“მკვლელები, ჯალათები, მოძალადეები” – ამ სისასტიკის სანახავად ზელენსკი სარკოზის და მერკელის უკრაინაში იწვევს

ოკუპანტების მიერ ბუჩაში განხორციელებული სისასტიკე ყველამ უნდა ნახოს, აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და განსაკუთრებულ მიწვევას ნიკოლ სარკოზისა და ანგელა მერკერის უგზავნის.

„ვინც ეს სისასტიკე ჩაიდინა, ისინი არიან მკვლელები, ჯალათები, მოძალადეები, მოროდიორები“ – აცხადებს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში, ირპენსა და ჰოსტომელში მოკლულია მშვიდობიანი მოსახლეობა, ბავშვები, მოხუცები.

„მეტი დასკვნებია საჭირო, არა მარტო რუსეთზე, ასევე იმ პოლიტიკურ ქცევაზე, რამაც რეალურად დაუშვა ეს ბოროტება ჩვენს მიწაზე.  ბუქარესტში ნატო-ს სამიტის მეთოთხმეტე წელია. მაშინ გაჩნდა შანსი, რომ უკრაინა გამოსულიყო „ნაცრისფერი ზონიდან“ აღმოსავლეთ ევროპაში, იმ „ნაცრისფერი ზონიდან“, რომელშიც მოსკოვს ჰგონია, რომ ყველაფრის უფლება აქვს. 2008 წელს, უკრაინის ალიანსში მიღებაზე უარი იმალებოდა. იმალებოდა ზოგიერთი პოლიტიკოსის უაზრო შიში რუსეთის მიმართ. ისინი ფიქრობდნენ, რომ უკრაინაზე უარის თქმით შეძლებდნენ რუსეთის დამშვიდებას. ამ მცდარი გამოთვლებიდან 14 წლის შემდეგ უკრაინა გადაურჩა რევოლუციას და დონბასში რვაწლიან ომს. ახლა კი ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე საშინელ ომში“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

„ნაპოვნია გაუპატიურებული ქალები, რომელთა დაწვასაც აპირებდნენ“ – არესტოვიჩი

მსგავსი თემები