცხადებს, დღეს უკრაინას ყველაზე მეტად სამი რამ სჭირდება. “ბუჩას სურათები ადასტურებს, რომ ნებისმიერ ფასად უნდა ვეძიოთ კომპრომისი. სინამდვილეში, უკრაინის დამცველებს უპირველეს ყოვლისა სამი რამ სჭირდებათ: იარაღი, იარაღი და კიდევ იარაღი,“- აცხადებს ანჯეი დუდა, რომელიც ამ სისასტიკის ჩამდენებს კრიმინალებს უწოდებს და აცხადებს, რომ სამსჯავროზე ყველა უნდა წარსდგეს.  

მეტი...

„ყველაფერს გავაკეთებ პუტინის ომის მანქანის გამოსაფიტად“ – ბორის ჯონსონი ბუჩას სისასტიკეზე

​ბუჩასა და ირპენში, ოკუპანტების მიერ ჩადენილი სისასტიკე მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. მომხდარს ბრიტანეთის პრემიერიც ეხმიანება და აცხადებს, რომ პუტინის ომის მანქანის გამოსაფიტად ყველაფერს გააკეთებს. „რუსეთის საზიზღარი თავდასხმები ირპინსა და ბუჩაში უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებაა იმისა, რომ პუტინი და მისი არმია უკრაინაში სამხედრო დანაშაულებს სჩადიან. კრემლის ვერც ერთი უარყოფა ან დეზინფორმაცია ვერ მალავს იმას, რაც ყველამ ვიცით, რომ სიმართლეა – პუტინი სასოწარკვეთილია. ყველაფერს გავაკეთებ პუტინის ომის მანქანის გამოსაფიტად. გაერთიანებული სამეფო უკრაინაში ჩადენილი სისასტიკისთვის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გამოძიების მხარდაჭერის სათავეშია“, – აცხადებს ბორის ჯონსონი. შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ქალაქებიდან ფოტო…

მეტი...

“მკვლელები, ჯალათები, მოძალადეები” – ამ სისასტიკის სანახავად ზელენსკი სარკოზის და მერკელის უკრაინაში იწვევს

ოკუპანტების მიერ ბუჩაში განხორციელებული სისასტიკე ყველამ უნდა ნახოს, აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და განსაკუთრებულ მიწვევას ნიკოლ სარკოზისა და ანგელა მერკერის უგზავნის. „ვინც ეს სისასტიკე ჩაიდინა, ისინი არიან მკვლელები, ჯალათები, მოძალადეები, მოროდიორები“ – აცხადებს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში, ირპენსა და ჰოსტომელში მოკლულია მშვიდობიანი მოსახლეობა, ბავშვები, მოხუცები. „მეტი დასკვნებია საჭირო, არა მარტო რუსეთზე, ასევე იმ პოლიტიკურ ქცევაზე, რამაც რეალურად დაუშვა ეს ბოროტება ჩვენს მიწაზე.  ბუქარესტში ნატო-ს სამიტის მეთოთხმეტე წელია. მაშინ გაჩნდა შანსი, რომ უკრაინა გამოსულიყო „ნაცრისფერი ზონიდან“ აღმოსავლეთ ევროპაში, იმ „ნაცრისფერი ზონიდან“, რომელშიც მოსკოვს ჰგონია, რომ ყველაფრის უფლება აქვს.…

მეტი...