რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს

დღეს, რუსებმა და უკრაინელებმა ტყვეები და მძევლები გაცვალეს. უკრაინაში 12 უკრაინელი ჯარისკაცი და 14 სამოქალაქო პირი დაბრუნდა, რომელიც რუსეთის ხელში იყვნენ. რა დათმო უკრაინამ მათ სანაცვლოდ, ინფორმაცია არ ვრცელდება.  

მეტი...

„პუტინის ჯარის მახინჯი სახე, რომელიც ატერორებს ხალხს“ – ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტი, რომელიც უკრაინაში იმყოფებოდა და საკუთარი თვალით ნახა პუტინის რეჟიმის სისასტიკე, აცხადებს, რომ იმ საშინელების აღსაწერად სიტყვები არ ჰყოფნის. ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს პოლონეთში ჩავიდა, სადაც ვარშავაში გამართულ გლობალურ ღონისძიებას – „დადექი უკრაინისთვის“ დაესწრო. „სიტყვები არ მყოფნის იმ საშინელების აღსაწერად, რაც ბუჩაში ვნახე. ეს არის პუტინის ჯარის მახინჯი სახე, რომელიც ატერორებს ხალხს. მაქვს უზარმაზარი აღტაცება ჩვენი მამაცი უკრაინელი მეგობრების მიმართ, რომლებიც რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ იბრძვიან. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ბრძოლა მისი სუვერენიტეტისა და მთლიანობისთვის, არამედ ისინი ასევე იბრძვიან საკითხისთვის – გაიმარჯვებს თუ არა კაცობრიობა, ან იქნება თუ არა…

მეტი...

კიევში ბორის ჯონსონი ჩავიდა

ევროკომისიის ხელმძღვანელისა და ევროპარლამენტარების შემდეგ, კიევში ბრიტანეთის პრემიერი ჩავიდა. ბორის ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება, როს შემდეგაც, ის ბუჩასა და სხვა ქალაქებში გაემგზავრება და საკუთარი თვალით ნახავს რუსულ სისასტიკეს.  

მეტი...

უკრაინაში კიდევ 2 ქართველი დაიღუპა

უკრაინაში რუსებთან შეტაკებისას 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა და 5 დაიჭრა. ინფორმაციას, ირაკლი ოქრიაშვილი ადასტურებს. დაღუპულთა და დაჭრილთა ვინაობა ამ დრომდე არ სახელდება.

მეტი...

„იცვლებოდა მტერთა სახელები, გეოგრაფია, შეუცვლელი მხოლოდ ქართველის მებრძოლი სული და სამშობლოსთვის თავგანწირვა იყო“ – კობა კობალაძე

“ჩვენ ერთი გვაქვს სამშობლო, ერთი გვაქვს საბრძოლი, ერთი გვაქვს მიზანი! ჩვენ ვერ ვიქნებით ერთმანეთის მტრები, რადგან ამის უფლება არ გვაქვს!”  – აცხადებს გენერალ-მაიორი კობა კობალაძე 9 აპრილთან დაკავშირებით. „დღეს 9 აპრილია – ჩვენი სამშობლოს ისტორიის კიდევ ერთი ტკივილიანი, მაგრამ სიამაყით სავსე, დიდების დღე! 33 წლის წინ, საბჭოთა სამხედრო მანქანამ თავისი ჩვეული დაუნდობლობით გადათელა საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის შემართული ქართველები, რომელთა ერთადერთი იარაღი, საქართველოს უპირობო სიყვარული და მისთვის თავგანწირვა იყო! საბჭოთა იმპერიამ ქართველებს არ აპატია თავისუფლებისკენ სწრაფვა და ორლესული ნიჩბებით უმოწყალოდ აჩეხა, დაუდგენელი ნივთიერებით მოწამლა ჩვენი თანამემამულეები, რომელთა შორის, ყველაზე უმცროსი,…

მეტი...

„საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება“ – სალომე ზურაბიშვილი

„კავკასიამ არ იცის საკუთარი სიტყვის, თუ დადებული პირობის გატეხვა – საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება  მომავალში. ეს ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა“ – აცხადებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. როგორც პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში 9 აპრილთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,  ომით მოპოვებული ტერიტორიები არაფრის მომტანია. „მინდა, დღეს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლიდან მოგმართოთ თქვენ, მოგმართოთ იმ დროს, როცა შეიძლება, ვიღაც ომის საფრთხით ცდილობდეს მანიპულირებას და ცრუ შიშების გაღვივებას, უნდა იცოდეთ და ამ სიტყვებზე მე ვაგებ პასუხს, როგორც ამ ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი, საქართველოს მიერ დადებულ პირობაზე, რამეთუ, კავკასიამ არ იცის საკუთარი სიტყვის, თუ დადებული…

მეტი...

ევროპელ პოლიტიკოსს ეჭვი გაუჩნდა, რომ ბუჩაში ჩადენილი სისასტიკე ინსცენირებული იყო

პრეზიდენტი  ზელენსკი ადასტურებს ინფორმაციას, ერთ-ერთი, ვისაც ეჭვი გაუჩნდა და დადასტურება მოითხოვა, რომ ბუჩაში ჩადენილი სისასტიკე ინსცენირებული არ იყო წამყვანი და ცნობილი ევროპელი პოლიტიკოსია. პრეზიდენტი ზელენსკი აღნიშნული პოლიტიკოსის დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ ის ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელია. ხელები შეუკრეს, კედელთან დააჩოქეს, დაასახიჩრეს და შემდეგ დახოცეს – ოკუპანტების სისასტიკე უკრაინაში

მეტი...

ევროკავშირის წევრობის კითხვარს საქართველოც მალე მიიღებს

უკრაინის შემდეგ, რიგში საქართველო დგას. როგორც სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარს 11 აპრილს გადასცემს. „პრეზიდენტმა, ფონ დერ ლაიენმა კითხვარი უკრაინას გუშინ გადასცა, მე კი ორშაბათს გადავცემ საქართველოსა და მოლდოვას. პასუხი დაეხმარება ევროკომისიას, რომ მოამზადოს მოსაზრებები სამი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების შესახებ, როგორც ამას ითხოვს ევროკავშირის საბჭო”, – აცხადებს ოლივერ ვარჰეი. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტს კითხვარი ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პირადად, უკრაინაში გადასცა. პრეზიდენტმა პრეზიდენტ ზელენსკის სიურპრიზი მოუმზადა და ევროკავშირის ე.წ. კითხვარი გადასცა

მეტი...

ვირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 770 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 341 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 186 შემთხვევა, აჭარა – 7, იმერეთი – 49, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 18, გურია – 23, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23, კახეთი – 20, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

მეტი...

ვირუსით 341 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 23 438 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 341 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 445  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  1.45%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 651 322-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.45%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.07% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.73%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 445 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 631 009-მდე.

მეტი...

პრეზიდენტმა პატიმრები შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილთან დაკავშირებით პატიმრები შეიწყალა, ამჯერად, შეწყალებულთა სიაში 15 პატიმარი მოხვდა. შეწყალებულთა შორის 7 ქალია, ისინი საპატირმოს დღესვე დატოვებენ. შეწყალების აქტში ასევე მოხვდნენ უკრაინის მოქალაქეები.

მეტი...

„რუსეთის ინტერესია საბჭოთა კავშირის რესტავრაცია“ – აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ დადგენილება მიიღო

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ  დადგენილება  მიიღო. „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ განცხადებას: „აღნიშნულ დადგენილებაში ხაზგასმულად არის ნათქვამი, რომ „უკრაინა გმირულად უმკლავდება რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას. ცივილიზებული სამყარო მხარში უდგას უკრაინელი ხალხის თავდადებულ ბრძოლას თავისუფლებისათვის, ბრძოლას აბსოლუტურ ბოროტებასთან, რომელსაც ვ. პუტინის რეჟიმი განასახიერებს. ამ ბრძოლის შედეგებზე იქნება დამოკიდებული როგორც უკრაინის მომავალი, ისე ევროპის, მთლიანად მსოფლიოს ხვალინდელი იერსახე ღრმა გეოპოლიტიკური ძვრებითა და ახალი მსოფლიო წესრიგით, უსაფრთხოების სრულიად ახალი არქიტექტურით. რუსეთის პრეზიდენტი ვ. პუტინი წლების განმავლობაში ემზადებოდა სწორედ დასავლეთზე, ნატოზე გეოპოლიტიკური უპირატესობის მოპოვებისათვის. მისი მიზანი იყო…

მეტი...

„რუსული სისასტიკე ამ დღის სიმბოლო არასოდეს იქნება“ – კელი დეგნანი

„საქართველოში განსაკუთრებული სიმძაფრით განიცდიან რუსეთის მიერ წინასწარგანზრახულ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინაში, ვინაიდან ხალხს კარგად ახსოვს გატეხილი პირობების, ძალადობისა და ოკუპაციის ისტორია რუსეთთან“ – აცხადებს კელი დეგნანი, რომელიც 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა. მისი შეფასებით, სწორედ ეს მწარე ისტორიაა მიზეზი, რის გამოც აქციებზე ათასობით ადამიანი გამოდის. „ამის გამოა, რომ ათობით ათასი ადამიანი გამოდის აქციებზე, აგროვებს ჰუმანიტარულ დახმარებას, მასპინძლობს და გვერდში უდგას უკრაინელ ლტოლვილებს. სამწუხაროდ, რუსული არმიის სისასტიკე საუკუნეებს ითვლის და აგრესორი მეზობლის ხელით საქართველოს თავისი წილი კოშმარი აქვს გამოვლილი. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ძალების მიერ დამოუკიდებლობის მხარდამჭერ დემონსტრანტებზე თავდასხმისა და მათი…

მეტი...

ევროკავშირი კიევში წარმომადგენლობას ისევ გახსნის

პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნის და მოწოდების გათვალისწინებით, ომში მყოფ ქვეყანაში დიპლომატიური მისიები თანდათანობით აღდგება. პირველი, ვინც პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნას გამოეხმაურა, ევროკავშირია. ევროკავშირი აპირებს, კიევში დიპლომატიური წარმომადგენლობა აღადგინოს. ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი უკრაინაში მათი მაასიკასი კიევში ევროკომისიის პრეზიდენტთან და სხვა ევროპარლამენტარებთან ერთად იმყოფებოდა. დიპლომატი უკრაინაში რჩება და დახურული წარმომადგენლობის  გასახსნელად ვითარებას ადგილზე ეცნობა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება კიევში მყოფმა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმაც გააკეთა. მისი შეფასებით, დიპლომატიური მისიების დაბრუნება საჭიროა უკრაინის მთავრობისა და მოქალაქეების მიმართ მხარდაჭერის გასაძლიერებლად. „გთხოვთ, დაბრუნდით“ – ზელენსკი საელჩოებს მიმართავს

მეტი...

მორიგი „სანქცირებული დარტყმა“ რუსეთს

ოკუპანტ ქვეყანას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საჩუქარი გაუკეთა და ხელი მოაწერა ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვას. საუბარია ენერგორესურსების, ნავთობის, ქვანახშირის და ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვაზე, რომელსაც ხელს ტავად პრეზიდენტი ბაიდენი აწერს.  

მეტი...

ევროპა რუსეთს სანქციების მე-6 პაკეტს უმზადებს

უკრაინაში ოკუპანტი რუსეთის მხრიდან ყოველდღიური სისასტიკის პარალელურად, ევროპა სანქციების ახალ-ახალ პაკეტზე მუშაობს. ამჯერად, გზაშია მე-6 პაკეტი, რომლის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ავრცელებს. „ვერასოდეს შევადარებთ რაიმეს, უკრაინელი ხალხის თავგანწირვას.  ვახორციელებთ ჩვენი ეკონომიკური ძალის მობილიზებას, რათა პუტინმა ამისთვის გადაიხადოს. ჩვენ, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დავაწესეთ და უკვე ვამზადებთ სანქციების მე-6 პაკეტს. რუსეთი დაეცემა, ხოლო უკრაინა ევროპული მომავლისკენ მიემართება”, – აცხადებს პრეზიდენტი.  

მეტი...

პრეზიდენტმა პრეზიდენტ ზელენსკის სიურპრიზი მოუმზადა და ევროკავშირის ე.წ. კითხვარი გადასცა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, კიევში,  ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად კითხვარი გადასცა. სტატუსის მისაღებად, კითხვარის შევსება აუცილებელი წინაპირობაა.  ცერემონია კიევში პრეზიდენტ ზელენსკისთან მოლაპარაკების შემდეგ გაიმართა. „ჩვენ ბევრი რამ ვიცით ერთმანეთის შესახებ. ამიტომ შევსებას დასჭირდება არა წლები, როგორც ჩვეულებრივ ხდება, არამედ კვირები. აქ იწყება თქვენი გზა ევროკავშირისკენ. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ ამ კითხვარის შევსებაში; ეს, როგორც წესია, არა წლების, არამედ კვირების საკითხი იქნება”, – აღნიშნა  ურსულა ფონ დერ ლაიენმა. „ჩვენ პასუხები ერთი კვირის შემდეგ გვექნება მზად”, – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. არსებული ინფორმაციით, ურსულა ფონ დერ…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის  სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  06:30-საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვირს სიმძლავრემ 3.8 (ML) მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი კი  ქალაქ ონთან დაფიქისრდა.  

მეტი...

33 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი დღე 33 წელია ყველას კარგად ახსოვს. 9 აპრილის გმირებს დღეს ისევ იხსენებენ, ისევ გვირგვინებითა და ყვავილებით ამკობენ 9 აპრილის მემორიალს და ისევ ინთება სანთლები. ეს დღე ყველასთვის მძიმეა. განსაკუთრებით კი იმ 20 ოჯახისთვის, ვინც 9 აპრილს შეეწირა. ყველაფერი კი ასე დაიწყო: 7 აპრილს, საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა მოსკოვში, საბჭოთა ხელმძღვანელობას წესრიგის აღსადგენად დამხმარე ძალების გამოგზავნა სთხოვა. იმავე დღეს, პერმიდან და ვორონეჟიდან თბილისში შემოვიდნენ საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები. 8 აპრილს, აშშ-ს საიდუმლო სამსახურების სახელზე გაგზავნილ დაშიფრულ ცნობაში წერია, რომ საქართველოში არსებობს ეთნიკური კონფლიქტის საფრთხე.…

მეტი...