„აზოვის პოლკის“ მებრძოლის დედას ნაწამები და მოკლული შვილის ფოტო გაუგზავნეს

უკრაინის სახალხო დამცველის ინფორმაციით, რუსი სამხედროების ტყვეობაში აღმოჩენილი უკრაინელი ჯარისკაცები ნაწამები არიან. ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, რუსებ,ა „აზოვის პოლკის“  მებრძოლის დედას ნაწამები და მოკლული შვილის ფოტო გაუგზავნეს. „ერთ-ერთი მებრძოლი არაადამიანური წამების შემდეგ რაშისტებმა სასტიკად მოკლეს. ნამოქმედარის დამადასტურებელი ფოტო კი „აზოვის“ მებრძოლის დედას გაუგზავნეს. გარდაცვლილი მებრძოლის დედის თქმით, მისი შვილი რუსების ალყაში აღმოჩნდა და შემდეგ რუსი პროპაგანდისტების ვიდეოშიც ჩანდა“,- აცხადებს სახალხო დამცველი.  

მეტი...

უკრაინა-რუსეთმა ტყვეები ისევ გაცვალეს

რუსეთის ტყვეობაში მყოფი 14 ადამიანი უკრაინაში დაბრუნდა. უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერესჩუკის ინფორმაციით, სამშობლოში დაბრუნებული 7 სამხედრო პირია, 7 კი სამოქალაქო. „დღეს გავცვალეთ ტყვეები. სახლში 14 ჩვენს მოქალაქეს ვაბრუნებთ. ჩემთვის ეს გაცვლა განსაკუთრებულია: ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე 5 თვის ფეხმძიმეა“, – განაცხადა ვერესჩუკმა. ინფორმაცია, რამდენი ტყვე წაიყვანა რუსეთმა, არ ვრცელდება.  

მეტი...

ანჯელინა ჯოლი კიევში იმყოფება

ცნობილი მსახიობი, იუნისეფი-ს კეთილი ნების ელჩი, მსოფლიო ვარსკვლავი  ანჯელინა ჯოლი უკრაინაში ჩავიდა. მან კიევის ქუჩებში გაისეირნა და ლვოვის კაფეში ისადილა. ვიდეო უკრაინის  რადამ გაავრცელა. „ანჯელინა ჯოლი ლვოვის კაფეში. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ მსოფლიო ჩვენს გვერდითა. მათ შორის, ცნობილი ვარსკვლავები“ – აღნიშნავს რადას პრესსამსახური.

მეტი...

„ორ თვეში 20 000-ზე მეტი ადამიანი დახოცეს“ – მარიუპოლის მერი

მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს ინფორმაციით, რუსულმა არმიამ, ომის დაწყებიდან დღემდე, მარიუპოლში 20 000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. „ნაცისტებმა ორ წელიწადში მარიუპოლში 10 ათასი მშვიდობიანი მოსახლე მოკლეს. რუსმა დამპყრობლებმა კი ორ თვეში 20 ათასზე მეტი მარიუპოლის მცხოვრები დახოცეს. 40 ათასზე მეტი ადამიანი იძულებით გაიყვანეს ქალაქიდან. ეს არის მშვიდობიანი მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი გენოციდი თანამედროვე ისტორიაში“ – აცხადებს მერი. კიევში მოკლული ადამიანების სამარხი იპოვეს

მეტი...

კიევში მოკლული ადამიანების სამარხი იპოვეს

უკრაინაში რუსული სისასტიკის ახალ-ახალ წერტილებს პოულობენ. ამჯერად, მოკლული ადამიანების სამარხს ბუჩას რაიონში მიაგნეს. კიევის ოლქის პოლიციის ინფორმაციით, აღმოჩენილია 3 ადამიანის საფლავი, რომლებიც ჯერ აწამეს და შემდეგ მოკლეს. კიევის ოლქის პოლიციის უფროსის ანდრეი ნებიტოვის ინფორმაციით, სამარხი ტყეში იპოვეს. მოკლულებს ხელები შეკრული ჰქონდათ და თვალები ახვეული. სხეულის სხვადასხვა ნაწილში ნატყვიარი ეტყობათ.  

მეტი...

„ეს ადამიანის თავად არის შურაცხყოფა“ – ირაკლი ღარიბაშილი არესტოვიჩზე

„სამწუხაროა, რომ მსგავსი აბსურდული ბრალდებებით და შეურაცხყოფებით ზიანდება ჩვენი მთავარი ურთიერთობა ჩვენს უკრაინელ ხალხთან. ყველას ვარწმუნებ, რომ ვერც ერთი ვერ შეძლებს ჩვენს უკრაინელ ძმებთან და დებთან ურთიერთობის გაფუჭებას“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც არესტოვიჩს ეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მაქსიმუმს აკეთებს უკრაინელების დასახმარებლად. “თქვენს მიერ ხსენებული ადამიანი თავად არის შეურაცხყოფა. არ მინდა ბევრი ვისაუბრო და გავაკეთო კომენტარი. სამწუხაროა ის, რომ მსგავსი აბსურდული ბრალდებებით და შეურაცხყოფებით ზიანდება ჩვენი მთავარი ურთიერთობა ჩვენს უკრაინელ ხალხთან. თუმცა ყველას ვარწმუნებ, რომ ვერც ერთი ვერ შეძლებს ჩვენს უკრაინელ ძმებთან…

მეტი...

„ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონი მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით უნდა განხორციელდეს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„განვიხილავ, რომ დიდი ჰესები, მათ შორის ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონიც მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელდეს, რომ ეს ჩვენი ხალხის და სახელმწიფოსი იყოს და არა კერძო ინვესტორების. თუ ენერგეტიკა არ განვავითარეთ და ჰესები არ ავაშენეთ, ძალიან რთული იქნება საუბარი ენერგოუსაფრთხოებაზე, ენერგოდამოუკიდებლობაზე და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნამახვან ჰესთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ყოფილ ინვესტორთან და მოლაპარაკებების შედეგები მალე გახდება ცნობილი. „მცირე, საშუალო და დიდი ჰესებიც უნდა აშენდეს ქვეყანაში, მაგრამ რა თქმა უნდა, აქვე გავიმეორებ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მხოლოდ. მე საჯაროდ გამოვხატე ჩემი პოზიცია…

მეტი...

„პატიმარს, თურმე, რაღაც კომფორტი დაერღვა“ – ღარიბაშვილი სააკაშვილზე  

„მოვისმინეთ წუხილი, რომ პატიმარს თურმე რაღაც კომფორტი დაერღვა. ყველა პატიმარს აქვს დარღვეული კომფორტი, იმიტომ, რომ შეზღუდული აქვს თავისუფლება და ეს ბუნებრივია“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერის შეფასებით, ყველას დაავიწყდა, რას უკეთებდნენ პატიმრებს სააკაშვილის რეჟიმის პირობებში „იცით, რომ 24 საათის განმავლობაში არა მხოლოდ თქვენს მიერ ნახსენებ პატიმარს, არამედ ყველა პატიმარს უტარდება მონიტორინგი. მას კვლევა, აქვს სრული კომფორტი, არა ისეთი, როგორიც იყო მანამდე, სააკაშვილის დროს, როცა პატიმრებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, სცემდნენ და კლავდნენ“ – აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან. როგორც ღარიბაშვილი აცხადებს, ამ პატიმარზე მეტ საუბარს არ აპირებს.    

მეტი...

პროკურატურის ინფორმაციით, ბეროზაშვილს, რომელმაც მშობლები მოკლა, მათთან კონფლიქტი 2019 წლიდან ჰქონდა

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილს ოჯახში პრობლემები 2019 წლიდან შეექმნა. კონფლიქტის მიზეზი კი თანხა გახდა, რომელიც მან ტოტალიზატორში დახარჯა. საუბარია 21 000 დოლარზე. როგორც მკვლელობაში ბრალდებულის საქმის პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ბეროზაშვილმა  მამის უკითხავად, 21 000 დოლარი წაიღო, რომლის ნაწილიც ტოტალიზატორში დახარჯა, ნაწილი კი სხვა მიზნებისთვის. მისი განმარტებით, მშობლებთან კონფლიქტის მიზეზი სწორედ ეს იყო. მამა თანხის დაბრუნებას ითხოვდა. ბეროზაშვილის ავტოფარეხის ჩხრეკისას სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღები და ხელყუმბარები ამოიღეს. გიორგი ბეროზაშვილი მშობლების მოკვლას და სახლში ხანძრის გაჩენას აღიარებს

მეტი...

გიორგი ბეროზაშვილი მშობლების მოკვლას და სახლში ხანძრის გაჩენას აღიარებს

30 წლის გიორგი ბეროზაშვილი, რომელმაც მძინარე მშობლები ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდა, დანაშაულს აღიარებს.  როგორც მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ის დაკავებამდე რუსთავში უბნის უფროს გამომძიებლად მუშაობდა. „სრულად ვაღიარებ და ვეთანხმები ბრალდებას”, – განაცხადა ბეროზაშვილმა სასამართლოზე. შეგახსენებთ, რომ ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსის მეთერთმეტე  ხანძარი 27 აპრილს გაჩნდა. სახლში შუა ხნის ცოლ-ქმარი ჩაიწვა. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ცოლ-ქმარს თავსი არეში ცეცხლსასროლი  იარაღით ჰქონდათ ნასროლი. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა ყაჩაღობის ინსცენირებაც მოახდინა, სახლიდან ფული და ოქროულობა გაიტანა და ავტოფარეხში დამალა, რომელიც მოგვიანებით ამოიღეს. დაკავებულს 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო…

მეტი...

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ გმირს, ალიკა ცაავას დღეს ზუგდიდში სამხედრო პატივით დაკრძალავენ. დილიდან დაღუპულ გმირს ახლობლები, მეგობრები და რიგითი მოქალაქეები ემშვიდობებიან. ალიკა ცაავა ზაზა ბიწაძესთან ერთად 16 აპრილს, ქალაქ რუბეჟნოესთან ავტოავარიაში იმ დროს დაიღუპნენ, როდესაც დაღუპული არკადი კასრაძის ცხედრის გამოსვენებას ცდილობდნენ.  40 წლის ქართველი მეომარი „ქართველი პარტიზანების“ ჯგუფის წევრი იყო. რუსეთის ომს უკრაინაში 10 ქართველი სამხედრო ემსხვერპლა.

მეტი...

,,მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისთვის სოციალური პირობები”- ჯუანშერ ბურჭულაძე

,,სამხედროებმა ამაყად ატარეთ ჩვენი ჯარის სახელი, ისე, როგორც შეეფერება ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოს, თავდაცვის ძალებს,”- თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, აღნიშნული კომენტარი საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. მინისტრმა  საქართველოს თავდაცვის ძალების დღე სამხედროებს მიულოცა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. „თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის განსაკუთრებულად პატივსაცემი ადამიანები. მრავალი თქვენგანის ზურგზე გადაიარა არაერთმა მძიმე განსაცდელმა. ბევრი თქვენგანი გმირულად იცავდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. სამხედროებმა ამაყად ატარეთ ჩვენი ჯარის სახელი, ისე, როგორც შეეფერება ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოს, თავდაცვის ძალებს. თქვენთან ერთად კვლავ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ…

მეტი...

,,თქვენ ხართ ის ბურჯი, რაზეც დგას ჩვენი სამშობლოს, ჩვენი შვილების მშვიდობიანი მომავალი”- შალვა პაპუაშვილი სამხედროებს მიმართავს

,,საქართველოს თავდაცვის ძალები თავსებადია ნატოს სტანდარტებთან და ამ კუთხით ნატოსთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება,”- აღნიშნული კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა. 30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. ქართული ჯარის 31 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საზეიმო ღონისძიება იმართება. „საქართველოს თავდაცვის ძალები თავსებადია ნატოს სტანდარტებთან და ამ კუთხით ნატოსთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. საქმით, ქვეყნისა და ხალხისადმი ერთგულებით, თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ ხართ ჩვენი საზოგადოების ღირსეული წევრები. საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე რთულ დროსაც კი თქვენ იდექით იქ, სადაც უნდა მდგარიყო ნამდვილი პატრიოტი – სამშობლოს,…

მეტი...

სერგეი ლავროვი რუსეთისთვის სანქციების მოხსნას ითხოვს

რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებების გაგრძელების მომხრეა, თუმცა ამას დასავლეთის წამქეზებლური ქმედებები უშლის ხელს, – ამის შესახებ Xinhua-სთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ისაუბრა. ლავროვის განცხადებით, მოლაპარაკებები ყოველდღიურად ვიდეოფორმატში მიმდინარეობს. „დარწმუნებული ვარ, რომ შეთანხმების მიღწევა მაშინ გახდება შესაძლებელი, როცა კიევში იხელმძღვანელებენ უკრაინელი ხალხის ინტერესებით, და არა უცხოელი მრჩეველების ინტერესებით. უკრაინაში სიტუაციის დარეგულირება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დაძაბულობის დეესკალაციაში როგორც ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოში. ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება გარანტი ქვეყნების ინსტიტუტის შექმნა, რომელთა შორის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, მათ შორის რუსეთი და ჩინეთი იქნებიან“, – განაცხადა ლავროვმა. ლავროვი აღნიშნავს, რომ რუსეთი მოლაპარაკებების…

მეტი...

,, ჩვენ შევძლებთ ჩვენი ჯარის კიდევ უფრო გაძლიერებას, მზადყოფნისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენი ისტორია და დღევანდელობა, რომელიც გამოწვევებით იყო და არის აღსავსე, ჩვენგან მოითხოვს, კიდევ უფრო მეტი შემართებით გავაგრძელოთ ჩვენი ჯარის გაძლიერება, ჩვენი ჯარის ტრანსფორმაციის პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს წევრ ქვეყნებს ქართული ჯარის გაძლიერების მხარდაჭერისთვის. „დასახული გრძელვადიანი გეგმის მიხედვით ჩვენ შევძლებთ ჩვენი ჯარის კიდევ უფრო გაძლიერებას, მზადყოფნისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, მნიშვნელოვნად გაზრდას. დღევანდელ დღეს მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს – აშშ-ს, ნატოს წევრ…

მეტი...

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა

31 წლის წინ, 30 აპრილს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გაიწვიეს წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურში. სწორედ აღნიშნული მოვლენის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის ძალების დღე დაწესდა. იუბილეს თავდაცვის ძალები ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე აღნიშნავენ. ღონისძიებაზე იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.

მეტი...

რუსეთში ხანძარია

რუსეთში კვლავ ხანძარია, ამჯერად ქვეყნის აღმოსავლეთში, კუნძულ სახალინზე თბოელექტროსადგური იწვის – აღნიშნულ ინფორმაციას რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ რეგიონის გუბერნატორის,  შეტყობინებაზე დაყრდნობით ავრცელებს. თბოელექტროსადგურს ცეცხლი დღეს დილით გაუჩნდა, მიზეზი ტურბოგენერატორის გათიშვა გახდა. რუსეთის სახალინის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით,  30-მა თანამშრომელმა ცეცხლმოკიდებული შენობა უკვე დატოვა.  

მეტი...

ვირუსით გარდაცვალების 0 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 0 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 807 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 153 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 76 შემთხვევა, აჭარა – 9, იმერეთი – 23, ქვემო ქართლი – 11, შიდა ქართლი – 5, გურია – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 8, კახეთი – 10, მცხეთა-მთიანეთი -3, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

მეტი...

ვირუსით 153 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 312 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 153 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 237 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  0.69%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 655 098-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.69%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.01% ხოლო 7 დღის მანძილზე – 0.87%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 237 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 637 037-მდე.

მეტი...

შსს-მ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 2 პირი დააკავა, 1 პირს ბრალი დაუსწრებლად, ხოლო 1 პირს – პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის “ქურდული წესით” გარჩევის ფაქტი გამოავლინეს. ჩატარებული აქტიური კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ვ.გ. „ქურდული სამყაროს” წევრობისთვის, 1965 წელს დაბადებული კ.თ. კი „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ ან „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით დააკავეს. 1967 წელს დაბადებულ მ.მ.-ს (მეტსახელად “ყურშა”) „კანონიერი ქურდობისთვის“ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. რაც შეეხება 1985 წელს დაბადებულ ო.ს.-ს, მას „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“ ​ბრალი…

მეტი...

ომს უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა

რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გარდაიცვალა. გარდაცვლილია ბატალიონ “კარპატსკი სიჩის” მებრძოლი, 46 წლის ვიტალი ორბელაძე, მეტსახელად “გრუზინი”. მებრძოლი რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში, იზიუმში, 23 აპრილს მოკლეს. ბატალიონის ინფორმაციით, ვიტალი ორბელაძე კიევში ცხოვრობდა. მას მეუღლე, 6 შვილი და 4 შვილიშვილი დარჩა. შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკვე 10 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

მეტი...

,,მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას”- მარიუპოლის მერი

მარიუპოლის მერმა საქართველოს მოსახლეობას და მთავრობას უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ვადიმ ბოიჩენკომ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა. „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას, მთავრობას, ყველა მოქალაქეს, რომ დღეს უკრაინას ასე უჭერენ მხარს. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, თქვენგან, თქვენი ხალხისგან ვიღებთ დიდ მხარდაჭერას, დიდ დახმარებას, როდესაც ჩვენ პირდაპირ რკალში ვართ რუსული აგრესიისა. მიმდინარეობს, არ წყდება მოლაპარაკება, ჩვენ შეიძლება ითქვას ვსულდგმულობთ იმედით ისევე, როგორც მთელი ცივილიზებული სამყარო და ველით სასიხარულო ცნობას, როდის მოვა ის წუთი, როდესაც გავიგებთ, რომ ასობით ადამიანი, უამრავი დაჭრილი მიიღებს შანსს, რომ შეიქმნას დერეფანი და შეუნარჩუნდეთ სიცოცხლე“, – აღნიშნა ვადიმ ბოიჩენკომ.

მეტი...

,,უკრაინის სიმამაცე ისტორიას დარჩება ”- ლოიდ ოსტინი

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა უკრაინელების მიერ, ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად გაწეული სამუშაო შეაფასა. “უკრაინის საავადმყოფოები დაბომბეს, მათი მოქალაქეები დახვრიტეს, მათი შვილები ტრავმირებული არიან და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, მათ ბრწყინვალე სამუშაო შეასრულეს თავიანთი სუვერენიტეტის დასაცავად. უკრაინის სიმამაცე და უნარები სამხედრო ისტორიას დარჩება”, – წერს ლოიდ ოსტინი Twitter-ზე .

მეტი...

მსოფლიოში ფრინველის გრიპის ახალი შტამი იწყებს გავრცელებას

  უცხოური მედიის ინფორმაციით, ჩინეთში ფრინველის გრიპის შტამ H3N8-ის მსოფლიოში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ფრინველის გრიპის ახალი შტამი ხენანის პროვინციაში მცხოვრებ 4 წლის ბიჭს დაუდასტურდა, რაც მსოფლიოში პირველი პრეცედენტია. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ქვეყნის ჯანდაცვის სახელმწიფო კომისია. ცნობილია, რომ  ინფექციით, ძირითადად  ფრინველები ავადდებიან, თუმცა რიგ შემთხვევაში , ვირუსი ადამიანზეც გადადის. ვირუსის მასშტაბური ეპიდაფეთქება 2015 წელს მოხდა, როდესაც შტამ H5N1-ს 140 მილიონზე მეტი ფრინველი ემსხვერპლა.

მეტი...

,,დავბერდი”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალ ,,TIME-თან” ინტერვიუში ისაუბრა, თუ როგორ შეიცვალა ომის დაწყების შემდეგ. „გონებრივად, მორალურად დავბერდი. მორალური თვალსაზრისით, აბსოლუტურად მტკიცე ვარ, თუმცა დავბერდი მთელი ამ სიბრძნისგან, რომელიც არასდროს მსურდა. ეს არის სიბრძნე, რომელიც უკავშირდება დაღუპული ადამიანების რაოდენობასა და რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ წამებებს. მართალი გითხრათ, არასდროს მქონია ასეთი ცოდნის მიღწევის მიზანი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მეტი...

რუსული საოკუპაციო ჯარი დონბასში იერიშებს აგრძელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის  ინფორმაციით, რუსული საოკუპაციო ჯარი დონბასში იერიშებს კვლავ აგრძელებს. უწყების განცხადებით, რუსული  მხარე ახორციელებს საავიაციო, სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებს უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და უკრაინული ჯარის პოზიციებზე. ამასთან, რუსული ჯარი გადაჯგუფებას და დამატებითი ძალების მობილიზებას აგრძელებს.  

მეტი...

რუსეთი უკრაინაში „სპეცოპერაციას“ მაშინ დაასრულებს, როცა მიზანი შესრულდება

რუსეთის  საგარეო საქმეთა მინისტრი არ აკონკრეტებს როდის აპირებს მოსკოვი უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულებას, არც 9 მაისთან დაკავშირებით ამბობს რამეს და არც იმას, რომ ამ თარიღის უკრაინასთან დაკავშირებასაც აპირებენ. „სპეციალური ოპერაცია“ დასრულდება მაშინვე, როგორც კი მისი მიზნები მიიღწევა და რეალიზდება“ – ასეთია ლავროვის მოკლე პასუხი. მას მოლაპარაკების იმედიც არ აქვს და ამბობს, რომ ეს უკრაინის ინტერესებში არ შედის. „ისინი თუ წესიერი მომლაპარაკებლები იყვნენ, თუ ისინი უერთგულებდნენ იმას, რაზეც ეტაპობრივად შეთანხმდნენ, შეგვეძლო,  პროგრესისთვის მიგვეღწია“ – განმარტავს ლავროვი.  

მეტი...

რუსეთი მათ ემუქრება, ვინც უკრაინას იარაღით ამარაგებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ იარაღის ნებისმიერი გადაზიდვა უცხოეთიდან უკრაინაში, მათი სამიზნეა. ლავროვის განცხადებით, მათ ყველაფერი იციან, უკრაინაში ვინ რა შეიარაღებას გზავნის. „საზღვარგარეთიდან კიევში იარაღის ნებისმიერი გადაზიდვა, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე მდებარეობს, რუსეთის ფედერაციისთვის ლეგიტიმური სამიზნეა, რადგან ეს იარაღი გადაეცემა რეჟიმს, რომელიც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ომს აწარმოებს”, – განმარტავს   ლავროვი. მან არც ის უარყო, რომ მოსკოვმა იარაღის მარშრუტის კარგად იცის. „როგორც კი, ეს იარაღი უკრაინის ტერიტორიაზე აღწევს, ის  ჩვენი სპეცოპერაციის სამიზნე ხდება“, – განაცხადა ლავროვმა.

მეტი...

უკრაინელი პილოტი, რომელმაც ათობით რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო, მოკლეს

„კიევის აჩრდილი“ –  ეს იყო 29 წლის მაიორის, სტეფან ტარაბალკის ზედმეტი სახელი. ის უკრაინის დასაცავად შეუძლებელს აკეთებდა.  რუსული ვერტმფრენების ჩამოგდება სწორედ მის ანგარიშზეა. დღეს ის ცოცხალ არ არის. უკრაინული MiG-29-ის პილოტი რუსეთ-უკრაინის ომს შეეწირა. აწგარდაცვლილი პილოტი დაჯილდოებულია უკრაინის უმაღლესი მედლით მამაცობისთვის.  

მეტი...

„დიქტატურა რომ არ ყოფილიყო, შიშვლები ივლიდით“ – ლუკაშენკო კმაყოფილია

ბელორუსის პრეზიდენტი კმაყოფილია, რომ ქვეყანაშ დიქტატურა დაამყარა. „მადლობა ღმერთს, ჩვენთან დიქტატურაა“ – ტრაბახობს ლუკაშენკო და დიქტატურის საჭროებასაც მარტივად ხსნის. „ეს არის მთელი მთელი დემოკრატია. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენთან დიქტატურაა. თქვენ ყველა მე მაკრიტიკებთ –  დიქტატურა, დიქტატურა. სამაგიეროდ, წესრიგია ამ დიქტატურის დროს. დიქტატურა რომ არ ყოფილიყო, შიშვლები ივლიდით“, – განაცხადა ლუკაშენკომ მოსახლეობასთან შეხვედრისა.  

მეტი...

პასპორტის საფასური ორმაგდება

1 მაისიდან, საქართველოში  ბიომეტრიული პასპორტის საფასური იზრდება.  მთავრობის დადგენილებით, ბიომეტრიული პასპორტის საფასური 100 ლარის ნაცვლად 150 ლარი იქნება. ამ ფასად პაპორტს 10 დღეში დაგიმზადებენ. თუ პასპორტის უფრო სწრაფ ვადებში დჭირდებათმ საფასური კიდევ უფრო იზრდება. საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის განაცხადის შეტანიდან: ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი; ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 30 ლარი; გ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი…

მეტი...

პირადობის მოწმობის ფასი ორმაგდება

  1 მაისიდან, პირადობის მოწმობა 30 ლარის ნაცვლად 60 ლარი ეღირება. ეს არის მინიმალური საფასური, რაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობის 10 დღეში აღებას გულისხმობს. დოკუმენტის უფრო მოკლე ვადებში აღება კი უფრო ძვირი ეღირება. ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი; ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 20 ლარი; გ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 40 ლარი; დ) მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი…

მეტი...