„ყველაფერს გავაკეთებ პუტინის ომის მანქანის გამოსაფიტად“ – ბორის ჯონსონი ბუჩას სისასტიკეზე

​ბუჩასა და ირპენში, ოკუპანტების მიერ ჩადენილი სისასტიკე მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. მომხდარს ბრიტანეთის პრემიერიც ეხმიანება და აცხადებს, რომ პუტინის ომის მანქანის გამოსაფიტად ყველაფერს გააკეთებს.

„რუსეთის საზიზღარი თავდასხმები ირპინსა და ბუჩაში უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებაა იმისა, რომ პუტინი და მისი არმია უკრაინაში სამხედრო დანაშაულებს სჩადიან. კრემლის ვერც ერთი უარყოფა ან დეზინფორმაცია ვერ მალავს იმას, რაც ყველამ ვიცით, რომ სიმართლეა – პუტინი სასოწარკვეთილია. ყველაფერს გავაკეთებ პუტინის ომის მანქანის გამოსაფიტად. გაერთიანებული სამეფო უკრაინაში ჩადენილი სისასტიკისთვის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გამოძიების მხარდაჭერის სათავეშია“, – აცხადებს ბორის ჯონსონი.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ქალაქებიდან ფოტო და ვიდეომასალა გავრცელდა, სადაც ნათლად ჩანს არსებული უმძიმესი ვითარება.

„ნაპოვნია გაუპატიურებული ქალები, რომელთა დაწვასაც აპირებდნენ“ – არესტოვიჩი

მსგავსი თემები