2021 წელს მოსწავლის სტატუსი 8429 ბავშვს შეუჩერდა

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს, სწავლის მიტოვებისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების პროცესი ისევ აქტუალურ პრობლემად დარჩა. ომბუდსმენის სტატისტიკით, 8429 ბავშვიდან  3689 იყო  გოგო, 4740 კი ბიჭი.

„საანგარიშო პერიოდში ისევ აქტუალური იყო სწავლის მიტოვებისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების მაჩვენებელი, რაც კვლავაც ყველაზე მაღალია თბილისში (2947/35%), ქვემო ქართლსა (1970/23.4%) და კახეთში (714/8.5%). ამასთანავე, გენდერულ ჭრილში, ბიჭების მხრიდან, შედარებით უფრო ხშირია სწავლის მიტოვება. კვლავ დახვეწასა და დაზუსტებას საჭიროებს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის საფუძვლების სტატისტიკა.

კერძოდ, მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევების აღრიცხვისას ბუნდოვანი შინაარსის საფუძვლები, როგორიცაა „მშობლის განცხადება“ ან „გაცდენების ზღვრული რაოდენობა“, ბავშვის საგანმანათლებლო პროცესიდან ჩამოშორების რეალური მიზეზის შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ იძლევა“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელსაც პარლამენტში მომავალ კვირას განიხილავენ.

მსგავსი თემები