უკრაინელ ბავშვებს იტაცებენ და რუსულ ოჯახებში ანაწილებენ

უკრაინის სახალხო დამცველია, ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, ოკუპანტები უკრაინიდან ბავშვებს იტაცებენ, რუსეთის ტერიტორიაზე გადაჰყავთ და რუსულ ოჯახებში ანაწილებენ. „ერთ-ერთი ბოლო ინფორმაცია ის არის, რომ  აგრესორებმა დონეცკის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსკოვის მახლობლად მდებარე აპრელივკაში 27 ობოლი ბავშვი უკანონოდ გაიყვანეს და ათამდე ადგილობრივი ოჯახში დროებითი მოვლისთვის გადაიყვანეს. ეს დანაშაულია.  ოკუპანტები არღვევენ სახელმწიფოს ვალდებულებას შეიარაღებულ კონფლიქტში დაიცვან ბავშვების უფლებები, რომელიც გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის 38-ე მუხლითაა გათვალისწინებული და იცავს ჟენევის კონვენციის 49-ე მუხლი. ეს მუხლები კრძალავს იძულებით გადასახლებას ან დეპორტაციას“, – აცხადებს დენისოვა.  

მეტი...

ოკუპანტებმა ოდესა დაბომბეს, ერთ-ერთი დაღუპული 3 თვის ბავშვია

ოკუპანტების ბომბებს ოდესაში 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. რაკეტები დაეცა როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე საცხოვრებელ კორპუსებს. ოდესის საკრებულოს დეპუტატი პეტრო ობუხოვი  სარაკეტო დარტყმებს “პუტინის სააღდგომო საჩუქრებს” უწოდებს.  

მეტი...

„აზოვსტალის“ ქარხანაზე დარტყმები გრძელდება

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მიუხედავად, „ერთმორწმუნე რუსეთი“ უკრაინაზე შტურმს აგრძელებს. რუსმა სამხედროებმა  მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანაზე შტურმი ისევ განაახლეს და დაბომბეს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლის, ალექსი არესტოვიჩის განაცხადებით, აქტიური საჰაერო შეტევები მიმდინარეობს. რუსეთი „აზოვსტალზე“ შეტევას მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეწყვეტს – უკრაინამ ცეცხლი უნდა შეწყვიტოს და სამხედროები ჩაბარდნენ.

მეტი...

პრეზიდენტმა პატიმრები შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა  სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით შწყალების აქტი გმოსცა. პრეზიდენტმა რვა პატიმარი  შეიწყალა. შეწყალებულები პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებენ.  

მეტი...

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გარდამოვიდა

საყოველთაო სიხარული – ეერუსამიდან წმინდა ცეცხლი გამოიტანეს. ღმერთმა ნივთიერი სახით დაუდასტურა ადამიანებს, რომ ის ხალხთანაა. ცეცხლი იერუსალიმის პატრიარქმა გამოაბრძანა. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე 15:28 შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:32 საათზე გარდამოვიდა. ცეცხლი ხელიდან ხელში გადადის. წმინდა ცეცხლს საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია საქართველოშიც ჩამოაბრძანებს.

მეტი...

ბუნკერებში გამოკეტილი ბავშვები სახლს, ჰაერს და ნორმალურ კვებას ითხოვენ

„აზოვსტალის“ ქარხნის ბუნკერში რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოკეტილი ბავშვები სახლს, ჰაერს და მზის სხივს ითხოვენ. ვიდეო „აზოვის“ პოლკმა გაავრცელა, სადაც კარგად ჩანს, რა პირობებში იმყოფებიან ომს შეფარებული ადამიანები. „აქ არ გვინდა, სახლებში გვინდა, დაგვაბრუნეთ. გვინდა ცოცხლები დავბრუნდეთ. არ გვინახავს მზე, არც ცა, ჰაერი გვენატრება. ძალიან გვინდა აქედან გასვლა, უსაფრთხო ადგილზე, უკრაინის ტერიტორიაზე. ნორმალური კვება გვინდა,“- აცხადებენ ბუნკერში გამოკეტილი ბავშვები. შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა მხარემ არაერთხელ მოითხოვა „მწვანე დერეფანი“ „აზოვსტალის“ ქარხნიდან ათასობით ადამიანის გამოსაყვანად, თუმცა, რუსული მხარე ამას მხოლოდ ერთი პირობით დათანხმდება. რუსეთის ულტიმატუმი შემდეგია – „მწვანე დერეფანი“ მხოლოდ მაშინ გაიხსნება, თუ უკრაინელები იარაღს…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა

რადენიმე წუთის უკან, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიძისძვრის ეპიცენტრი  სოფელ საღამოსთან დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდა იყო.

მეტი...

ვირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 797 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 87 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 36 შემთხვევა, აჭარა – 2, იმერეთი – 14, ქვემო ქართლი – 3, შიდა ქართლი – 3, გურია – 8, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 10, კახეთი – 7, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

მეტი...

ვირუსით 87 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 7 360 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 259 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  1.18%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 654 163. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.18%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.21% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.15%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 259 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 635 550.

მეტი...

უკრაინაში დაღუპული მებრძოლი ჩამოასვენეს

უკრაინაში 16 აპრილს დაღუპული ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე საქართველოში ჩამოასვენეს. მისი გადმოსვენება პოლონეთის დედაქალაქის გავლით მოხერხდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველი მებრძოლის ცხედარს ახლობლები და უცნობი ადამიანები საქართველოსა და უკრაინის დროშებითა ანთებული სანთლებით დახვდნენ. რაც შეეხება კიდევ ორ დაღუპულს – ზაზა ბიწაძესა და ალიკა ცაავას, მათი  საქართველოში გადმოსვენება ხვალ იგეგმება. სამივე მებრძოლს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. რუსეთ-უკრაინის ომს ცხრა ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.  

მეტი...

„რუსეთი ცდილობს მოქალაქეები შიმშილის გზით გამოდევნოს“ – „ომის კვლევის ინსტიტუტი“

„ომის კვლევის ინსტიტუტი“ „აზოვსტალის“ ქარხანაში შეფარებულ სამშვიდობოებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საკმაოდ მძიმე ვითარებაში იმყოფებიან.  ორგანიზაციის კვლევით, რუსეთი ცდილობს მარიუპოლის „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში დარჩენილი ადამიანები შიმშილის გზით გამოდევნოს ტერიტორიიდან. ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რუსულმა მხარემ „მწვანე დერეფანი“ გახსნას და მშვიდობიან მოქალაქეებს ქალაქის დატოვების უფლება მისცეს. მათივე ინფორმაციით, რუსეთი აგრძელებს მარიუპოლზე აქტიურ შეტევას და ცდილობს შექმნას პირობები საოკუპაციო მთავრობის შესაქმნელად.

მეტი...

ერდოღანი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების თურქეთში ჩაყვანას ცდილობს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ აქტიურად მუშაობს, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები სალაპარაკოდ თურქეთში ჩასვლაზე დაითანხმოს. თურქეთის პრეზიდენტი უკრაინულ და რუსულ მხარესთან სატელეფონო აუდიენციას და ამ საკითხის განხილვას ელოდება. „უიმედოდ არ ვართ. იმედი მაქვს, რომ ისინი ჩვენს მოწვევას მიიღებენ და ჩვენ მათ სტამბოლში შეკრებას შევძლებთ”, – აცხადებს ერდოღანი.  

მეტი...

გაეროს გენ. მდივანი უკრაინაში ჩადის

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში უკრაინაში გაემგზავრება და პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს. მანამდე კი, გუტერეში პრეზიდენტ პუტინსაც შეხვდება. უკრაინაში გამგზავრება დაგეგმილია 28 აპრილს. შეგახსენებთ, რო, გაეროს გენერალურმა მდივანმა უკრაინას და რუსეთს მიმართა და პრეზიდენტებთან შეხვედრა ითხოვა, რასაც ორივე პრეზიდენტი დათანხმდა. საუბრის თემა უკრაინაში მშვიდობა, “მწვანე დერეფნები“ და ომის დასრულება იქნება. პუტინი გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრას დათანხმდა

მეტი...

„არ არის მარტივი ციხიდან ადამიანის გათავისუფლება გაწერილი დღის წესრიგით“ – მელია სააკაშვილზე

„დიახ, არსებობს რამდენიმე გამოსავალი, სადაც პოლიტიკური რამდენიმესვლიანი კომბინაციის გათამაშებით, შესაძლებელი გახდება მიხეილ სააკშვილის ტყვეობიდან დახსნა და სამკურნალოდ გადაყვანა, ქვეყნის გარეთ გაყვანა. ამით ვიღვიძებთ და ვიძინებთ, ხალხო“, – აცხადებს ნიკანორ მელია. მისი თქმით, ამ გეგმის მისაღწევად აქტიურად მუშაობს ქვეყნის გარეთ. „არ არის მარტივი ციხიდან ადამიანის გათავისუფლება გაწერილი დღის წესრიგით. ეს არის სიმართლე, მაგრამ ძალისხმევა რომ ამას არ აკლდება, ეს არის ფაქტი. ბევრი რამ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არ ჩანს და არც გამოჩნდება. იმ შეხვედრების პერიპეტიებზე, რაც გაიმართა უკრაინაში, მე ახლა ვერ ვისაუბრებ“, – აღნიშნა მელიამ. მისივე შეფასებით, ძირითადად სამუშაო უცხოელ პარტნიორებთანაა და…

მეტი...

იარაღი, ფინანსები, სანქციები და ევროპული ოჯახი – შმიგალი თეთრ სახლში

აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის შეხვედრა გარკვეული შეთანხმებებით დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინულმა მხარემ განაცხადა, ერთ-ერთი სასაუბრო თემა რუსული ბანკის SWIFT-იდან გათიშვა იყო. დენის შმიგალის თქმით, მან აშშ-ის სახელმწიფო მდივანს რუსული ბანკების SWIFT-იდან გათიშვა და რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარება სთხოვა. “გვესაჭიროება იარაღი და საბრძოლო მასალა; მეორე არის სანქციები, აგრესორზე გავლენის მოხდენის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი; მესამე არის დაფინანსება, რომელიც საშუალებას მოგვცემს და დაგვეხმარება, შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა და განვახორციელოთ ჩვენი ჰუმანიტარული და სოციალური პასუხისმგებლობა; მეოთხე მნიშვნელოვანი საკითხი არის ჩვენი ევროპული პერსპექტივა” – განაცხადა დენის შმიგალმა. სახელმწიფო მდივნისგან…

მეტი...

კანადამ უკრაინას “ჰაუბიცები” გაუგზავნა

საფრანგეთის შემდეგ, უკრაინისთვის „ჰაუბიცების“ გადაცემის გადაწყვეტილება კანადამაც მიიღო. კანადის მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინამ სხვა შეიარაღებაც მიიღო, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ომში გააძლიერებს. კანადიდან უკრაინაში გაგზავნილ ჩამონათვალში შედის:  „M777“ ტიპის ჰაუბიცები, ჭურვები და ტანკსაწინააღმდეგო შაშხანების „კარლ გუსტაფის“ ჭურვები. საფრანგეთი უკრაინას ჰაუბიცებს უგზავნის

მეტი...