პუტინი გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრას დათანხმდა

კრემლში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ვლადიმერ პუტინი თანახმაა, გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს შეხვდეს. გაეროს გენერალური მდივანი 26 აპრილს მოსკოვში ჩავა, სადაც პრეზიდენტი პუტინი პირადად უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რო ანტონიო გუტერეშმა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს წერილი გაგზავნა და მათთან შეხვედრა ითხოვა.

მეტი...

ლიეტუვა ნატოს მეტ ჯარისკაცსა და თავდაცვას სთხოვს

​ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ნატოს მიმართავს და მოუწოდებს, აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის, ლიეტუვაში მეტი ჯარისკაცი გაგზავნოს. პრეზიდენტმა ნაუსედამ აღნიშნული საკითხი ვილნიუსში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანალენა ბაერბოკთან გამართულ შეხვედრაზე დააყენა.  მისი შეფასებით, აუცილებელია ნატო-ს ყოფნის გაძლიერება „სუვალკის დერეფანში“, რომელიც მდებარეობს ლიეტუვა-პოლონეთის საზღვარზე და ბელარუსს რუსეთის კალინინგრადის ანკლავთან აკავშირებს. ლიეტუვას პრეზიდენტმა უკრაინის დახმარების საკითხიც განიხილა და  აღნიშნა, რომ უკრაინისთვის შეიარაღების სწრაფი და ეფექტური მიწოდება შეიძლება ამ ომში გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს. „ყოყმანის დრო აღარ გვაქვს, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ გადამწყვეტად და სწრაფად“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მეტი...

საფრანგეთი უკრაინას ჰაუბიცებს უგზავნის

საფრანგეთი უკრაინას დახმარების მორიგ პარტიას უგზავნის. ამჯერად, უკრაინა საფრანგეთისგან „სეზარის“ ტიპის თვითმავალ ჰაუბიცებს მიაწვდის. პარალელურად, საფრანგეთში უკრაინელი სამხედრო პირები გაემგზავრებიან, რომლებსაც ფრანგი სპეციალისტები სისტემის მართვას ასწავლიან.  

მეტი...

შარლ მიშელი პუტინს მოუწოდებს სააღდგომოდ „მწვანე დერეფანი“ უზრუნველჰყოს

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს, სადაც ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებ წერს. „პრეზიდენტ პუტინს ტელეფონით ვესაუბრე.  მოვუწოდე ჰუმანიტარული წვდომის და მარიუპოლიდან და ალყაში მოქცეული სხვა ქალაქებიდან მოქალაქეების უსაფრთხო გასვლის დაუყოვნებლივ უზრუნველყოფისკენ, მით უფრო, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით“ – აცხადებს პრეზიდენტი მიშელი. მისივე შეფასებით, უკრაინის სუვერენიტეტი ურყევია. „მტკიცედ გავიმეორე ევროკავშირის პოზიცია: უკრაინისა და მისი სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა, დაგმობა და სანქციები რუსეთის აგრესიის გამო. ჩვენი ერთიანობა, პრინციპები და ღირებულებები ხელშეუხებელია,“- წერს პრეზიდენტი მიშელი. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი მიშელი უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც საკუთარი თვალით ნახა რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკე.  

მეტი...

კრემლი პრეზიდენტების შეხვედრის გაჭიანურებაში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს

მოსკოვი თითს კიევისკენ იშვერს და აცხადებს, რომ პუტინსა და ზელენსკის შეხვედრა სწორედ უკრაინულ მხარეზეა დამოკიდებული. კერძოდ, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შედეგებზე, რომელშიც, რუსეთის მტკიცებით, კიევს თანმიმდევრულობა არ გამოუჩენია. „შარლ მიშელის მოწოდებაზე ვლადიმირ ზელენსკისთან პირდაპირი კონტაქტის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულია რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში კონკრეტულ შედეგებზე. პროცესში  უკრაინული მხარე შეუსაბამობას ავლენს და არ არის მზად ორმხრივი გადაწყვეტილებების მისაღებად“, – ვკითხულობთ კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის აღნიშნულის თაობაზე ევროპის საბჭოს პრეზიდენტ მიშელთანაც ისაუბრა. „რუსეთის პრეზიდენტმა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად მიმდინარე ღონისძიებებზე, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე და საბრძოლო…

მეტი...

რუსეთი უკრაინას მშვიდობიანი მოქალაქეებით ევაჭრება

რუსული მხარე თანახმაა, უკრაინას განადგურებული „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესაძლებლობა მისცეს. არსებობს ერთი პირობა – მოსახლეობას გვირაბებიდან იმ შემთხვევაში გამოიყვანენ, თუ უკრაინელი სამხედროები იარაღს დაყრიან და რუსებს ჩაბარდებიან. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადებით, რუსეთი ნებისმიერ დროს მზად არის, გამოაცხადოს ჰუმანიტარული პაუზა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის. „ცეცხლის შეწყვეტა დაიწყება უკრაინული ძალების მიერ თეთრი დროშების აღმართვის შემთხვევაში. თუ ასეთი ნიშნები „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის რომელიმე ნაწილში დაფიქსირდება, რუსეთის შეიარაღებული ძალები დაუყოვნებლივ შეწყვეტენ საომარ მოქმედებებს და უზრუნველყოფენ უსაფრთხო გასასვლელს “, – რუსეთის თავდაცვაში. შეგახსენებთ, რომ „აზოვსტალის“ ქარხანას უამრავი სამოქალაქო პირი აფარებს თავს.…

მეტი...

„სააკაშვილს 1 საათი სეირნობა შეუძლია, თუმცა უარს აცხადებს“ – პენიტენციური სამსახური

​პენიტენციური მიხეილ სააკაშვილის უფლებრივ და ჯანდაცვის მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, პატიმარი სააკაშვილი რიგ მომსახურებაზე უარს აცხადებს. „პატიმრობის კოდექსის“ საფუძველზე ნებისმიერი სხვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მსგავსად, მ.სააკაშვილსაც ეძლევა შესაძლებლობა იმყოფებოდეს სუფთა ჰაერზე პენიტენციური დაწესებულების მიერ გამოყოფილ სასეირნო სივრცეში დღის განმავლობაში არანაკლებ 1 საათით, თუმცა თავად მსჯავრდებული მისთვის მინიჭებული ამ უფლების გამოყენებაზეც უარს აცხადებს. მსჯავრდებულს პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პერიოდში ჩატარებული აქვს მრავალი კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები, მათ შ ორის, მიმდინარე წლის 06 მარტს მ.სააკაშვილს არსებული რესპირატორული სიმპტომების გამო ჩაუტარდა PCR ტესტირება, თუმცა კორონავირუსი არ დაუდასტურდა. საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს გავრცელებული ინფორმაცია, რომ…

მეტი...

“მსჯავრდებული სააკაშვილი, შერჩევითად უარს აცხადებს რიგ კვლევებზე” – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში

​პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სამსახურში ამბობენ, სააკაშვილის ჯანმრთელობასა და არასათანადო მომსახურებაზე ინფორმაცია უსაფუძვლოა და მისი სამოქალაქო კლინიკაში ან საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძველი არ არსებობს. „უსაფუძვლოა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და არასათანადო სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით. მ.სააკაშვილი პენიტენციურ სისტემაში მოთავსების დღიდან ინტენსიური, 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო სერვისით, მკურნალი ექიმისა და ადგილზე არსებული სამედიცინო პერსონალის უშუალო ზედამხედველობასთან ერთად, უტარდება სხვადასხვა ექიმ-სპეცილისტის კონსულტაცია (ფსიქიატრი, დერმატოლოგი, უროლოგი, ჰემატოლოგი, გასტროენტეროლოგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი). დანიშნული აქვს და მიეწოდება შესაბამისი…

მეტი...

იაპონია კურილიის კუნძულებს რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულად აღიარებს

იაპონიასა და რუსეთს შორის ურთიერთობები ჩიხში შედის. იაპონიამ ოთხი კუნძული რუსეთის მხრიდან უკანონოდ აღიარებულად აღიარა, რასაც რუსეთის აგრესია მოჰყვა. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტში, რომელიც უკვე გამოქვეყნდა, ის ოთხი კუნძული, რომლიც რუსეთს აქვს დაკავებული და რუსეთი სამხრეთ კურილიას უწოდებს, „ჩრდილოეთის ტერიტორიებად“ მოიხსენია. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აღნიშნულ კუნძულებს ქვეყანა იაპონიის ტერიტორიებად განიხილავს, რომელზეც მას სუვერენული უფლება გააჩნია, თუმცა ამ ეტაპზე, ოკუპირებულია რუსეთის მიერ. აღნიშნულს კრემლშიც გამოეხმაურნენ და იაპონია „არამეგობრული ქვეყნების“ ჩამონათვალში შეიყვანეს. რუსეთი იაპონიას „არამეგიბრულ ქვეყნად“ აცხადებს  

მეტი...

რუსეთი იაპონიას „არამეგიბრულ ქვეყნად“ აცხადებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განაცხადებით, იაპონია რუსეთისთვის არამეგობრულ ქვეყნად იქცა. შესაბამისად, კრემლი მასთან მოლაპარაკების გაგრძელებას შეუძლებლად მიიჩნევს. პესკოვის გაღიზიანება იაპონიის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულმა დოკუმენტმა გამოიწვია, სადაც კურილიის  კუნძულები რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულად არის მოხსენიებული. „როდესაც იაპონია გახდა არამეგობრული ქვეყანა და შეუერთდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მტრული ქმედებების მთელ რიგს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია საუბარი მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებაზე. ოთხივე კუნძული რუსეთის ფედერაციის განუყოფელი ტერიტორიაა“ – განმარტავს პესკოვი.  

მეტი...

გერმანია რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას დაუშვებლად მიიჩნევს

ნატო არ უნდა გახდეს კონფლიქტის მხარე და ამ დაპირისპირებაში არ უნდა ჩაერთოს – ასეთის გერმანიის პოზიცია, რომელსაც კანცლერი აჟღერებს. ოლაფ შოლცის განცხადებით, ნატო-მ თავიდან უნდა აიცილოს რუსეთთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება. კანცლერის შეფასებით, კონფლიქტი მესამე მსოფლიო ომამდე არ უნდა მივიდეს. „თითოეული ნაბიჯი ძალიან ფრთხილად უნდა განვიხილოთ და მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან. ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია ნატო-ს მიმართ ესკალაციის თავიდან აცილება. ეს ცხადი რეალობაა “, – აცხადებს ოლაფ შოლცი.

მეტი...

,,ქვეყანაში მორალი რომ არსებობდეს, დღეს მიშა რომელიმე კლინიკაში უნდა იყოს” – ნიკოლოზ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი “ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანა სასწრაფოდ უნდა მოხდეს. მიხეილ სააკაშვილის მამა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს დეპოლარიზაციისთვის მყისიერი ნაბიჯები გადადგას. ,,მორალი არ არის ქვეყანაში, მორალი რომ იყოს, დღეს მიშა უნდა იყოს უკვე რომელიმე კლინიკაში. იმედი მაქვს ჩემი თავის, ოჯახის, ძმების. ეს არის ფაქტიურად ის გუნდი, რომელიც სათავეში უნდა ედგეს მისი გათავისუფლების პროცესებს. მოვისმინე ქალბატონი ზურაბიშვილის ესეთი ფრაზა: “პოლარიზაცია მოხდება” – ნურას უკაცრავად, ქალბატონო პრეზიდენტო, კი არ მოხდება, პირიქით,  დეპოლარიზაცია მოხდება”, – აცხადებს ნიკოლოზ სააკაშვილი. ნიკოლოზ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა…

მეტი...

ავსტრიის კანცლერმა ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია

საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე ავსტრიის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობა და საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის კარლ ნეჰამერის სატელეფონო საუბრის მთავარი განსახილველი საკითხები. ირაკლი ღარიბაშვილმა და კარლ ნეჰამერმა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე მოსაზრებები და ინფორმაცია გაცვალეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს უკრაინელი მეგობრების როგორც ჰუმანიტარულ, ისე პოლიტიკურ მხარდაჭერას ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე. მთავრობის მეთაურმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და ევროკავშირში წარდგენილ გაწევრიანების განაცხადზე…

მეტი...

“მედვედჩუკი ახლა გვაძლევს ჩვენებებს, ყვება ყველაფერს, რაც მოხდა, ვისთან მუშაობდა”- ოლექსი დანილოვი

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განაცხადებით, უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი და პრორუსული პარტიის ლიდერი ვიქტორ მედვედჩუკი ახლა იკითხება. მისი ინფორმაციით, მედვედჩუკი ჩვენებებს იძლევა, თუ ვისთან მუშაობდა და რა დავალებებს ასრულებდა. “მედვედჩუკი ახლა გვაძლევს ჩვენებებს, ყვება ყველაფერს, რაც მოხდა, ვისთან მუშაობდა, როგორ გამოიმუშავებდა.  მედვედჩუკი აქ  “რუხი კარდინალი” უნდა ყოფილიყო, როგორც იყო მთელი ცხოვრება, კუჩმას დროდან დაწყებული.  ჩვენს უსაფრთხოების სამსახურს რომ კუჩმას დროიდან ნაყოფიერად და ხარისხიანად ემუშავა, მედვედჩუკი კუჩმას დროიდან უკვე გისოსებს მიღმა იქნებოდა,”- აღნიშნა დანილოვმა. უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინული მხარე მზადაა დაკითხვების შემდეგ მედვედჩუკი უკრაინელ ტყვეებში გაცვალოს. “თუ იქნება შესაძლებლობა და აუცილებლობა, რომ ეს ნაბიჭვარი…

მეტი...

,,უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხელი შეუშალეს რუსეთის მიერ მათი ქვეყნის დაპყრობას”- ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი “ტვიტერზე” განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ პუტინმა აგრესიულ ომში, თავისი გრანდიოზული ამბიციები ვერ განახორციელა. “პრეზიდენტი ზელენსკი და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ხელისუფლებაში რჩებიან, ხოლო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებსაც შეუერთდნენ მამაცი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობა, ხელი შეუშალეს რუსეთის მიერ მათი ქვეყნის დაპყრობას,”- წერს ბაიდენი. ბაიდენის განცხადებით, შტატების და მისი მოკავშირეების ერთობა მოწმობს, რომ პუტინი ვერასდროს შეძლებს უკრაინის ოკუპაციას.

მეტი...

უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნები გზებზე არსებული საფრთხის გამო არ გაიხსნება

უკრაინის რეინტეგრაციის მინისტრის განცხადებით, დღეს უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნები არ გაიხსნება. ამის მიზეზად ირინა ვერეშჩუკი საბრძოლო მოქმედებების ზონაში არსებულ რთულ მდგომარეობას ასახელებს. „გზებზე უსაფრთხოება დაცული არ არის, ამიტომ დღეს ჰუმანიტარული დერეფნები არ გაიხსნება. მე მივმართავ ყველას, ვინც ელოდება ევაკუაციას. გამაგრდით, მოთმინება მოიკრიბეთ!“ – ა​ღნიშნა ვერეშჩუკმა.  

მეტი...

აშშ-ს დელეგაცია ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისში მყოფი აშშ-ს კონგრესის დელეგაცია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სენატორებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოსთვის, დემოკრატიული ინსტიტუტების, სასამართლოს და ეკონომიკის გაძლიერების გზაზე. “ძალიან კონსტრუქციული და პოზიტიური შეხვედრა გვქონდა. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიას, დემოკრატია მოითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, დამოუკიდებელ სასამართლოს, უსაფრთხოებას და ძლიერ ეკონომიკას. საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში შეერთებული შტატები მუდმივად დებდა ინვესტიციას ამ მიმართულებით. მოსამართლეების გადამზადებაში, უსაფრთხოების მხარდაჭერაში, ეკონომიკისა და განვითარების ინვესტიციებში, თუკი პოზიტიური გზა უნდა იყოს ევროკავშირის წევრობისკენ საჭიროა რეფორმების გაგრძელება მთავრობასა და საზოგადოებაში. ჩვენ ვაფასებთ აქ პრესის თავისუფლებას,”…

მეტი...

ვირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 795 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 161 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარა – 9, იმერეთი – 20, ქვემო ქართლი – 9, შიდა ქართლი – 7, გურია – 8, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 4, კახეთი – 13, მცხეთა-მთიანეთი -1, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

მეტი...

ვირუსით 161 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 18 178 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 161 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 301 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  0.89%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 654 076. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.23% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.12%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 301 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 635 291.

მეტი...

რუსეთი ანექსირებული ყირიმის ჩაკეტვას აპირებს – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი ანექსირებული ყირიმის ჩაკეტვას აპირებს. კიევში მიიჩნევენ, რომ ამ აკრძალვის მიზანია, არ ჩაიშალოს საგაზაფხულო გაწვევა. გენშტაბში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსეთის 58 არმიის შემადგენლობაში შემავალი 136-ე მოტომსროლელმა ბრიგადის ტაქტიკურმა ქვედანაყოფმა კურახოვსკის მიმართულებით მოქმედების დროს დიდძალი დანაკარგი განიცადა. საუბარია 250 ადამიანზე და 10 ერთეულ რეაქტიულ სისტემაზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, 20 აპრილს ნოვოაიდარის საავადმყოფოში გადაიყვანეს 220 რუსი სამხედრო და 50 დაღუპული ოკუპანტის ცხედარი. როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რუსეთის არმია აგრძელებს შეტევას ზარეჩნის რაიონში. რუსი სამხედროები აგრძელებენ ხარკოვის ბლოკირებას, ისვრიან უკრაინელი სამხედროების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების…

მეტი...

ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსში მგზავრმა მგზავრი დაჭრა

თბი­ლის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე, N359 ავ­ტო­ბუს­ში მგზავ­რმა მგზავ­რი დაჭ­რა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერთ-ერთი თვითმხილველი ავრცელებს. რო­გორც, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რე­ბე­ლი წერს, “სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში 65 წლის მა­მა­კაც­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე მო­ქა­ლა­ქეს ორ­ჯერ ეს­რო­ლა. სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა შე­ნიშ­ვნის ნი­ა­დაგ­ზე და­ი­წყო, როცა ახალ­გაზ­რდა ბიჭ­მა 65 წლის კაცს მი­უ­თი­თა, რომ მისი ზურგჩან­თა უხე­შად ეხე­ბო­და მცი­რე­წლო­ვანს. კაც­მა ბო­დი­ში მო­ი­ხა­და, თუმ­ცა ახალ­გაზ­რდა ბიჭი არ შე­ეშ­ვა. და­პი­რის­პი­რე­ბა 15-20 წუთი გაგ­რძელ­და, რის შემ­დე­გაც 65 წლის ოთხჯერ ნა­სა­მარ­თლევ­მა (მი­სი­ვე თქმით) კაც­მა ორ­ჯერ ეს­რო­ლა ახალ­გაზ­რდა ბიჭს. პო­ლი­ცია ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბი­დან 6-7 წუთ­ში მი­ვი­და და­ნა­შა­უ­ლის ად­გილ­ზე, ხოლო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ორ­ჯერ გა­ის­რო­ლა მე­ო­რე ადა­მი­ა­ნის მი­სა­მარ­თით…

მეტი...

,,რუსეთმა უნდა უზრუნველყოს უკრაინის ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი”- რუსეთის ელჩი

,,რუსეთმა უნდა უზრუნველყოს უკრაინის ნეიტრალური და არაბირთვული ქვეყნის სტატუსი – აღნიშნულ განცხადებას  შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩი აცხადებს. ანატოლი ანტონოვის განცხადებით, ე.წ სპეციალური ოპერაციის მიზანი უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა. რუსეთის ელჩი “ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაციაში” რუსეთისთვის დამკვირვებლის სტატუსის შეჩერებასაც აფასებს. მისი განმარტებით, ეს დიდი შეცდომაა და  ორგანიზაციას ასუსტებს. ანტონოვი აცხადებს, რომ რუსეთი დაინტერესებულ პარტნიორებთან ურთიერთ სასარგებლო სავაჭრო, ეკონომიკურ და სხვა კავშირებს დაამყარებს.

მეტი...

აშშ-ის შემდეგ, უკრაინას მორიგ დახმარებას გერმანიაც უგზავნის

ომის შედეგად დანგრეული უკრაინის აღსადგენად გერმანია 37 მილიონ ევროს გამოყოფს. თანხა, სრულად ომის შედეგად განადგურებული უკრაინის აღდგენას მოხმარდება. როგორც ადგილობრივი მედია ავრცელებს ინფორმაციას, 22,5 მილიონი ევრო უკრაინის ელექტროსისტემის განახლებას მოხმარდება, ხოლო 14,4 მილიონი საცხოვრებელი სახლების აღდგენასა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად იქნება გამოყოფილი.

მეტი...

,,საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია”- ნედ პრაისი

საქართველო არის აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა. ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, თუ რა კონკრეტულ სამხედრო ან ეკონომიკურ დახმარებას განიხილავს აშშ, თუ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ მორიგ სამხედრო აგრესიას განახორციელებს ან მოახდენს საქართველოს ტერიტორიის ანექსიას, პრაისმა განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. „საქართველო არის აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ ვაჩვენეთ საქართველოს მხარდაჭერა და ეს პარტნიორობა სხვადასხვა გზით, მათ შორის უკანასკნელ თვეებში. არ განვავრცობ ჰიპოთეზებს, რა შეიძლება ვიხილოთ მოსკოვის მხრიდან, თუმცა ვიტყვი, რომ ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, და მათ შორის უკრაინის მაგალითზე, რომ აშშ ამ რეგიონში…

მეტი...

რუსეთი აღდგომის დღესასწაულზე ცეცხლს არ შეწყვეტს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული მხარე უარს აცხადებს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საომარი მოქმედებები შეწყვიტოს. „სამწუხაროდ, რუსეთმა უარყო წინადადება სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ეს ძალიან კარგად აჩვენებს, თუ როგორ ეპყრობიან რუსეთის ლიდერები ქრისტიანულ რწმენას, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს. მაგრამ ჩვენ იმედს ვიტოვებთ. ვიტოვებთ მშვიდობის იმედს, იმედს, რომ სიცოცხლე დაამარცხებს სიკვდილს“, – აცხადებს პრეზიდენტი.  

მეტი...

„ჩვენ გვყავს დაჭრილები და დაღუპულები ბუნკრებში“ – აზოვის პოლკი

აზოვის პოლკის ინფორმაციით, „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე დაჭრილები და გარდაცვლილები არიან, რომელთა გაყვანა ვერ ხერხდება. როგორც აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი აცხადებს, ქარხნის ტერიტორია თითქმის მიწასთან არის გასწორებული. “აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ყველა შენობა პრაქტიკულად განადგურებულია. ისინი ყრიან ბომბებს, ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებს, რაც იწვევს უზარმაზარ ნგრევას. ჩვენ გვყავს დაჭრილები და დაღუპულები ბუნკერებში. მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილი დანგრეული შენობების ქვეშ რჩება. სანამ ჩვენ აქ ვართ, მარიუპოლი უკრაინის კონტროლის ქვეშაა“ – აცხადებს პალამარი.  

მეტი...