„ვის გვერდით დგანან – ევროკავშირთან და უკრაინასთან თუ ფარულად პუტინის რეჟიმთან“ – ევროპარლამენტარი საქართველოზე

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი საქართველოსთან დაკავშირებით გზავნილს ავრცელებს და კითხულობს თუ ვის გვერდით დგას საქართველო.

„ჩვენ გვჭირდება ძალიან მკაფიო განცხადება საქართველოს ხელისუფლებისგან იმის შესახებ თუ ვის გვერდით დგანან – ევროკავშირთან და უკრაინასთან თუ ფარულად პუტინის რეჟიმთან. ჯერ კიდევ იმედი მაქვს,  რომ ისინი ჩვენს გვერდით დგანან. იმედი მაქვს, სანქციების გვერდის ავლის შესახებ ბრალდება მცდარია“,- აღნიშნავს ევროპარლამენტარი.

საუბარია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.

„სანქციების გვერდის ავლით, რუსეთის აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“,- აცხადებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში.

 

მსგავსი თემები