„ეს კაცი სასტიკია“ – ჯო ბაიდენი პუტინზე

უკრაინის ქალაქ ბუჩაში ოკუპანტების მიერ ჩადენილ სისასტიკეს ამერიკის პრეზიდენტი ეხმიანება. როგორც ჯო ბაიდენი აცხადებს, ეს კაცი სასტიკია.

„ის, რაც ბუჩაში მოხდა, არის აღმაშფოთებელი. ეს არის ომის დანაშაული. ეს კაცი სასტიკია. გამაკრიტიკეს იმის გამო, რომ პუტინს ომის დამნაშავე ვუწოდე. თქვენ ნახეთ, რაც მოხდა ბუჩაში… ის ომის დამნაშავეა. უნდა შევაგროვოთ ინფორმაცია. უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რომელიც მას ბრძოლის გასაგრძელებლად სჭირდება. მან პასუხი უნდა აგოს. მათ სჭირდებათ ბრძოლის გაგრძელება. მე გავაგრძელებ სანქციების დაწესებას. დეტალებს გაგაცნობთ“, – აცხადებს ჯო ბაიდენი.

მსგავსი თემები