პრეზიდენტმა ზელენსკიმ ევროკავშირის წარმომადგენელს კითხვარი ჩააბარა

უკრაინამ ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზაზე პირველი დავალება შეასრულა და ევროკავშირის დელეგაციას შევსებული კითხვარი ჩააბარა.  პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინაში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს – მატი მაასიკასს დოკუმენტი პირადად გადასცა, რითაც მზაობა ევროკავშირში გაწევრიანებაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა. უკრაინის მოლოდინია, რომ კანდიდატის სტატუსს მალე მოიპოვებენ. „გვჯერა, რომ მხარდაჭერას მოვიპოვებთ და გაწევრიანების კანდიდატი გავხდებით. ამის შემდეგ, დასკვნითი ეტაპი დაიწყება. იმედი გვაქვს, რომ ეს უახლოეს კვირებში მოხდება“ – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. შეგახსენებთ რომ კითხვარი საქართველომაც მიიღო, თუმცა, ჯერ ის შევსებული არ არის. საქართველოს დრო მაისამდე აქვს.  

მეტი...

მოლდოვა უკრაინას ვერ დაეხმარება

„მოლდოვა სამხედრო ტექნიკით ისე არ არის აღჭურვილი, რომ უკრაინას დახმარება გაუწიოს“ – აცხადებს მოლდოვის პრემიერი. როგორც ნატალია გავრილიცა აცხადებს, მოლდოვა უკრაინელ ლტოლვილებს იღებს და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. „მოლდოვა მხარს უჭერს უკრაინას და მის მოქალაქეებს სხვაგვარად – ლტოლვილების მიღებით, ჰუმანიმოტარული დახმარების გაწევით, საბანკო და ფინანსურ სექტორში ყველა საერთაშორისო სანქციის დაცვით. დღესაც უკრაინიდან დევნილი 90 ათასზე მეტი ადამიანი რჩება მოლდოვაში. ჩვენ ვუწევთ მათ ყველა საჭირო დახმარებას. რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, არიან ქვეყნები, რომლებიც ბევრად უკეთ არიან აღჭურვილი და განვითარებული, რომელთაც დახმარების აღმოსაჩენად ეკონომიკური და ენერგეტიკული შესაძლებლობები გააჩნიათ“, – განმარტავს პრემიერი.

მეტი...

„რუსეთმა გაუძლო დასავლეთის სანქციების“ – პუტინი კმაყოფილია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კმაყოფილია, რომ დასავლეთის სანქციებმა არ გაამართლა და რუსეთის არ ჩამოიშალა. როგორც პუტინი აცხადებს, რუსეთმა სანქციების წნეხს გაუძლო. „გათვლა იყო სწრაფად შეერყიათ ჩვენს ქვეყანაში ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა, გამოეწვიათ პანიკა ბაზრებზე, კოლაფსი  საბანკო სისტემაში, საქონლის დიდი დეფიციტი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის მიმართ ასეთი პოლიტიკა ჩავარდა. უფრო მეტიც, სანქციებმა უკვალოდ არ ჩაიარა თავად ინიციატორებისთვისაც. ვგულისხმობ ინფლაციისა და უმუშევრობის ზრდას, ეკონომიკური დინამიკის გაუარესებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში, ევროპელების ცხოვრების დონის შემცირებას, მათი დანაზოგების დევალვაციას. რუსეთმა გაუძლო ამ უპრეცედენტო წნეხს. ვითარება სტაბილიზირდება“, – აცხადებს პუტინი.  

მეტი...

ბრიტანელი მძევალი მედვედჩუკში გადაცვლას ითხოვს

უკრაინელი ოლიგარქის, პუტინის გარემოცვის წევრის და ნათესავის – ვიქტორ მედვედჩუკის ვიდეოს გავრცელების შემდეგ, რუსეთმა უკრაინაში დაკავებული ბრიტანელი მძევლის ვიდეოც გაავრცელა. შონ პინერი ბორის ჯონსონს მიმართავს და ითხოვს, ის მედვედჩუკში გაცვალონ. „ვისურვებდი მიმემართა მთავრობისთვის, რომ შინ დამაბრუნონ. ძალიან მინდა ცოლთან შეხვედრა. ბატონო ჯონსონ, მე შონ პინერი ვარ. რამდენადაც ვიცი, ვიქტორ მედვედჩუკი დაპატიმრებულია და მე და ჩემთა ერთად მყოფ ასლინს გვინდა მოგმართოთ, რომ მასში გაგვცვალოთ. მადლიერები დაგრჩებით, თუ ამ საკითხში დახმარებას აღმოგვიჩენთ. ჩვენ გვაჭმევენ და გვასმევენ. გთხოვთ, ხელი შეუწყვეთ ჩვენს მედვედჩუკში გადაცვლას“ – აცხადებს ვიდეომიმართვაში ბრიტანელი მძევალი. შეგახსენებთ, რომ დღეს სამშობლოს ღალატისთვის…

მეტი...

ევროპისა და გორგასალის მოედნების მიმდებარედ გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა

  დედაქალაქის მერიამ მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რის გამოც, ევროპისა და გორგასალის მოედნების მიმდებარედ სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა. მეტეხის ხიდზე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება ძველი მიმართულებების შესაბამისად, შეზღუდულად შეეძლებათ. კერძოდ, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ამომსვლელი პანდუსიდან, ევროპის მოედნიდან და მეტეხის აღმართიდან, გორგასალის მოედნისა და კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით. სატრანსპორტო საშუალებებისთვის ევროპის მოედნის მიმართულებით, შეზღუდულად გადაადგილება ასევე, შესაძლებელი იქნება გორგასალის მოედნიდან. სარეაბილიტაციო სამუშაოების განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უცვლელი მარშრუტით გადაადგილდება.

მეტი...

მთავარი საფრთხე: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია – რა წერია სუს-ის ანგარიშში?!

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანგარიშით, რომელიც პარლამენტში შევიდა, საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენს. „2021 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ რჩებოდა უკანონოდ განლაგებული რუსული მძიმე შეიარაღება და სამხედრო კონტინგენტი, ადგილზე მიმდინარეობდა ინტენსიური სამხედრო წვრთნები და მილიტარიზაციის პროცესი. საანგარიშო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გრძელდებოდა ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკა. 2021 წლის განმავლობაში, ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, კვლავ მძიმე იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობა, გრძელდებოდა მათი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა“, – ვკითხულობთ სუს-ის ანგარიშში. ამავე ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსულ სამხედრო…

მეტი...

აღდგომის ღამეს მეტრო 00:00-დან 04:00 საათამდე იმუშავებს

„აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად იმუშავებს. კერძოდ, 23 აპრილის ღამის 12 საათიდან 24 აპრილის დილის 4 საათამდე. გარდა ამისა, 24 და 25 აპრილს დილის რვიდან საღამოს რვა საათამდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებს“, – ამის შესახებ თბილისი მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მოახლოვდა აღდგომის დღესასწაული და მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია 23, 24 და 25 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით. აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად იმუშავებს, რადგან ბევრი ადამიანი მიდის ეკლესიაში, ესწრება წირვას, გვიან სრულდება ეს ყველაფერი და ისინი შესაბამისად, სახლში დაბრუნებას საჭიროებენ. ჩვენ ვიზრუნეთ მათზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველანაირად…

მეტი...

,,სამწუხაროდ, უკრაინული მხარე  თანმიმდევრულობას არ ავლენს”- დიმიტრი პესკოვი 

,,უკრაინული მხარე რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებში მიღწეულ შეთანხმებებში სტაბილურობას არ ავლენს და  თავის პოზიციას ცვლის,” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის ინფორმაციით, მოლაპარაკების პროცესში პროგრესი არ შეიმჩნევა და სამხედრო ოპერაცია გრძელდება. ​„სპეცოპერაცია გრძელდება. პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ კოსმოსურ სადგურში ყოფნისას განაცხადა, რომ ეს გეგმის მიხედვით მიდის და ამავდროულად, ნამდვილად, მოლაპარაკების პროცესის ფარგლებში ექსპერტების დონეზე კონტაქტები გრძელდება. მინდა გავიხსენო პრეზიდენტის სიტყვები, რომ სამწუხაროდ, უკრაინული მხარე დიდ თანმიმდევრულობას არ ავლენს შეთანხმებულ პუნქტებში. პოზიცია ხშირად იცვლება. რა თქმა უნდა, მოლაპარაკების პროცესში პროგრესის დინამიკა უკეთესის სურვილს ტოვებს, მაგრამ სამხედრო ოპერაცია გრძელდება“, – განაცხადა პესკოვმა.  

მეტი...

პროგრამა, რომელიც მცირემიწიან ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შეძენაში დაეხმარება

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა დღეს მთავრობის მიერ მიღებული ჩვენი ფერმერების მხარდასაჭერად – დამტკიცდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მქონე ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მიზანია მცირემიწიან ფერმერებს დავეხმაროთ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შეძენაში“, – განაცხადა მინისტრმა ოთარ შამუგიამ. მინისტრის ინფორმაციით, 1 ჰექტარზე 300 ლარიანი დახმარება გაიცემა. „მცირემიწიან ფერმერებს შედარებით ნაკლებად აქვთ წვდომა შეღავათიან ფინანსურ რესურსებზე. აქედან გამომდინარე, იმ პირობებში, როცა გაზრდილია ფასები სასუქებზე, პესტიციდებზე და სხვა საქონელზე, მათ სჭირდებათ მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ,  მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ახალი პროგრამის დამტკიცების შესახებ. პროგრამის ფარგლებში, პრემიერის გადაწყვეტილებით, ფერმერები მიიღებენ 300 ლარიან დახმარებას 1 ჰექტარზე  გადაანგარიშებით. დამეთანხმებით,…

მეტი...

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილების ჩაბარების წესი შეიცვალა

„სამშენებლო ობიექტზე თბილისის მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილების ჩაბარების წესი შეიცვალა“  – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თუ მშენებლობის მწარმოებელი პირი მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილების ჩაბარებაზე უარს ამბობს, იგი ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას განთავსდება და ჩაბარებულად ჩაითვლება. „პრობლემა გვქონდა სამშენებლო ზედამხედველობის განხორციელების პროცესში გადაწყვეტილებების ჩაბარებასთან, მის ძალაში შესვლასა და აღსრულებასთან დაკავშირებით. ადრესატი ხშირად უარს აცხადებდა მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილების ჩაბარებაზე. გამოვიყენეთ უკვე არსებული პრაქტიკა. კერძოდ, გადაწყვეტილება ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას განთავსდება და ის უკვე ჩაბარებულად ჩაითვლება. ასევე, მოჰყვება ყველა ის სამართლებრივი შედეგი, რაც გათვალისწინებულია კანონმდებლობით“, – განაცხადა კახა…

მეტი...

მედვედჩუკი პუტინს და ზელენსკის თხოვნით მიმართავს

უკრაინაში ღალატის ბრალდებით დაკავებული, პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი, პუტინს და ზელენსკის მიმართავს და მარიუპოლში მცხოვრებ ადამიანებში საკუთარი თავის გაცვლას სთავაზობს. “მინდა მივმართო პრეზიდენტ პუტინს და პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნით, უკრაინულმა მხარემ გამცვალოს  მარიუპოლის მცხოვრებლებსა და ქალაქის მცველებში, რომლებსაც არ შეუძლიათ ქალაქი ჰუმანიტარული კორიდორის საშუალებით დატოვონ” – აცხადებს მედვედჩუკი საკუთარ ვიდეომიმართვაში. პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში 12 აპრილს დააკავეს. მას სახელმწიფო ღალატში ედება ბრალი. შეგახსენებთ, რომ მედვედჩუკის ტყვეებში გაცვლა პრეზიდენტმა ზელენსკიმაც მოითხოვა, თუმცა, რუსული მხარისგან უარი მიიღო. „გაცვალეთ ეს თქვენი ბიჭი ჩვენს ბიჭებსა და გოგოებზე“ – პრეზიდენტი რუსეთს…

მეტი...

დედაქალაქის მერის საკანონმდებლო ინიციატივა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო, რაც სამშენებლო სამუშაოების დროს საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულების, 2023 წლის იანვრამდე გადავადებას გულისხმობს. „როგორც ჩანს, სამშენებლო რეფორმის გარკვეული დეტალები ვერ გაითავისა სამშენებლო სექტორმა, რის გამოც, დაიწერა ძალიან ბევრი ჯარიმა. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი იყო არა მშენებლების დაჯარიმება, არამედ სფეროს მოწესრიგება. შესაბამისად, ვიდრე ნორმის სრულფასოვანი შესრულების ეტაპზე გადავალთ, საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ ინიციატივა, რათა მოხდეს საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულების გადავადება წლის ბოლომდე, ხოლო იმ პირებს, ვინც პირობების შეუსრულებლობის გამო უკვე დაჯარიმდნენ, ჯარიმები ჩამოეწეროთ,”- განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, მომავალი წლიდან საეტაპო ოქმების…

მეტი...

„სანქციების კუთხით, ჩვენ არ გვაქვს ისეთი ინსტრუმენტები, რომლითაც,  შეიძლება, ეფექტი მოვახდინოთ რუსეთის გადაწყვეტილებებზე“ – პაპუაშვილი

„მთავარი უკრაინისთვისაც და ჩვენთვისაც არის შემდეგი – საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს ექნება შესაძლებლობა, სანქციებს გვერდი აუაროს“, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილი. მისი თქმით, უკრაინაში ვიზიტისას საუბარი სანქციების საკითხსაც შეეხო. „უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც საერთაშორისო სისტემის ნაწილი, საერთაშორისო საფინანსო რეგულაციებს ავტომატურად უერთდება და ამ კუთხით, რაიმე პრეტენზიები არ არსებობს. რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს – კარგია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმაც ზუსტად გამოიტანეს ის ფორმულირება, რომელიც ითქვა თავმჯდომარის მხრიდან. კერძოდ, იქნებ საქართველოს განეხილა ორმხრივი სანქციების შესაძლებლობები. ამაზეც გვქონდა გულახდილი საუბარი. პოლიტიკური სპექტრიც თანხმდება, რომ ორმხრივი სანქციების კუთხით,  ჩვენ…

მეტი...

,,საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც უახლოეს ისტორიაში რუსეთთან სამი ომი აქვს გამოვლილი’’- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და აღნიშნავს, რომ უკრაინაში არსებული საომარი მოქმედებები, საქართველოსთვის უცხო არ არის. „რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას – იქაც აღვნიშნე, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც 90-იან წლებში, 2008 წელს გამოვლილი აქვს სამი ომი, სადაც ჩართული იყო რუსეთი.  შესაბამისად, განსაკუთრებული მგრძნობელობა გვაქვს, თუკი არსებობს რამე პრეტენზიები, სადაც შეიძლება იყოს მინიშნება, თითქოს საქართველოს შეიძლება ჰქონდეს ცალკე, გვერდითი მოლაპარაკებები რუსეთთან“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან. მისივე შეფასებით, გარკვეული ინფორმაცია უკრაინაში დამახინჯებულად მიდის. „ჩვენი მეგობრებისთვისაც უკრაინაში გასაგებია, რომ საქართველო ამ კუთხით არის განსაკუთრებული ქვეყანა, რომელშიც ტერიტორიების 20%…

მეტი...

ლუგანსკის ოლქში „ქუჩის ბრძოლები’’ მიმდინარეობს

უკრაინელი ოფიციალური პირის ინფორმაციით, რუსული ძალები  აღმოსავლეთ ლუგანსკის რეგიონში, კრემინაში შევიდნენ,  რომელიც რამდენიმე კვირაა იბომბება. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილზე ვითარება კრიტიკულ ფაზაშია და მიმდინარეობს „ქუჩის ბრძოლები’’. “რუსები შევიდნენ კრემინაში. დაიწყო ქუჩის ბრძოლა. რუსები ქალაქში “უზარმაზარი ტექნიკით” შევიდნენ. შეტევა დაიწყო, რუსები ცდილობდნენ გატეხონ უკრაინის წინააღმდეგობა კრემინაში და ლუგანსკში, ისინი ცდილობენ წინსვლას როგორც ლუგანსკის, ისე დონეცკის რეგიონების საზღვრებისკენ”, – ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.  

მეტი...

,,ვიწყებთ განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას’’- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ახალ ეკონომიკურ ინიციატივებსა და მათი განხორციელების გზებზე ისაუბრა. „მე მინდა, სამინისტროების მიხედვით ჩამოვთვალო ის დიდი, მასშტაბური პროექტები, რომლებსაც დავაფინანსებთ. სამუშაოების დაწყება ჩვენ გვინდა წელსვე და სამიდან ოთხ წლამდე, დაახლოებით 3 წელში გვინდა, რომ ყველა სამუშაო, რომელსაც ჩამოვთვლი იყოს დასრულებული. დაფინანსების ჯამური მოცულობა დაახლოებით, 2.5, შეიძლება 3 მლრდ ლარიც იყოს. ამ ეტაპზე ჩვენ 2 მლრდ ლარით დავიწყებთ, 2 მლრდ-ის სამუშაოები, პროექტები იქნება ხელმისაწვდომი კომპანიებისთვის და მინდა, რამდენიმე პროექტი გაგაცნოთ. პროგრამის განხორციელებით დასაქმდება 20 000 ადამიანი, 20 000 ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება“ – აღნიშნა პრემიერმა.…

მეტი...

პრემიერის განცხადებით, ორთაჭალაში ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობა აშენდება

პრემიერის განცხადებით, ორთაჭალაში აშენდება ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობა,ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობას. ,,ეკონომიკის სამინისტროს, მაგალითად, 7 წელია არ აქვს თავისი შენობა, რაც რა თქმა უნდა, სირცხვილია. ამიტომ, ბატონ ლევანთან ერთად ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ გვაქვს უნიკალური ადგილი ორთაჭალაში, იქ აშენდება ეკონომიკის სამინისტრო, სადაც მთელი თავისი სსიპ-ებით, ყველაფრით განთავსდება თანამედროვე შენობაში, თანამედროვე სტანდარტების შენობაში“, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერის განცხადებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობას. „საგარეო საქმეთა სამინისტროზე მინდა ვთქვა, ასევე დიდი გამოწვევა არის არსებული შენობის მდგრადობა და აუცილებელია რეაბილიტაციის დაწყება,…

მეტი...

24 საათში უკრაინას კიდევ 9 დაღუპული მიემატა

უკრაინაში მსხვერპლი ყოველდღიურად იზრდება. ბოლო 24 საათში,  ხარკოვის ოლქში დაბომბვას ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ხარკოვის საცხოვრებელი რაიონების, მათ შორის ქალაქის ცენტრალური უბნების დაბომბვის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა. დაიბომბა ოლქის დერგაჩევსკის რაიონიც, დაღუპულია ორი და დაშავებულია ერთი ადამიანი. ასევე, რუსეთის დაბომბვების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა ზოლოჩევსკის რაიონში“, – აცხადებენ ოლქის ადმინისტრაციაში.

მეტი...

დაიღუპა ექვსი და დაშავდა რვა – საჰაერო იერიში ლვოვში

ქალაქ ლვოვზე მიყენებული რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია. აღნიშნულ ინფორმაციას, ლვოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ კოზიცსკი ავრცელებს. „დასავლეთის საჰაერო ოპერაციების სარდლობის ინფორმაციით, დღეს ლვოვზე ოთხი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა“, – აღნიშნა კოზიცკიიმ Telegram-ზე. „სამი რაკეტა სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იყო მიმართული, ერთი საბურავების შემკეთებელ მაღაზიას შეეჯახა. ხანძარი გაჩნდა და მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები’’- განაცხადა კოზიცკიმ და დასძინა, რომ ინფორმაციის მოძიება კვლავ გრძელდება.

მეტი...

სტამბოლში მსხვერპლია

სტამბოლში ბეიოგლუს რაიონში, პოლიციის შენობასთან ახლოს აფეთქება მოხდა. ამ წუთებში ძლიერი დაკვამლიანების გამო ადგილობრივების ევაკუაცია მიმდინარეობს. CNN Turk-ის ინფორმაციით, დაშავებულია მინიმუმ 10 ადამიანი. მსხვერპლისა და აფეთქების მიზეზის შესახებ ინფორმაცია  ამ ეტაპზე უცნობია.  

მეტი...

,,უსაფრთხო ადგილები აღარ დარჩა’’- ლუგანსკის გუბერნატორი

ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა  მშვიდობიან მოსახლეობის ევაკუაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში უსაფრთხო ადგილები არ არის დარჩენილი. Telegram-ზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ევაკუაცია განხორციელდება ორშაბათს – პოპასნადან, რუბიჟნედან, ჰირსკიდან, სევეროდონეცკიდან და ლისიჩანსკიდან. ”ჩვენ გავაგრძელებთ ევაკუაციას, რაც არ უნდა მოხდეს… წავიყვანთ ადამიანებს იმ ადგილებიდან, სადაც მოხვედრა შეგვიძლია. რუბიჟნეს, პოპასნას, ჰირსკეს დატოვება უკვე ძალიან რთულია. დღეისათვის რეგიონში უსაფრთხო ადგილები არ არის დარჩენილი” – აცხადებს გუბერნატორი. ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა მოსახლეობას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.  

მეტი...

სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარამდე იზრდება

„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება გახდეს 150 ლარი, პირველი ივნისიდან“ – ეს განცხადება მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებით ბიუჯეტი 341 მლნ ლარი იქნება. დახმარება  215 000-ზე მეტ ბავშვს შეეხება. „ჩვენ ვგეგმავთ სხვა დახმარების გაცემას და გაზრდას, მათ შორის, სხვა პროგრამების დაწყებას, რომელიც შეეხება სოციალურად დაუცველ ადამიანებს, როგორიც არის, მაგალითად დასაქმების პროგრამა და სხვა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ადამიანებს. ეს მიზნობრივი დახმარება, სწორედ ამ მიზნით და მიმართულებით არის გაკეთებული“, – აღნიშნა პრემიერმა. შემწეობა, დღემდე 100 ლარს შეადგენდა.  

მეტი...

ზაპორიჟიეს საკრებულოს თავმჯდომარის 16 წლის ვაჟი რუსებმა გაიტაცეს

რაიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეჰ ბურიაკის განცხადებით, მისი ვაჟი გაიტაცეს. გატაცება რუსეთის საგუშაგოზე, ვასილივკაში მოხდა, როდესაც საევაკუაციო კოლონა მელიტოპოლიდან ზაპორიჟიაში გადაადგილდებოდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარის ბურიაკის 16 წლის ვაჟი 8 აპრილს გაიტაცეს, როდესაც მისი ვაჟი ორ ქალთან და სამ მცირეწლოვან ბავშვთან  ერთად, მანქანით გადაადგილდებოდა. ბურიაკის ინფორმაციით, მანქანა საგუშაგოზე სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა, რის   შემდეგ  ყველა პირი გაათავისუფლეს, გარდა მისი შვილისა. ,,მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვცდილობდით საკითხის დამოუკიდებლად მოგვარებას, მაგრამ არ გამოვიდა” – განაცხადა ბურიაკმა. უკრაინული მედია ასევე იტყობინება, რომ რუსმა ჯარებმა ასზე მეტი ადამიანი გაიტაცეს, რომელთაგან ნახევარზე მეტი…

მეტი...

ვირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 793 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 74 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 42 შემთხვევა, აჭარა – 5, იმერეთი – 7, ქვემო ქართლი -0, შიდა ქართლი – 1, გურია – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 8, კახეთი – 4, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.  

მეტი...

ვირუსით 357 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 4 970  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 74  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 357  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  1.49%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 653 118-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.49%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.44% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.21%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 357 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 634 313-მდე.

მეტი...

,,რუსები აგრძელებენ უკრაინის ქალაქებზე ბარბაროსულ თავდასხმებს’’- მიხაილო პოდოლიაკი

პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, დღეს დილით ლვოვზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს სოციალურ ქსელში ეხმაურება. “ხუთი ძლიერი სარაკეტო დარტყმა ერთდროულად ძველ ევროპულ ლვოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. რუსები აგრძელებენ უკრაინის ქალაქებზე ბარბაროსულ საჰაერო თავდასხმებს, ცინიკურად უცხადებენ მთელ მსოფლიოს თავიანთ “უფლებას”… მოკლან უკრაინელები,” – წერს პოდოლიაკი. ლვოვში რკინიგზის სადგური დაიბომბა

მეტი...

ლვოვში რკინიგზის სადგური დაიბომბა

რუსეთის ომის 54-ე დღე უმძიმესი ამბით დაიწყო. დღეს, დილით, ლვოვის ცენტრალური რკინიგზის სადგური დაიბომბა. უკანასკნელი ინფორმაციით რუსულმა არმიამ რამდენიმე რაკეტა გაისროლა სარკინიგზო სადგურის მიმართულებით. დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის  შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია. შეგახსენებთ, რომ რომ ოკუპანტებმა რკინიგზის სადგური ადრეც დაბომბეს, როცა მოსახლეობა დასავლეთ უკრაინაში გადადიოდა. დაბომბვას არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  

მეტი...

ფაშიზმზე გამარჯვების დღე შესაძლოა, შეიცვალოს

ფაშიზმზე გამარჯვების დღის შეცვლის ინიციატივით რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი გამოდის. საკანონმდებლო შეთავაზება ბიუროს სხდომაზე დღეს  განიხილება. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ფაშიზმზე გამარჯვება 9 მაისის ნაცვლად 8 მაისს აღინიშნება. დეპუტატები თარიღის შეცვლის მიზეზად ევროპულ გამოცდილებას ასახელებენ. ამჟამად 9 მაისს, როგორც გამარჯვების დღეს, საქართველო რუსეთთან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ერთად აღნიშნავს. ბალტიის ქვეყნები და უკრაინა, ისინი დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების მსგავსად 8 მაისს აღნიშნავენ.

მეტი...

რუსულმა ძალებმა მარიუპოლში გადაადგილებისთვის საჭირო  საშვების გაცემა დაიწყეს​

ომის 54-ე დღეს, დაძაბული ვითარებაა მარიუპოლში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დღეს რუსი სამხედროები მარიუპოლს კეტავენ და ქალაქში გადაადგილებისთვის საშვების გაცემა დაიწყეს. მოქალაქეების დიდი ნაწილი “აზოვასტალის ქარხნის” ტერიტორიაზე იმალება წყლისა და საკვების გარეშე. უკრაინის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ითხოვს მეგობარი ქვეყნებისა და ალიანსისგან იარაღის დროულად მიწოდებას და იმედოვნებს, რომ იარაღის პარალელურად, დასავლეთი მძლავრი სანქციების ახალი პაკეტის მიღებასაც დააჩქარებს.

მეტი...

უკრაინამ ევროკავშირის გზაზე პირველი დავალება შეასრულა და კითხვარი შეავსო

უკრაინის მხრიდან, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი კითხვარი შევსებულია. უკვე ბურთი ევროკიმისიის მხარესაა, უკრაინა დიდ ევროპულ ოჯახში თანხმობას ელოდება. „როგორც პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენს დაჰპირდა, რომ ერთი კვირის განმავლობაში უკრაინა კითხვარს შეავსებდა. დათქმული ვადა გავიდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დოკუმენტი  უკრაინულმა მხარემ შეავსო. ახლა, ბურთი ევროკომისიის მხარესაა. ის მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციას, აკმაყოფილებს თუ არა უკრაინა წევრობის კოპენჰაგენის კრიტერიუმებს. ასეთი რეკომენდაციის გარეშე ევროკავშირში არავის იღებენ. ველოდებით, რომ  რეკომენდაცია დადებითი იქნება“,- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე იგორ ჟოვკვა.

მეტი...

„დამპყრობლებმა მარიუპოლიდან ათასობით ადამიანი გაიყვანეს, მათ შორის ხუთი ათასი ბავშვია“ – პრეზიდენტი  

პუტინის ბრძანებით, უკრაინიდან მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე გადაჰყავთ. როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, მხოლოდ  მარიუპოლიდან ათასობით ადამიანია გაყვანილი და მათ შესახებ არაფერი იციან. „რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი ძალით გადაიყვანეს რუსეთის ფედერაციაში. მათ შორის რამდენიმე ათასი ბავშვია, ეს ვიცით, მაგრამ როგორ არიან, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამის შესახებ არაფერი ვიცით. გავიგეთ, რომ ხუთი ათასი ბავშვია დეპორტირებული ამ რეგიონიდან რუსეთში“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

მეტი...

„არა, ამის დრო ჯერ არ დამდგარა“ – რა უპასუხა პუტინმა იტალიის პრემიერს?!

იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი ცდილობს, თურქეთის პარალელურად, ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებაზე დაითანხმოს. არაერთი მცდელობის შემდეგ, იტალიის პრემიერი აცხადებს, რომ მასთან მოლაპარაკებას აზრი არც აქვს. „პუტინს ვესაუბრე.  ვუთხარი, რომ ვრეკავ მშვიდობაზე სასაუბროდ. ვკითხე – „როდის ხვდებით ზელენსკის? მხოლოდ თქვენ ორს შეგიძლიათ საკითხის გადაჭრა“. მიპასუხა – „ამის დრო ჯერ არ მოსულა“. ვუთხარი: „მიიღეთ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება“. პასუხი:  „არა, ამის დრო ჯერ არ დამდგარა“. ამის შემდეგ დადგა ბუჩას ჯოჯოხეთი. მართალია, როცა ამბობენ, რომ  მასთან საუბარს აზრი არ აქვს, ეს დროის ფუჭი კარგვაა“ – აცხადებს იტალიის პრემიერი.  

მეტი...

”მინდა დამიმახსოვრონ ადამიანად, რომელსაც სიცოცხლე ბოლომდე უყვარდა“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი საკუთარ მოსახლეობას მიმართავს და ამბობს, რომ არის არის ერთი ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანი, როგორც სხვა ყველა. „მინდა, ხალხმა ისეთად მიმიღოს, როგორიც ვარ, ჩვეულებრივ ადამიანად“ – აცხადებს პრეზიდენტი  CNN-თან ინტერვიუში  და ჟურნალისტი კითხვას: როგორ სურთ რომ ის დაიმახსოვრონ, პასუხობს. „მინდა დამიმახსოვრონ ადამიანად, რომელსაც სიცოცხლე ბოლომდე უყვარდა, უყვარდა ოჯახი და სამშობლო. გმირად ნამდვილად არა, მინდა ხალხმა ისეთად მიმიღოს, როგორიც ვარ, ჩვეულებრივ ადამიანად“ – აცხადებს პრეზიდენტი ინტერვიუში. მისივე შეფასებით, რუსეთთან საუბარი აუცილებელია, რომ ეს სასტიკი ომი დამთავრდეს. „საბოლოოდ ვის უწევს ამ ომის საფასურის გადახდა? – უწევს უკრაინას, მხოლოდ ჩვენ. ჩვენთვის ეს ნამდვილად…

მეტი...

უკრაინის დელეგაცია ვაშინგტონში ჩავა

მიმდინარე კვირას, უკრაინული დელეგაცია შტატებში გაემგზავრება. ინფორმაციას უკრაინის პრემიერი – დენის შმიგალი ადასტურებს. მისი ინფორმაციით, შეხვედრები უკრაინისთვის დამატებით ფინანსურ დახმარებას შეეხება. „სამთავრობო დელეგაცია ვაშინგტონში გაემგზავრება, რათა საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდეს. თემა უკრაინისთვის მეტი ფინანსური დახმარების გაწევა იქნება. ძირითადად, გავმართავთ მოლაპარაკებებს და დისკუსიებს ჩვენი ქვეყნის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ“, – აცხადებს პრემიერი. შმიგალი დასძენს, რომ უკრაინას მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა სჭირდება.  

მეტი...