ჩინეთი ამტკიცებს, რომ ომმა ამერიკას მოგება მოუტანა და მოითხოვს, შტატებმა რუსეთს სანქციები შეუჩეროს

ჩინეთის საგარეო საქმეთა პრესსპიკერის – ჩჟაო ლიცზიანის განაცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს დაწესებული სანქციები უნდა შეუჩეროს. ჩინეთი დარწმუნებულია, რომ რუსეთ-უკრაინის ომით, აშშ-მა დიდი მოგება ნახა, ევროპამ კი ლტოლვილები, კაპიტალის გადინება და ენერგოდეფიციტი მიიღო. „სანქციები არ უზრუნველყოფს მშვიდობას და უსაფრთხოებას. ის  წამგებიან ვითარებას ქმნის და უფრო მეტად აისახება ისედაც დასუსტებულ მსოფლიო ეკონომიკაზე. აშშ-მა უნდა შეწყვიტოს ცეცხლში ნავთის დამატება, შეწყვიტოს სანქციების დაწესება, შეწყვიტოს იძულების სიტყვები, მოქმედებები და აიღოს მშვიდობიანი მოლაპარაკებების ხელშეწყობის ვალდებულება“, – აცხადებს ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღუს უკან, ჩინეთში რუსეთის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი იმყოფებოდა.

მეტი...

დიდმა ბრიტანეთმა „სბერბანკს“ სანქციები დაუწესა

უმსხვილესი რუსული ბანკი „სბერბანკს“ დიდი ბრიტანეთის სანქციებში მოექცა. ბრიტანეთი ასევე პირობას იძლევა, რომ რუსეთიდან ქვანახშირისა და ნავთობის იმპორტს 2022 წლის ბოლომდე შეწყვეტს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის –  ლიზ ტრასის განცხადებით, ლონდონი რუსეთი ელიტას დაარწმუნებს, რომ ისინი ვერ დაიბანენ ხელს იმ სიმხეცისგან, რომელიც უკრაინაში პუტინის ბრძანებით ჩაიდინეს.

მეტი...

სემეკსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორამდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და უნივერსიტეტის რექტორმა, ალექსანდრე თევზაძემ. მემორანდუმის ფარგლებში ქუთასის საერთაშორისო უნივერსიტეტი და სემეკი გამოხატავენ მზადყოფნას, ხელი შეუწყონ უნივერსიტეტის სტუდენტებს სემეკში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლაში, კვალიფიკაციის ამაღლებაში. მხარეები ითანამშრომლებენ სხვადასხვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საკითხთან დაკავშირებული ერთობლივი პროექტების მოსამზადებლად, ერთობლივი კონფერენციებისა და სამეცნიერო ფორუმების მოსაწყობად. „მოხარული ვარ, რომ ვიწყებთ თანამშრომლობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი როგორც განათლების მიღებისა თუ კვლევების წარმოების, ასევე სტუდენტებისათვის სწავლის პროცესში…

მეტი...

„პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში შეხვედრებს მართავს

დავით თარხანმოურავი, ირმა ინაშვილი და პარტიის სხვა წარმომადგენლები მოსკოვში იმყოფებიან. „პატრიოოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელები მოსკოვში შეხვედრებს მართავენ. ერთ-ერთი, ვისთანაც მათ შეხვედრა ჰქონდათ, „ჯავახკის“ დიასპორის პრეზიდენტ აგასი არაბიანია. შეხვედრის ამსახველი ფოტოები კი რუსეთის ფედერალურმა საბჭომ გაავრცელა.  

მეტი...

„აგროვებენ და წვავენ მარიუპოლის მცხოვრებთა ნაწამებ ცხედრებს“ – რუსეთი კვალს მალავს

რუსეთმა უკრაინაში გაგზავნილი მობილური კრემატორიუმების გამოყენება ისევ დაიწყო. თუ ადრე კრემატორიუმებში უკრაინაში გარდაცვლილ რუს ჯარისკაცებს წვავდნენ, ახლა დახოცილ უკრაინელებს წვამენ, რომ თავიანთი სისასტიკის კვალი წაშალონ. ინფორმაციას მარიუპოლის ქალაქის საბჭო ავრცელებს. „მკვლელები კვალს ფარავენ. მარიუპოლში რუსეთის მობილური კრემატორიუმები ამუშავდა. ბუჩაში გენოციდის საერთაშორისო გახმაურების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ მარიუპოლში მათი არმიის დანაშაულის ნებისმიერი მტკიცებულების განადგურების ბრძანება გასცა. ერთი კვირის წინ, ფრთხილი შეფასებით, 5000 ადამიანი დაიღუპა. მაგრამ ქალაქის სიდიდის, კატასტროფული ნგრევის, ბლოკადის ხანგრძლივობისა და მკაცრი წინააღმდეგობის გათვალისწინებით, მარიუპოლის ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე შეიძლება გამხდარიყო დამპყრობლების მსხვერპლი. ამიტომაც რუსეთი არ ჩქარობს მწვანე შუქის ანთებას თურქეთის მისიისთვის…

მეტი...

„ომის კრიტიკულ ფაზაში ვართ… მასშტაბურ იერიშს ველით“ – იენს სტოლტენბერგი  

„ვხედავთ, რომ რუსეთს გაჰყავს ძალები ჩრდილოეთიდან, რომ გააძლიეროს ისინი, თავიდან აღჭურვოს, მოამარაგოს, შეაიარაღოს და შემდეგ აღმოსავლეთით გაუშვან, სადაც მასშტაბურ იერიშს ველით – ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა  ბრიუსელში გააკეთა. როგორც  სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს და ხვალ უკრაინაში სასტიკ ომს განიხილავენ. „მსოფლიომ იხილა სისასტიკე, რომელიც ბუჩასა და უკრაინის სხვა ადგილებში ჩაიდინეს. ეს პრეზიდენტ პუტინის ომის რეალურ ბუნებას ავლენს. მშვიდობიანი მოქალაქეების სამიზნედ ამოღება და მკვლელობა სამხედრო დანაშაულია. ჩვენ ახლა ომის კრიტიკულ ფაზაში ვართ. ვხედავთ, რომ რუსეთს გაჰყავს ძალები ჩრდილოეთიდან, რომ გააძლიეროს ისინი, თავიდან აღჭურვოს, მოამარაგოს, შეაიარაღოს და შემდეგ…

მეტი...

რუსი დიპლომატები კიდევ რამდენიმე ქვეყანამ გააძევა

საბერძნეთი, ნორვეგია და ლუქსემბურგი ქვეყნიდან რუს დიპლომატებს აძევებს. საბერძნეთის დატოვება 12 რუს დიპლომატს მიუწევს; ნორვეგიის – სამ დიპლომატს და ლუქსემბურგის – ერთ დიპლომატს. მთლიანობაში, აშშ-დან და ევროკავშირიდან 300-მდე რუსი დიპლომატი გააძევეს. ევროკავშირმა რუსი დიპლომატები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა  

მეტი...

უკრაინაში ის ადგილი დაბომბეს, სადაც ხალხი ჰუმანიტარული საკვების რიგში იდგა

ქალაქ უგლედარში მოსახლეობა რიგში იდგა და საკვების მიღებას ელოდა. მათ ჰუმანიტარული დახმარება უნდა მიეღოთ, რა დროსაც აფეთქება მოხდა. ოკუპანტებმა რეაქტიული არტილერიიდან სწორედ იმ ადგილს დაარტყეს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იყო შეკრებილი. ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. არიან დაჭრილები. ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო, ადასტურებს.  

მეტი...

„კეთილი ინებონ და წარმოადგინონ, თუ რაიმე მტკიცებულება გააჩნიათ“ – კალაძე უკრაინის ბრალდებებზე

  „საქართველოს ხელისუფლება მის მიმართ გაჟღერებული ბრალდების მტკიცებულებებს უკრაინის მხრიდან ელოდება“ – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „საქართველოს არანაირი მტკიცებულება არ აქვს წარმოსადგენი. ეს იყო სამარცხვინო განცხადება, როგორც სხვა ბევრი სამარცხვინო განცხადება მოვისმინეთ. ჩვენ ველოდებით უკრაინის მხარეს, ბრალდება იყო მათი მხრიდან გაჟღერებული, სამარცხვინო  ბრალდება, ამიტომ კეთილი ინებონ და წარმოადგინონ, თუ რაიმე მტკიცებულება გააჩნიათ. ყველაფერი მესმის, რომ ქვეყანა ომშია, ყველანაირად თავს ვიკავებთ რაიმე კომენტარის გაკეთებისგან, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინას და უკრაინელ ხალხს მხარში დავუდგეთ.  არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენი მხრიდან გამოხატული საერთაშორისო პლატფორმებზე, რასაც…

მეტი...

„დამნაშავეებმა უნდა გადაიხადონ, ჩინეთმა მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს“ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ბუჩაში ჩადენილი სისასტიკისთვის რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. „ბუჩას მოვლენების შემდეგ, როგორც არასდროს, ევროკავშირი უკრაინის გვერდით მტკიცედ დგას“, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი და დასძენს, რომ ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს პუტინზე და რუსეთის მთავრობაზე ზეწოლა. „ევროპელი გადამხდელების ფული არ უნდა მიედინებოდეს რუსეთში არანაირი ფორმით. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიყოთ მკაცრები სანქციების მიმართ, უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები სანქციების მიმართ. ეტაპობრივად უნდა გავამკაცროთ ჩვენი სანქციები.  სანქციები  აზარალებს რუსეთს უფრო მეტად, ვიდრე ჩვენ. ეს  არ იქნება ჩვენი ბოლო სანქციები. დიახ, ჩვენ ახლა ავკრძალავთ ქვანახშირის იმპორტს, თუმცა ახლა უნდა განვიხილოთ ნავთობის საკითხი. 40-ზე მეტი ქვეყანა…

მეტი...

„მოკლეს ცივსისხლიანად, ხელებშეკრული, თავში ტყვიის გასროლით“ – ევროკომისიის პრეზიდენტი

„მხოლოდ შვიდი კვირის წინ, ბუჩა იყო მეგობრული და მშვიდი დასახლება კიევის შემოგარენში, თუმცა გასულ კვირას, ბუჩაში მოკლეს თავად ადამიანობა. ის მოკლეს ცივსისხლიანად, ხელებშეკრული, თავში ტყვიის გასროლით. ის დატოვეს დასალპობად შუა ქუჩაში ან მასობრივ სამარხებში“ – ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, ნატოს სამიტზე გააკეთა. მისივე შეფასებით, ისინი ესროდნენ ყველას, ვისაც ხედავდნენ. „ყველამ ვიხილეთ შემზარავი სურათები ბუჩადან. მოვისმინეთ მათი ჩვენებები, ვინც ახლა, რუსეთის არმიის წასვლის შემდეგ, თავისუფლად საუბრობს. „ისინი ესროდნენ ყველას, ვისაც ხედავდნენ“, თქვა ერთ-ერთმა თვითმხილველმა პუტინის სამხედროების შესახებ. აი, ეს ხდება, როდესაც პუტინის სამხედროები იკავებენ უკრაინულ ტერიტორიას.…

მეტი...

კრემლის განცხადებით, ჯარის გაყვანა პუტინის კეთილი ჟესტი იყო

მოსკოვი ისევ თავის გამართლების რეჟიმშია და ირწმუნება, რომ ის კადრები, რაც ბუჩადან ვრცელდება ფეიკია. როგორც პუტინის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რუსეთმა უკრაინის გარკვეული ოლქებიდან ჯარი იმიტომ გაიყვანა, რომე ეს რეზიდენტმა ბრძანა. „დიახ, ეს იყი კეთილი ჟესტი. ორმხრივი  მოლაპარაკებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად, გვინდოდა, კეთილი ნების ჟესტი გამოგვეხატა. შეგვიძლია სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება მოლაპარაკებების დროს, ამიტომ, პრეზიდენტმა პუტინმა უბრძანა ჩვენს ჯარებს დაეტოვებინათ კიევის ოლქი,” – განმარტავს პესკოვი. კრემლი უკრაინის პრეზიდენტს ურჩევს, მისი მხრიდან წამოყენებულ პირობებს დათანხმდეს, რომ ომი დასრულდეს.  

მეტი...

პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილება შედის – 6 წლის ბავშვებს სკოლაში მიიღებენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის. მის  მიხედვით, 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც  6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მოქალაქეთა არაერთი განცხადება, რომლებიც ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის გადახედვას. 6 წლამდე ბავშვების მშობლების მოთხოვნა გამონაკლისის დაშვების თაობაზე განსაკუთრებით მაღალია სექტემბრის თვეში დაბადებულ ბავშვებთან დაკავშირებით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში ჩარიცხვის მიზნით. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის…

მეტი...

„უნდა დავანახოთ ეს სიტუაცია მათ, ვინც ამას ვერ ხედავს“ – ჟოზეფ ბორელი უკრაინაზე

ბრიუსელში მიმდინარე ნატოს სამიტზე მთავარი თემა უკრაინა, რუსეთის დასუსტება და სანქციების გამკაცრებაა. „უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს ვითარება კიდევ უფრო მძიმე სურათამდე არ მივიდეს. უნდა დავანახოთ ეს სიტუაცია მათ, ვინც ამას ვერ ხედავს. უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე. ერთ მილიარდი ევრო გამოვუყავით უკრაინას დახმერების სახით. ამ დროს, ამ თანხას რუსეთს ენერგორესურსებში ყოველდღიურად ვუხდით. შეადარეთ ეს ციფრები ერთმანეთს. მათ შორის გიგანტური განსხვავებაა. უნდა შევამციროთ ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე. მეტი შესაძლებლობები უნდა გვქონდეს ჩვენი ღირებულებების დასაცავად“ – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში ნატოს სამიტზე, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება.

მეტი...

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთის ფინანსური სისტემა გავაჩეროთ“ – შარლ მიშელი

„ჩვენი სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს აკრძალვას რუსეთიდან ნახშირის იმპორტზე. მალე გახდება საჭირო ანალოგიური სანქციები ნავთობსა და გაზზე“ – ეს განცხადება, ამ წუთებში ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში გააკეთა, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები უკრაინის საკითხზე მსჯელობენ. „ევროპულ ნავსადგურებში არ უნდა შემოვუშვათ რუსული გემები, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათი ფინანსური სისტემა გავაჩეროთ. სოლიდარობის ნიშნად, კარს ვუღებთ უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს“ – განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში ნატოს სამიტზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს. „ყველაფერი სამიზნეში უნდა ამოვიღო“ – შარლ მიშელი რუსეთზე

მეტი...

„ყველაფერი სამიზნეში უნდა ამოვიღო“ – შარლ მიშელი რუსეთზე

ამ წუთებში, ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქ ბრიუსელში ნატოს მინისტერიალი იმართება, რომელშიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ესწრებიან. მთავარი საკითხი კი უკრაინაა. როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მინისტერიალზე განაცხადა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს და ყველა წერტილი სამიზნეში ამოიღონ რუსეთის დასასუსტებლდ და შესაჩერებლად. „ბუჩასა და ბევრ სხვა ქალაქში ნანახმა გვაჩვენა, რომ რუსეთის ქმედებებს ჰქვია ომის დანაშაული. ამ სიტუაციას ევროკავშირი ვერ შეეგუება. მომხდარის გამო, რუსეთისთვის უმძიმესი შედეგები დადგება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დამნაშავეები საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარსდგნენ. მინდა, რუს სამხედროებსაც მივმართო – თუ არ გსურთ კრიმინალები გერქვათ, თუ არ გსურთ უკრაინელი დები და ძმები არ დახოცოთ,…

მეტი...

4 წლის საშა ნაპოვნია, თუმცა, ის ცოცხლი არ არის

ეს საშაა, 4 წლის, რომელსაც დედა და ყველა ეძებდა, ვისას შესაძლებლობა ჰქონდა და პუტინის აგრესიას გადაურჩა. ბავშვი იპოვეს, თუმცა გარდაცვლილი. საშა მას შემდეგ გაუჩინარდა, კიევის ოლქის ოკუპირებული ქალაქ ვიშგოროდიდან ბებიასთან ერთად გაქცევას ცდილობდა. მდინარეზე გადასვლისას ნავი ამოტრიალდა, ბებია დაიხრჩო, საშა კი სამაშველო ჟილეტმა გადაარჩინა. მას შემდეგ საშას ეძებდნენ. იპოვეს, თუმცა გარდაცვლილი. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი და მისი რეჟიმი კი ამტკიცებს რომ ისინი მშვიდობიან მოსახლეობას არ ერჩიან.  

მეტი...

ვირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 765 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 376 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 174 შემთხვევა, აჭარა – 10, იმერეთი – 38, ქვემო ქართლი – 19, შიდა ქართლი – 44, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 20, კახეთი – 24, მცხეთა-მთიანეთი -7, სამცხე-ჯავახეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.    

მეტი...

კორონავირუსით 234 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 24 153 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 376 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 234  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  1.56%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 650 384-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.56%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.43% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.98%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 234 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 629 266-მდე.  

მეტი...

უბედური შემთხვევა – მატარებელმა ადამიანი გაიტანა

თბილისში, უბედური შემთხვევა მოხდა. ფეიქრების ქუჩაზე, სამგზავრო მატარებელი ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა. 30 წლამდე მამაკაცი უმძიმესი მდგომარეობით მერვე საავადმყოფოშია გადაიყვანეს.  

მეტი...

„მიზანი – საბოლოოდ ავაშენოთ ღია ევრაზია“ – მედვედევის განცხადება

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი თამამად საუბრობს იმ გეგმებზე, რაც რუსეთის ინტერესბში შედის. მისი თქმით, ეს არის სწრაფვა ევრაზიისკენ, რომელიც სწრაფად არ ხდება. „უკრაინაში რუსეთის “სამხედრო ოპერაციის” ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი, რომელიც ბრძოლის ველი მიღმა წყდება, არის ზოგიერთი უკრაინელის “სისხლიანი და ცრუ მითებით სავსე” ცნობიერების შეცვლა მომავალი თაობების მშვიდობისთვის და ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე ღია ევრაზიის აშენების შესაძლებლობა”, – ასეთია მედვედევის განცხადება. პუტინის გარემოცვის უახლოესი წევრი  უკრაინაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ღია ევრაზია სიმშვიდეს უკრაინასაც მოუტანს.

მეტი...

რუსეთს ახალ სანქციებს უწესებენ, რომელიც პუტინის შვილსაც შეეხება

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, რუსეთის მხრიდან ქალაქ ბუჩაში ჩადენილი სისასტიკისა და უმძიმესი დანაშაულის გამო, რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს. სანქციებში კრემლის პირველი პირების ოჯახის წევრებიც მოექცევა. როგორც თეთრი სახლის პრეს-მდივანი ჯენ ფსაკი განმარტავს,  ვაშინგტონი ასევე განიხილავს დამატებით სანქციებს პუტინის ორი ქალიშვილისა და რუსეთის უმსხვილესი ბანკის – “სბერბანკის” წინააღმდეგ. ასევე, აშშ აკრძალავს ახალ ინვესტიციებს რუსეთში და დამატებით სანქციებს დაუწესებს რუსეთის ფინანსურ ინსტიტუტებს, კრემლის ოფიციალურ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს.  

მეტი...

პუტინი მსოფლიოში შიმშილზე საუბრობს და აცხადებს, რომ „მტრულ ქვეყნებს“ არაფერს მიაწვდის

რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, იმ ქვეყნებს, ვინც რუსეთს სანქციები დაუწესა, მსოფლიოში არსებულ ვითარებას შეახსენებს და მიანიშნებს, რომ შიმშილი გარდაუვალია. ამავდროულად, პუტინი იმასაც აცხადებს, რომ „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ რუსეთიდან ექსპორტი გამორიცხულია. მისი თქმით, ენერგეტიკის მაღალი ფასები, სურსათის ნაკლებობასთან ერთად, დასავლეთს აიძულებს, დამატებითი მარაგის შესაძენად ფული დაბეჭდოს, რაც ღარიბ ქვეყნებში საკვების დეფიციტს გამოიწვევს. „აუცილებლად გამწვავდება სურსათის დეფიციტი მსოფლიოს უღარიბეს რეგიონებში, რაც წაახალისებს მიგრაციის ახალ ტალღას. საკვებზე  ფასები კიდევ უფრო გაიზრდება, სურსათის დეფიციტი გარდაუვალია. უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ საზღვარგარეთ სურსათის მიწოდებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ყურადღებით დავაკვირდეთ ექსპორტს ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ ქვეყნებში“, – განაცხადა პუტინმა.

მეტი...

„უკრაინაში დედები ბავშვებს ზურგზე აწერენ ახლობლების ტელეფონის ნომრებს“ – ზელენსკი ესპანელ კანონმდებლებს

ესპანეთის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდემტა ზელენსკიმ იმ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა, რაც, რუსეთის აქტიურობით, უკრაინაში ხდება. „უბრალოდ, წარმოიდგინეთ, უკრაინაში დედები ბავშვებს ზურგზე აწერენ ახლობლების ტელეფონის ნომრებს.  რატომ? იმიტომ, რომ ოკუპანტები ბავშვებს მშობლებს თუ მოუკლავენ, მათ პატარა შანსი მაინც დარჩეთ, რომ ბავშვებს ვინმე მოუვლის“ – განაცხადა პრეზიდენტმა ესპანეთის პარლამენტში ვირტუალურად გამოსვლისას. პრეზიდენტმა ქალაქ მარიუპულზეც ისაუბრა, რომელიც  ოკუპანტებმა ხელში ჩაიგდეს. „იქ არაფერი დარჩა. ქალაქის 90 პროცენტი განადგურებულია. რუსულმა ავიაციამ მარიუპოლში ის შენობაც კი დაბომბა, სადაც ზუსტად იცოდნენ, რომ ბავშვები იყვნენ. უკრაინა ამის შესახებ ყვება ყოველდღე, მაგრამ ომი გრძელდება, რუსეთი არ ეძებს მშვიდობას. ყველაზე…

მეტი...

„რუსეთს სურს, რეგიონში მხოლოდ ერთი წესრიგი იყოს – ტირანია“ – ზელენსკი ესპანეთის პარლამენტში

გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთის პარლამენტს მიმართა. პრეზიდენტმა გამოსვლა მადლობით დაიწყო და აღნიშნა, რომ მსოფლიოში ყველამ უნდა შეწყვიტოს რუსეთის შიშით ცხოვრება. „მსოფლიოში უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთმაც დაიწყოს მშვიდობის ძიება. რუსეთმა უნდა დაიწყოს საერთაშორისო სამართლის პატივისცემა. რა არის ამისთვის საჭირო? ყველამ ევროპაში უბრალოდ, უნდა შეწყვიტოს რუსეთის შიში. შეწყვიტონ, იყვნენ სუსტები. უნდა გახდნენ ძლიერები. დააყენონ ღირებულებები და დემოკრატია მაღლა, იმ საფრთხეებზე მაღლა, რასაც რუსეთი ავრცელებს“ – განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე სიტყვებით, რუსეთი უკრაინის მიწაზე საომრად არც გუშინ და არც გუშინწინ შესულა. „ჩვენ საშინელი აგრესიისგან თავს 2014…

მეტი...

„ტვიტერმა“ რუსეთს სანქციებში მოაქცია და სახელისუფლებო გვერდები შეზღუდა

რუსეთის 300-ზე მეტი სახელისუფლო გვერდი სოციალური ქსელი „ტვიტერით“ ვერ ისარგებლებს. სანქცინირებულთა შორის მოხვდა  თავად ვლადიმერ პუტინიც. როგორც სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ ადმინისტრაციაში განმარტავენ,  აღნიშნული ანგარიშები დეზინფორმაციის პროპაგანდას ახდენდა.  

მეტი...