„გემუდარებით ყველას, ილოცეთ ჩემი დათიკოსთვის“ – ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

8 წლის დათუნა, რომელსაც შარტავას ქუჩაზე მანქანა მაშინ დაეჯახა, როცა სკოლის ავტობუსს ელოდებოდა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ბავშვის დედა კი ყველას დახმარებას და დათუნასთვის ლოცვას სთხოვს.

„გემუდარებით ყველას, ილოცეთ ჩემი დათიკოსთვის“ – ითხოვს დედა, რომელმაც სოციალურ ქსელში შვილის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც გაჩერებასთან სკოლის ტრანსპორტს ელოდება.

8 წლის ბავშვის მდგომარეობა კი ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა. მას 5 ოპერაცია ჩაუტარდა და ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

შემთხვევა კი თბილისის ცენტრში, შარტავას ქუჩაზე მოხდა. 8 წლის ბიჭი საკუთარი სახლის წინ, გაჩერებაზე იდგა და სკოლის ავტობუსს ელოდებოდა. ამ დროს, გაჩერებაზე, ტროტუარზე სწრაფად მიმავალი ავტომანქანა შევარდა, რომელმაც ბავშვი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.

ბრალ­დე­ბუ­ლი, 37 წლის და­ვით ჯა­ლა­ღო­ნი­ა დაკავებულია, მას პატიმრობა შეუფარდეს.

8 წლის ბავშვი სიკვდილს ებრძვის, მძღოლს, ვინც მას დაეჯახა,  ნარკოტიკების მოხმარება დაუდასტურდა

მსგავსი თემები