ვირუსით 217 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 5 184 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 217 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 208 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  4.01%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 649 430.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 აპრილის  მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.01%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.82% ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.23%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 685 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 628 643.

 

მსგავსი თემები