„ევროკავშირი  ყველაფერს გააკეთებს უკრაინისთვის, რადგან სურთ, უკრაინამ გაიმარჯვოს“ – შარლ მიშელი

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, რომელიც უკრაინაში იმყოფება, პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. როგორც მიშელმა აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებს, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად, რომ უკრაინა ფეხზე დად გეს და ევროპული ოჯახის წევრი გახდეს. „გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლო ინსტრუმენტს. რა თქმა უნდა, ფინანსური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მხარი დავუჭირეთ უკრაინის სოლიდარობის ფონდის შექმნის იდეას. ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, რათა მოვახდინოთ ფინანსური მხარდაჭერის მობილიზება და უკრაინას მიეცეს შესაძლებლობა, დაფაროს სოციალური ხარჯები და დაიწყოს ქვეყნის აღდგენის პროგრამა. ევროკავშირი…

მეტი...

„ეს არის სისასტიკე, ეს არის სამხედრო დანაშაული და მისი ჩამდენი აუცილებლად უნდა დაისაჯოს“ – შარლ მიშელი

უკრაინაში მყოფი ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა რუსული სისასტიკის კვალი, აცხადებს, რომ ეს სამხედრო დანაშაულია. შარლ მიშელის განცხადებით, ამ სისასტიკის ჩამდენებმა პასუხი უნდა აგონ. „გასულ წელს მქონდა შესაძლებლობა, სამჯერ ვწვეოდი უკრაინას. ერთ-ერთ სტუმრობაზე ჩვენ ვიყავით დონბასში და მაშინ ვთქვი, რომ რუსეთი არ არის მედიატორი, რუსეთი კონფლიქტის მონაწილეა. დღევანდელი სიტუაცია გვიჩვენებს, რომ მართალი ვიყავი… შევხვდი ხალხს და სიტყვები არ მყოფნის, გამოვხატო, რა ვიგრძენი არა როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, არამედ როგორც მამამ, როგორც ადამიანმა. ეს არის სისასტიკე, ეს არის სამხედრო დანაშაული და მისი ჩამდენი აუცილებლად უნდა დაისაჯოს და აუცილებლად დაისჯება“…

მეტი...

1045 ადამიანიდან 75% ავტომატით ან სნაიპერის ტყვიითაა მოკლული – უკრაინის რეალობა

კიევის ოლქის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველო რუსი ოკუპანტების მხრიდან უკრაინაში მოკლულთა შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სამმართველოს უფროსი ანდრეი ნებიტოვი აცხადებს, მოკლულია 1045 მშვიდობიანი მოქალაქე. „ოკუპანტებისგან კიევის რეგიონის გათავისუფლებიდან დღემდე, 1045 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი უკვე აღმოაჩინეს, გამოიკვლიეს და სასამართლო სამედიცინო დაწესებულებებში გადაასვენეს. მათი 75% ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ან სნაიპერული შაშხანიდან არის მოკლული. დანარჩენები ნაღმებით და საარტილერიო დაბომბვის შედეგად გარდაიცვალნენ“ – აცხადებს ნებიტოვი. მისივე ინფორმაციით, მსხვერპლი გაცილებით მეტია, რადგანაც ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულია და ახლობლები ეძებენ. „ბოროდიანკაში, ქალაქის საავადმყოფოსთან არის ორი მასობრივი საფლავი, სადაც საგამოძიებო და ოპერატიული ჯგუფები მუშაობენ. ერთ…

მეტი...

ბრალდებულ დეტექტივს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროს დეტექტივს – ერიკ წურწუმიას ბრალდება წარუდგინა. როგორც უწყებაში აცხადებენ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 18 აპრილს, თბილისში, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი დეტექტივი და სამმართველოს უფროსი სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდნენ, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის შესახებ მიღებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, შესაძლო დანაშაულის ადგილას მივიდნენ. „საქმეზე ამ დროისთვის მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის თვითმხილველი მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე მისულებს დახვდათ გაჩერებული ტაქსი, რომლის სიახლოვეს მამაკაცი მიწაში რაღაცას…

მეტი...

„ყველაფერს ვაკეთებ, რომ დავწიო ფასები და მოვაგვარო პუტინის ფასების ზრდის საკითხი“ – ჯო ბაიდენი ფასების ზრდის მიზეზებზე

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მსოფლიოში ფასების კატასტროფულ ზრდაზე საუბრობს და მთავარი მიზეზად ორ ფაქტორს ასახელებს. ერთი – კოვიდ პანდემია და მეორე – პუტინი. ამერიკის პრეზიდენტი არსებულ ფასებს „პუტინის ფასებსაც“ კი უწოდებს. „ვიცი, რომ ოჯახები ჯერ კიდევ ებრძვიან მაღალ ფასებს. გავიზარდე ოჯახში, სადაც თუ გაზი ძვირდებოდა, ჩვენ ამას ვგრძნობდით. მოდით,  განვმარტოთ, რის გამო არის ფასები ახლა მაღალი –  კოვიდისა და ვლადიმერ პუტინის გამო. უკრაინაში პუტინის ინტერვენციამ მთელ მსოფლიოში გაზისა და საკვების ფასების ზრდა გამოიწვია. ჩვენ ვიხილეთ ეს ინფლაციის ბოლო მონაცემებში. ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია, რომ დავწიო ფასები და მოვაგვარო პუტინის ფასების ზრდის…

მეტი...

დაკავებულ დეტექტივს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება

დეტექტივს, რომელსაც დაკავებისას იარაღი გაუვარდა და ეჭვმიტანილი გარდაიცვალა, სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ის, აღნიშნულის შესახებ  განცხადებას სასამართლოზე თავად გააკეთებს. როგორც დაკავებული დეტექტივის ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი აცხადებს, დაკავების მომენტში. მის დაცვის ქვეშ მყოფს დაზიანებები არ ჰქონდა. ირაკლი ჩომახაშვილი დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ ამის შესახებ დაკავებული დეტექტივი სასანართლოზე თავად ისაუბრებს. „საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, ბრალდებული მოსამართლეს თავად მოახსენებს საკუთარ პოზიციას. მას ბრალი უკვე წარუდგინეს. დეტალებზე კი თავად ისაუბრებს. მას გააჩნია დაზიანებები, რომელიც თვალით შესამჩნევია. ასევე, საკმაოდ მძიმეა მისი ფსიქოლოგიური მდგომარება. დაზიანებები სხეულზე აღენიშნება. სად და როგორ მიიღო, ამის შესახებ თავად ისაუბრეს. დაკავების…

მეტი...

ბუჩაში სამხედრო დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ ბრიგადას ვლადიმერ პუტინმა საპატიო წოდება მიანიჭა

ისინი, ვინც უკრაინის ქალაქ ბუჩაში სისასტიკე ჩაიდინა და ადამიანები ამოხოცა,  პუტინმა დააჯილდოვა. საუბარია 64-ე ცალკეული გვარდიის მოტომსროლელი ბრიგადის ჯარისკაცებზე, რომლებიც უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, მშვიდობიანი მოქალაქეების ამოხოცვისთვის ომის კრიმინალებად გამოაცხადა. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კი ქვედანაყოფს, „რუსეთის სუვერენიტეტის დაცვისთვის“ მადლობა გადაუხადა  და „გვარდიის“ წოდება მიანიჭა. “უკრაინაში სპეცოპერაციისას გამჭრიახი და გაბედული ქმედებებით, ქვედანაყოფის პერსონალი გახდა მისაბაძი მაგალითი სამხედრო მოვალეობის, ვაჟკაცობის, თავდადებისა და პროფესიონალიზმის შესასრულებლად”, – ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.  

მეტი...

შარლ მიშელი ბუჩაში ჩავიდა და გადარჩენილებს შეხვდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კიევის ოლქის ქალაქ ბოროდიანკაში ჩავიდა. მან საკუთარი თვალით იხილა ის სისასტიკე, რაც  ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე  ჩაიდინეს. „ბოროდიანკაში, ბუჩასა და უკრაინის სხვა მრავალი ქალაქის მსგავსად, ისტორია არასდროს დაივიწყებს აქ ჩადენილ ომის დანაშაულებს. ვერ იქნება მშვიდობა სამართლიანობის გარეშე“, – წერს შარლ მიშელი. პრეზიდენტი ომს გადარჩენილ მოსახლეობასაც შეხვდა და მათი ისტორია მოისმინა.  

მეტი...

„ნდობა ამ ხალხისადმი უკვე დიდი ხანია, არ არის” – რუსეთი უკრაინაზე  

კრემლის საგარეო უწყების ოფიციალური პირი, მარია ზახაროვა დიალოგის პროცესის გაჭიანურებაში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ნდობა დაკარგულია. „რუსეთმა დაკარგა ნდობა უკრაინელი მომლაპარაკებლების მიმართ. უკვე არ არის საუბარი, რომ ენდო, მაგრამ გადაამოწმო.  საუბარია გადამოწმებაზე, რადგან ნდობა ამ ხალხისადმი უკვე დიდი ხანია, არ არის. იმ ადამიანის ოფისის მხრიდან, რომელიც საკუთარ თავს უკრაინის პრეზიდენტს უწოდებს და, რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილებები აქვს, გაჟღერდა თხოვნა მოლაპარაკებების წარმოების შესახებ. რუსეთმა ამ თხოვნაზე უარი არ თქვა. შემდეგ დაიწყო ცირკი კიევის რეჟიმის მხრიდან – ხან ჩადიან, ხან არ ჩადიან, ხან მონაწილეობენ, ხან არ მონაწილეობენ. იყვნენ თუ არა ამისთვის მზად მოსკოვში? რა…

მეტი...

მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა, მესამე პრეზიდენტის ადვოკატების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლემ ციხის დირექტორს მიხეილ სააკაშვილისთვის სათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა დაავალა. “სასამართლო ავალდებულებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სათანადო, ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევა”, – განაცხადა მოსამართლემ. მოსამართლემ აღნიშნა, რომ პენიტენციური სამსახურის ვალდებულებაა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უსაფრთხოება, სასამართლო კი აღნიშნულზე დამატებით ინფორმაციას მოითხოვს უწყებისგან, თუ რა ღონისძიებებს გაატარებენ.

მეტი...

,,რამდენადაც მითხრეს ექიმებმა, სიტუაცია მძიმეა”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე, სასამართლო პროცესის მსვლელობისას პირადად ისაუბრა. მესამე პრეზიდენტის განცხადებით, კვირას ფეხებში კონტროლი დაკარგა, ბოლო დღეების განმავლობაში კი დაიკლო 12 კგ. სააკაშვილის განცხადებით, მისი ამჟამინდელი მდგომარეობა იდენტურია შიმშილობის ყველაზე კრიტიკული ფაზის. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ აქვს მუდმივი ზოგადი სისუსტე და იღებს იგივე მედიკამენტებს, რასაც ციხეში მოხვედრამდე იღებდა. ,,ახლა წონით ვარ იგივე წინაზე, რაც ვიყავი შიმშილობის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში. ე.ი დავიკელი სადღაც 12 კგ ბოლო დღეების განმავლობაში. პრაქტიკულად ვერ ვიღებ საკვებს. ალბათ ამან გამოიწვია, თუ რამ გამოიწვია, კვირას დავკარგე ფეხების კონტროლი, ეს იწვევს ძლიერ ტკივილებს ფეხებში და ხელებში,…

მეტი...

,,ჩვენ წინ გვაქვს ძალიან დიდი ცვლილებები’’- მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ექს-პრეზიდენტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც თავად მიხეილ სააკაშვილიც ესწრება. სასამართლო დარბაზიდან მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოსავალზე ისაუბრა. ,,არ უნდა დავკომპლექსდეთ, გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ ომის პარტია. ჩვენ ვართ არა ომის, არამედ საქართველოს დაცვისა და გადარჩენის პარტია. ახლა ხომ მაინც ხვდებით, რას გადავარჩინეთ თბილისი და საქართველოს სხვა რეგიონები 2008 წელს’’- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ამასთან, სიტყვით მიმართვისას ყოფილმა პრეზიდენტმა ცვლილებების აუცილებლობასა და მისი განხორციელების გზებზე ისაუბრა. ,,ჩვენ გვჭირდება უბრალოდ ერთიანობა, ერთიანობის დემონსტრაცია და ერთიანობის ზეიმი, გვჭირდება ცვლილებები სწორედ ამ ერთიანობით და ვერაფერი წინ ვერ აღუდგება, როდესაც…

მეტი...

,,მეტი რეფორმები და ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო”-ჯეიმს აპატურაი

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯეიმს აპატურაი პარლამენტის თავდაცვის კომიტეტზე მოხსენებით წარსდგა. მედიასთან  კომენტარის დროს აპატურაიმ აღნიშნა, რომ ალიანსმა საქართველოს და სხვა პარტნიორების დასახმარებლად, მეტი უნდა გააკეთოს. მისივე თქმით, ნატო-ს ხელმძღვანელობას სურს დაინახოს მეტი რეფორმები და ნაკლებად  პოლარიზებული გარემო. ,,მე ვიცი, რომ ქვეყნის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ნატო-ში გაწევრიანებას და ეს არის ზეპარტიული გადაწყვეტილება. მაგრამ ნატო-ს ხელმძღვანელობას, ასევე, სურს დაინახოს მეტი რეფორმები და ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ ერთად იმუშაონ”- განაცხადა აპატურაიმ.

მეტი...

სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი შეუძლოდ გახდა

თბილისს საქალაქო სასამართლოში, დღეს  საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი იმართება, რომელსაც ექს-პრეზიდენტიც ესწრებოდა. დარბაზში, სიტყვით მიმართვისას მიხეილ სააკაშვილი ცუდად გახდა და ექიმების დახმარება დასჭირდა. სამედიცინო პერსონალის დახმარების შედეგად ყოფილმა პრეზიდეტმა სასამართლო დარბაზი დატოვა.

მეტი...

დიდი ბრიტანეთი უკრაინას იარაღს გადასცემს

დიდი ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონი უკრაინას მეტი არტილერიით მხარდაჭერას ჰპირდება . მისი განცხადებით, ბრიტანეთი რუსეთის მხრიდან დონბასზე შეტევას ელოდა. “მე დავრწმუნდი დიდი ბრიტანეთის ურყევ გადაწყვეტილებაში, რომელიც ამ პალატაში იყო გაზიარებული, შეუერთდეს ჩვენს მოკავშირეებს და ამ მამაც ხალხს თავის დასაცავად საჭირო იარაღი მიაწოდოს. ეს ახლა კიდევ უფრო სასწრაფოა, რადგან პუტინმა თავისი ძალები გადააჯგუფა და დონბასში ახალი შეტევა დაიწყო. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს საფრთხე დადგებოდა. ეს საარტილერიო კონფლიქტი გახდება, მათ მეტი არტილერიით სჭირდებათ მხარდაჭერა, ეს არის ის, რასაც მრავალ სხვა მხარდაჭერასთან ერთად ჩვენ მათ გადავცემთ,” – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.  

მეტი...

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სურსათზე კონტროლი მკაცრდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კვერცხის ადგილობრივი წარმოებების, იმპორტიორების, საბითუმო, მსხვილი და მცირე სავაჭრო ობიექტების, აგრეთვე საკონდიტრო ნაწარმის საცხობების კონტროლი მთელი საქართველოს მასშტაბით გაააქტიურა. სააგენტოს ინფორმაციით, მოწმდება შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ვარგისიანობის ვადები, წარმოების პროცესი და ეტიკეტირების შესაბამისობა კანონმდებლობასთან. „სახელმწიფო კონტროლი უკვე განხორციელდა სხვადასხვა პროფილის ბიზნეს ოპერატორთან. ჩატარებული დოკუმენტური შემოწმებისა და ინსპექტირების შედეგად, დარღვევები არ გამოვლინდა. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობენ“, – განაცხადეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

მეტი...

შარლ მიშელი უკრაინაში იმყოფება

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი  შარლ მიშელი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. ინფორმაციას და ფოტოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის გულში“, – წერს მიშელი.

მეტი...

მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და ხანდაზმულების ევაკუაცია იგეგმება

,,დღეს მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და ხანდაზმულების ევაკუაცია იგეგმება,” – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი ავრცელებს. როგორც ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, დღეს, შუადღეს გაიხსნება ჰუმანიტარული დერეფანი მანგუშისა და ბერდიანსკის გავლით ზაპოროჟიეში. „მარიუპოლში არსებული კატასტროფული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებითაა კონცენტრირებული“, – აღნიშნა ირინა ვერეშჩუკმა. ევაკუაციის მსურველი მოქალაქეების შეკრება 14:00 საათიდან ტაგანროგის ქუჩაზე დაიწყება. ვერეშჩუკის თქმით, ადგილზე ვითარება მძიმეა, ამიტომ მარშრუტები შესაძლოა შეიცვალოს. მან მოუწოდა მოქალაქეებს თვალი ადევნონ ოფიციალურ წყაროებს.

მეტი...

ვირუსით არავინ გარდაცვლილა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 0 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 794 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 232 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 120 შემთხვევა, აჭარა – 13, იმერეთი – 39, ქვემო ქართლი – 7, შიდა ქართლი – 14, გურია – 10, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 11, კახეთი – 9, მცხეთა-მთიანეთი -4, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.  

მეტი...

ვირუსით 232 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 385 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 232  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 117  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  1.14%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 653 692-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.14%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.32% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.20%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 117 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 634 591-მდე.  

მეტი...

კანადა უკრაინისთვის მძიმე არტილერიას ამზადებს

„უკრანელები იბრძვიან ფასეულობებისთვის“ – აცხადებს კანადის პრემიერი და უკრაინისთვის მძიმე არტილერიის გაგზავნას გეგმავს. „კანადა უკრაინას მძიმე არტილერიას გაუგზავნის. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ უკრაინასთან და პოზიტიური კომუნიკაცია გვაქვს  პრეზიდენტთან.  ძალიან სწრაფად ვრეაგირებთ იმაზე, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ. უკრაინელები იბრძვიან იმ ფასეულობებისთვის, რომელსაც ეყრდნობა ბევრი დემოკრატიული საზოგადოება. სწორედ ამიტომ კანადა უკრაინის მხარეს დგას,“ – აცხადებს კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო.

მეტი...

ჯეიმს აპატურაი საქართველოს პარლამენტში იმყოფება

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი საქართველოს პარლამენტში იმყოფება. ჯეიმს აპატურაი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში დახურულ შეხვედრას გამართავს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს აპატურაი პარლამენტის შემდეგ შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს. აპატურაის მოხსენების თემა იქნება NATO-ს თანამშრომლობა საქართველოსთან კიბერუსაფრთხოების და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში.  

მეტი...

დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება

თბილისს საქალაქო სასამართლოში, დღეს  საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა იგეგმება. პროცესს მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება. გავრცელებული ინფორმაციით, ექს-პრეზიდენტი დარბაზიდან საზოგადოებას მიმართავს და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციებზე ისაუბრებს. ადვოკატები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ამის დასამტკიცებლად ყველა ბერკეტს გამოიყენებენ.

მეტი...

,,ჩვენმა სამხედროებმა ბევრი საინტერესო პირი შეიპყრეს”- ალექსეი არესტოვიჩი

,,ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ყველა უკრაინელი პატიმარი გაცვალოს; ჩვენმა სამხედროებმა ბევრი საინტერესო პირი შეიპყრეს,’’ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველს დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა,  რომ ტყვეებს შორის არიან ოფიცრები, მაღალი რანგის სამხედროების ნათესავები და პოლიტიკოსები. „ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა გავცვალოთ. იმდენი ტყვე გვყავს და მათ შორის არიან ისეთი პერსონაჟები, რომლებზეც თითოზე 50-80 კაცს მოგვცემენ, ძალიან ღირებული“, – აღნიშნა არესტოვიჩმა. 19 აპრილს, უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს. სახლში 76 უკრაინელი დაბრუნდა.  

მეტი...

ბაიდენი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

ჯო ბაიდენი უახლოეს დღეებში უკრაინისთვის, კიდევ ერთ მნიშვნელოვან სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალური პირები ავრცელებენ. ამ დროისთვის უცნობია, რა ოდენობის იქნება ახალი დახმარების პაკეტი, დეტალები ჯერ კიდევ მუშავდება.  ბაიდენის ადმინისტრაციამ გასულ კვირას 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება გადასცა უკრაინას, მათ შორის საარტილერიო სისტემები, ჯავშანტექნიკა და უპილოტო სანაპირო თავდაცვის კატარღები. თუ ახალი დახმარების პაკეტი იქნება ისეთივე მასშტაბური, როგორც მოსალოდნელია, თებერვლიდან აშშ-ის  უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.  

მეტი...

გერმანიამ იარაღის მარაგი ამოწურა და უკრაინად ვერ მიაწვდის

უკრაინის ერთ-ერთი მხარდამჭერი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანიამ ყველაფერი გააკეთა ომში მყოფი უკრაინის დასახმარებლად. საუბარია იარაღით მომარაგებაზე. როგორც შოლცი განმარტავს, გერმანიამ იარაღის მარაგი ამოწურა. ,,მზად ვართ, უკრაინისთვის ყველაფერი შესაძლებელი გავხადოთ. გერმანიამ უკრაინისთვის მისაწოდებელი იარაღის მარაგი ამოწურა. თუმცა, ვაპირებთ მწარმოებლებთან მოლაპარაკებებს. ჩვენ მზად ვართ,  მიწოდების თანხა გადავიხადოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვიმუშაოთ მწარმოებლებთან, რომ უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის იარაღის მიწოდება იქნეს უზრუნველყოფილი“ – აცხადებს გერმანიის კანცლერი. ზელენსკი ლიდერებს საცავების გახსნისკენ და იარაღი უკრაინაში გადასროლისკენ მოუწოდებს  

მეტი...

„ტერიტორია დაჭრილებით აივსო“ – ბრიგადის მეთაური მესამე სახელმწიფოში გადაყვანას ითხოვს

ალყაში მოქცეული მარიუპოლის „აზოვსტალის ქარხნიდან“ 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური დაუყოვნებლივ გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს. სერგეი ვოლინა სოციალური ქსელის საშუალებით იტყობინება, რომ ტერიტორია დაჭრილებით აივსო და ვერაფერს შველიან. „ვფიქრობ,  მხოლოდ რამდენიმე დღე ან საათი გვქონდეს დარჩენილი. მტერი 10-ჯერ მეტია. სამხედრო გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია. მივმართავთ და მოვუწოდებთ მსოფლიოს ყველა ლიდერს, დაგვეხმარონ. ვთხოვთ მათ, გადაგვიყვანონ მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე,“- აცხადებს ბრიგადის მეთაური. შეგახსენებთ, რომ ე.წ. აზოვსტალის ქარხანაში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა, ქალები ბავშვები აფარებდნენ თავს, ინტენსიურად იბომბება და ტერიტორია თითქმის სრულად განადგურდა. მოსახლეობა ჩარჩენილია სარდაფებსა და ნანგრევებში. „გადარჩენის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს“ –…

მეტი...

„გადარჩენის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს“ – ბრიგადის მეთაურის მიმართვა

ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურმა სერგეი ვოლინა განცხადებას ავრცელებს და მსოფლიო ლიდერებს მიმართავს. „მარიუპოლის გადარჩენის ორი ვარიანტი არსებობს. ერთი  – ეს არის  მკვეთრი სამხედრო ოპერაცია, რომელიც ახლავე, ყველა საჭირო საშუალებით ჩატარდება; ასევე, კარგად აღჭურვილი ძალების დაჯგუფება, რომელიც ერთი შეტევით, მკვეთრი დარტყმით ჩვენს თავდაცვით ზონაში გაგვაერთიანებს. ეს ვარიანტი შესაძლებელია, თუმცა რთული და სარისკოა. მეორე  – ეს არის არის პოლიტიკური გადაწყვეტილება.  ეს არის, სამხედროებისა და ომში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეების გასასვლელის უსაფრთხოებაზე, საერთაშორისო კონტროლის შექმნა. მივმართავ მსოფლიო ლიდერებს, სამოქალაქო და რელიგიურ მოღვაწეებს, დიპლომატებს, მარიუპოლის გადარჩენის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს. ათასობით…

მეტი...

ზელენსკი ლიდერებს საცავების გახსნისკენ და იარაღი უკრაინაში გადასროლისკენ მოუწოდებს

„უსამართლოა, რომ უკრაინა კვლავ იძულებულია ითხოვოს ის, რასაც მისი პარტნიორები წლების განმავლობაში სადღაც საწყობებში ინახავენ“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი და მსოფლიოს მოუწოდებს, გახსნან საცავები და იარაღი უკრაინისკენ მიმართონ. პრეზიდენტის შეფასებით, დახმარება მათ თავის დროზე რომ ჰქონოდათ, ამ ომს უკვე დიდი ხნის უკან დაასრულებდნენ. „ყველა ლიდერთან, ყველა მოლაპარაკებაში ხაზს ვუსვამ მარტივ ჭეშმარიტებას  – უსამართლოა, რომ უკრაინა კვლავ იძულებულია ითხოვოს ის, რასაც მისი პარტნიორები წლების განმავლობაში სადღაც საწყობებში ინახავენ. მათ თუ აქვთ იარაღი, რაც უკრაინას სჭირდება აქ, რაც ჩვენ გვჭირდება ახლა, თუ აქვთ საბრძოლო მასალა, რომელიც ჩვენ გვჭირდება და გვჭირდება ახლა, მათი…

მეტი...

„ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი“ – უკრაინა „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფი ბავშვებისთვის ე.წ. მწვანე დერეფანს ითხოვს

უკრაინის რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი განცხადებას ავრცელებს და მსოფლიოს  ლიდერებს მიმართავს. უკრაინული მხარე „აზოვსტალის“ ქარხანაში შეფარებული ბავშვების გამოყვანას და მათთვის ე.წ. მწვანე დერეფნების შექმნას ითხოვს. „ვერ ხედავენ მზეს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, არ აქვთ საკმარისი საკვები და ვიტამინები, გრძნობენ, რომ ძლიერი ბომბები ჩამოვარდა. ეს ყველაფერი ემართებათ ბავშვებს, რომლებიც რუს ოკუპანტებს „აზოვსტალის“ ქარხნის თავშესაფარში ემალებიან. ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი. ჯოჯოხეთი, რომელსაც არცერთი მათგანი იმსახურებდა. მოვუწოდებთ მთელ მსოფლიოს, გადაარჩინოს ბავშვები და „მწვანე დერეფნები“ მოაწყოს!“ – აცხადებს სტეფანჩუკი. „აზოვის“ ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსეთმა ქარხანა თითქმის სრულად დაბომბა.  

მეტი...

უკრაინამ მოკავშირეებისგან სამხედრო თვითმფრინავები მიიღო

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინამ დამატებით, სამხედრო შეიარაღება და აღჭურვილობა მიიღო. „უკრაინის მოკავშირეებმა კიევს მიაწოდეს დამატებითი სამხედრო თვითმფრინავები. ასევე, თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილები, რომ გაიზარდოს მათი ფლოტი და შეაკეთონ უკრაინის არსენალში არსებული დაზიანებული თვითმფრინავები“ – აცხადებს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერ. პენტაგონის განმარტავს, რომ ვაშინგტონს უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავები არ გაუგზავნია.  

მეტი...